„საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებისთვის კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 20 ივნისის №103/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებისთვის კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 20 ივნისის №103/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 183/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 18/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016746
183/04
27/07/2023
ვებგვერდი, 28/07/2023
220090000.18.011.016746
„საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებისთვის კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 20 ივნისის №103/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №183/04

2023 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებისთვის კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 20 ივნისის №103/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებისთვის კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 20 ივნისის №103/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 24/06/2019; ს/კ:220090000.18.011.016395) დამტკიცებულ „საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებისთვის კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის   წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) განაცხადისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას.“.

2. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. კანდიდატი, რომელიც წარმატებით გაივლის კონკურსის მეორე ეტაპს, კანდიდატის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოკვლევის მიზნით გადის დამატებით გასაუბრებას ეროვნული ბანკის შესაბამის წარმომადგენელთან და ავსებს წერილობით კითხვარს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურ ფორმატშიც.“.

3. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. კონკურსში მონაწილე ნებისმიერ კანდიდატს უფლება აქვს წერილობით მიმართოს ეროვნულ ბანკს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@nbg.gov.ge და მიიღოს ინფორმაცია კონკურსის ცალკეულ ეტაპზე მისი მონაწილეობის შედეგების თაობაზე.“.

4. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება

1. კონკურსი ჩაშლილად მიიჩნევა, თუ:

ა) მასში მონაწილეობისათვის წარდგენილი არ იქნა  განაცხადი;

ბ) საკონკურსო კომისიის მიერ ვერ შეირჩა კანდიდატი ვაკანტურ თანამდებობაზე ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისთვის;

გ) საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულმა კანდიდატმა უარი თქვა გამოცხადებული პოზიციის დაკავებაზე და საკონკურსო კომისიამ არ წარადგინა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კანდიდატი.

2. თუ საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულმა კანდიდატმა უარი თქვა გამოცხადებული პოზიციის დაკავებაზე, საკონკურსო კომისიას უფლება აქვს  ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგინოს კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატი.“.

5. მე-17 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული იმ სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი/წარმომადგენლები, რომელშიც არის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა, როგორც წესი, უნდა იყოს უფრო მაღალი რანგის პროფესიული საჯარო მოხელე, ვიდრე გამოცხადებული კონკურსით დასაკავებელი პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობა.“.

6. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. საკონკურსო კომისიის წევრის აცილება

1. საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად მიღებაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია წერილობით განაცხადოს თვითაცილება და არ მიიღოს მონაწილეობა შესაბამისი კანდიდატის ხმის მიცემისა და მის მიმართ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

3. იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული საკონკურსო კომისიისათვის ცნობილი გახდება კონკურსის მიმდინარეობისას, საკონკურსო კომისიის შესაბამისი წევრის მიერ კანდიდატისთვის მიცემული   ხმა  არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა