„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3510-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 140080000.05.001.021061
3510-XIIIმს-Xმპ
21/09/2023
ვებგვერდი, 12/10/2023
140080000.05.001.021061
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას ამ კანონით მინიჭებული უფლებებით და ამავე კანონით დაკისრებული მოვალეობებით.“.

2. 51 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სპეციალურ წოდებებს, პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით;“.

4. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საკონტრაქტო-პროფესიული მოსამსახურეები − პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვით სამსახურს გადიან უმცროსი სპეციალური წოდებით;“;

ა.გ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) 4პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კომპეტენცია განისაზღვრება მის მიერ დაკავებული საშტატო თანამდებობის გათვალისწინებით, ხოლო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანამშრომლის კომპეტენცია − შრომითი ხელშეკრულების გათვალისწინებით. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, როგორც სპეციალური დანიშნულების დაწესებულებაში, შესაბამისი ნორმატიული აქტით შეიძლება დადგინდეს სამსახურის გავლის დამატებითი მოთხოვნები.“;

დ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 101 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ჩარიცხულ თანამშრომლებს – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;“.

6. 102 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. 104 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლისას;“.

9. 156 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იმყოფება საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში.“.

10. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე არის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, აგრეთვე აღნიშნულ სამსახურში მიღებული სამოქალაქო პირი, რომელთა სტატუსი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება მისი სამსახურებრივი უფლებებითა და მოვალეობებით, რომლებიც დაკავშირებულია ამ მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი ამოცანების შესრულებასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური წოდების მინიჭებამდე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის პერიოდი სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება გაუთანაბრდეს სპეციალური წოდებით ნამსახურობას (ჩაითვალოს წელთა ნამსახურობაში), თუ ამ პერიოდში იგი ასრულებდა საკონტრაქტო-პროფესიულ მოსამსახურეთა ან/და კადრის მოსამსახურეთა კატეგორიის შესაბამის მოვალეობებს და ახორციელებდა სათანადო უფლებებს.“;

გ) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„71. პირის შეთავსებით მუშაობის შეზღუდვისგან გათავისუფლების სხვა, ცალკეულ შემთხვევებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის სპეციფიკისა და პირის ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვრავს აღნიშნული სამსახურის უფროსი.“. 

11. მე-17 მუხლის:

ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მიღებულ სამოქალაქო პირზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვრცელდება საკონტრაქტო-პროფესიული მოსამსახურისა და კადრის მოსამსახურისთვის დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიები, აგრეთვე ამ სამსახურის დისციპლინური წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები.“;

ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის სხვა გარანტიები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.“.

12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 232 მუხლი:

„მუხლი 232. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

1. 2025 წლის 1 იანვრამდე:

ა) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის სახით;

ბ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირს ანიჭებს რიგითის სამხედრო წოდებას;

გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გასავლელად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისას  პირს ენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და იგი ინიშნება უმცროსი წოდების შესაბამის თანამდებობაზე;

დ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლა შესაძლებელია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის სახით. პირი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან საკონტრაქტო სამსახურში ირიცხება თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული ვადით;

ე) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩასარიცხი პირის შერჩევის, მომზადების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი დგინდება „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა;

ვ) პირი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვამდე გადის სპეციალურ მომზადებას.

2. თუ პირი 2025 წლის 1 იანვრამდე ჩაირიცხა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გასავლელად:

ა) მას წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის გავლის საფუძველზე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ეთვლება, რის შემდეგაც იგი საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში ირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით, რომელსაც მას ანიჭებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი;

ბ) მის მიერ თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში იგი სამსახურიდან დათხოვნილი იქნება მინიჭებული სპეციალური წოდების ჩამორთმევით, ნამსახურობის პერიოდის ჩაუთვლელად. ეს პირი საერთო წესით დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. მას ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) მას შეიძლება მიენიჭოს საშუალო სპეციალური წოდება, თუ იგი საკონტრაქტო მოსამსახურეა;

დ) მასზე ვრცელდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოქმედება.

3. წვევამდელი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვისას დებს სამხედრო ფიცსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცს.

4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისას.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-3 პუნქტისა, მე-4 პუნქტის „ა.ა“ და „ა.გ“−„დ“ ქვეპუნქტებისა, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-6−მე-8 პუნქტებისა და მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 პუნქტი, მე-4 პუნქტის „ა.ა“ და „ა.გ“−„დ“ ქვეპუნქტები, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-6−მე-8 პუნქტები და მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

21 სექტემბერი 2023 წ.

N3510-XIIIმს-Xმპ