დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.139.016524 |
|
„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №96 დადგენილებაში(www.matsne.gov.ge, 010250000.35.139.016486, 23/12/2022 წელი) და
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესი“ პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. სოციალური დახმარების პროგრამის სამიზნე ჯგუფები 1. სოციალური დახმარების პროგრამის მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განცხადების მომართვამდე უწყვეტად, არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში მუდმივად მცხოვრები ან მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე რეგისტრირებული შემდეგი მოწყვლადი ჯგუფები/მოქალაქეები: ა) მრავალშვილიანი ოჯახები; ბ) მარტოხელა მშობლები; გ) ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახები; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის პირები; ე) ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები; ვ) 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი პირები; ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (I ჯგუფი) პირები; თ) ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 3 (სამი) შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია; ი) ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ღვაწლმოსილი პირები; კ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 (ასი) წლის და მეტი მოქალაქეები; ლ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრი „თებე“ და „ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერა“; მ) ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“ ბენეფიციარები; ნ) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე) ოჯახები; ო) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მათთან გათანაბრებული და მარჩენალდაკარგული პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები, ასევე სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ავღანეთი) საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირები და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე ვეტერანები; პ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები; ჟ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები; რ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მქონე მოქალაქეები; ს) ახალდაქორწინებული ოჯახები; ტ) მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები; უ) საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 65 000-ს. 2. პროგრამაში საგამონაკლისო წესით „ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების“ მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განცხადების მომართვამდე უწყვეტად, არანაკლებ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში რეგისტრირებული და მცხოვრები ან მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე მოწყვლადი ჯგუფები/მოქალაქეები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები