საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3538-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.021056
3538-XIIIმს-Xმპ
21/09/2023
ვებგვერდი, 12/10/2023
020000000.05.001.021056
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-16 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა პირთა პასუხისმგებლობა, რომლებზედაც ვრცელდება სპეციალური დისციპლინური ნორმების მოქმედება“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო მოსამსახურეს, სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება სპეციალური დისციპლინური ნორმების მიხედვით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის წესების, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისთვის ან ამ კოდექსის 45-ე და 451 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 1​1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულ პირს არ შეიძლება შეეფარდოს გამასწორებელი სამუშაოები.“;

გ) 11 და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​​1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ამ კოდექსის 45-ე, 45​1, 1151, 116-ე, 1184, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო საფუძველზე, აგრეთვე სპეციალური დისციპლინური ნორმების მიხედვით.

2. სხვა პირს (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისა), რომელზედაც ვრცელდება სპეციალური დისციპლინური ნორმების მოქმედება, უშუალოდ ამ სპეციალური დისციპლინური ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში – ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საერთო საფუძველზე.“.

2. 32-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, 15 დღემდე ვადით. პირს ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე.

2. სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე საქმეს სასამართლო განიხილავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის წარდგინების საფუძველზე. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1941 მუხლი:

„მუხლი 1941. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეუთანხმებლად ნებისმიერი საქმიანობის (მათ შორის, სამშენებლო საქმიანობის) განხორციელება

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მფლობელობაში არსებული ობიექტიდან 100 მეტრის რადიუსში − დასახლებულ ზონაში, ხოლო 300 მეტრის რადიუსში − დაუსახლებელ ზონაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეუთანხმებლად ნებისმიერი საქმიანობის (მათ შორის, სამშენებლო საქმიანობის) განხორციელება −

გამოიწვევს ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის გაფრთხილებას.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 000 ლარის ოდენობით.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი მესამედ, ან შემდეგ იმავე ქმედების ყოველი მომდევნო ჩადენა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 3 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: პირი ვალდებულია შეწყვიტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მფლობელობაში არსებული ობიექტიდან 100 მეტრის რადიუსში −  დასახლებულ ზონაში, ხოლო 300 მეტრის რადიუსში − დაუსახლებელ ზონაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეუთანხმებლად ნებისმიერი საქმიანობის (მათ შორის, სამშენებლო საქმიანობის) განხორციელება.“.

4. 196​1 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1961. წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით პირის გამოძახების შემთხვევაში მისი გამოუცხადებლობა 

წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ პირის გამოძახების შემთხვევაში მისი საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“.

5. 1963 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 196​3. იმ სამხედროვალდებულის სამუშაოდ ან სასწავლებლად მიღება, რომელიც სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილი არ არის

1. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, სასწავლებლის ხელმძღვანელის ან სხვა შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ იმ სამხედროვალდებულის სამუშაოდ ან სასწავლებლად მიღება, რომელიც სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილი არ არის, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში –

გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.“.

6. 1966 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1966. სამხედროვალდებულის მიმართ გამოტანილი ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის შესახებ დასკვნის შეუტყობინებლობა 

1. სამხედროვალდებულის მიმართ ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის შესახებ დასკვნის გამომტანი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ მისი გამოტანიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა ამ დასკვნის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსთვის შეუტყობინებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“.

7. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1967 მუხლი:

„მუხლი 1967. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან/და საკონსულო დაწესებულებაში მისი გამოუცხადებლობა

საზღვარგარეთ 1 თვეზე მეტი ვადით ყოფნის შემთხვევაში ამ ვადის შესრულებიდან 2 კვირაში, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან/და საკონსულო დაწესებულებაში მისი გამოუცხადებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“.

8. 197-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 197. სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის (წვევამდელის) მიერ ინფორმაციის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსთვის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა 

1. შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის (წვევამდელის) მიერ ოჯახური მდგომარეობის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი და რეგისტრაციის ადგილების), თანამდებობის შეცვლის ან განათლების შესახებ ინფორმაციის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსთვის 2 კვირის ვადაში მიუწოდებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში –

გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.“.

9. 197​1 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით პირის გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით პირის გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“.

10. 1972 მუხლი ამოღებულ იქნეს.

11. 197​3 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში შემოწმების/მომზადების მიზნით პირის გამოძახების შემთხვევაში მისი გამოუცხადებლობა“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში პირის შემოწმების/მომზადების მიზნით მისი გამოუცხადებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

12. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 198და 198მუხლები:

„მუხლი 1981. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლისა და მისი განმასხვავებელი ნიშნების უკანონოდ ტარება

იმ პირის მიერ, რომელიც სამხედრო მოსამსახურე არ არის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლისა და მისი განმასხვავებელი ნიშნების უკანონოდ ტარება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 198 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის ან ნებართვის სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ ამ ლიცენზიის ან ნებართვის სალიცენზიო ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით ან 34-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში −

გამოიწვევს აღნიშნული ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა გამოიწვევს მისთვის ამ კოდექსის 361 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.“.

13. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 43​​​​1−44​​​​​​3, 44​​​​5, 44​​​​​7−44​​​​​11, 45-ე−46​​​​4, 48-ე, 49-ე, 50​​​​​1, 51-ე−55​​​1, 55​​3, 55​​4, 56-ე, 57-ე−59-ე, 59​​​​2−მე-60, 60​​​​​3−61​​​​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 71-ე, 71​​​​​​1, 72​​​1−77-ე, 78-ე და 79​​​​​​1−79​​​​​​3 მუხლებით, 794 მუხლით (გარდა 794 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებისა), 795−მე-80, 82​​​​1, 82​​​​2−82​​​​​5, 84-ე−86-ე, 871−89​​​​3, 91​​​​​2, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 100​​​​​1, 100​​​​2, 103​​​​​1, 104-ე და 1051 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1164 მუხლის მე-2 ნაწილით, 1165 მუხლის მე-2 ნაწილით, 1166 მუხლის მე-2 ნაწილით, 1167 მუხლის მე-2 ნაწილით, 1271  მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−128​​6, 143-ე, 144-ე, 144​​​​10, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153-ე და 153​​​​1 მუხლებით, 153​​3  მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 1535  მუხლით, 153 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 155​​1 და 155​​2 მუხლებით, 155​​​​3 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 155​​​​​6 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 155​​​7−156-ე და 157​​​1−158​​​1 მუხლებით, 158​​​​​5 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 159​​​​4, 159​​10, 163-ე, 164-ე, 164​​4, 165​​1−165​​​​​3, 16512−16523, 166-ე, 166​​1 და 170მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 171​​2−171​​4 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724−172​​6, 173-ე, 1734−173​​7, 173​​9, 173​​14, 173​​​1​​​5 და 174​​​1 მუხლებით, 17415  მუხლის მე-4 ნაწილით, 175​​​​​1 და 175​​​2 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 177​​8, 177​​9, 17711  და 177​​1​​​ მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 179​1−1793, 183-ე, 187-ე, 187​​​​​1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​​3, 196და 197​1 მუხლებით, 197მუხლის მე-2 ნაწილითა და 199​​​1 მუხლით.“.  

14. 220-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 220. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს და ადგენს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 45-ე, 451 და 166-ე მუხლებით და ჩადენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის მიერ, აგრეთვე რომლებიც გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებით და ჩადენილია პირის მიერ;

ბ) უფლებამოსილია განიხილოს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და დაადოს ადმინისტრაციული სახდელები იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1711 მუხლით (საქართველოს თავდაცვის ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის) და 194 1 , 196 1, 196 7, 197-ე, 197 3, 198-ე, 198 და 198 მუხლებით.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სუბიექტებს.“.

15. 239-ე მუხლის:

ა) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ კოდექსის 4210, 45-ე, 451, 583, 861, 1002, 107-ე, 1075, 1141, 1142, 1151, 116-ე–1168 და 118-ე−123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე-2 და მე-6−მე-7 ნაწილებითა და 134-ე, 1352−1354, 1395, 150-ე, 1527, 1528, 1533, 1536, 166-ე, 1662, 167-ე, 173-ე, 17314, 17315, 1741, 17415−17418, 1752, 1761, 1763, 177-ე, 1771, 17715, 180-ე–183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და 1991 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანო.“;

ბ) 53-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„53. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 451 და 166-ე მუხლებით, 1711 მუხლით (საქართველოს თავდაცვის ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის) და 197​3 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე პირის მიერ ამავე კოდექსის 1941, 1961, 1963, 1966, 1967, 197-ე, 1971, 198-ე, 198და 1982 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სათანადო უფლებამოსილი პირი.“;

გ) 66-ე და 67-ე ნაწილები ამოღებულ იქნეს.

16. 243-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დასაცავი ობიექტის ხელყოფასთან ან ამ ობიექტზე არსებული სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევასთან ან სხვა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ხელყოფასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევი შესაბამისად პოლიციის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის მუშაკებმა შეიძლება მიიყვანონ პოლიციაში აღნიშნული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, მისი პიროვნების დასადგენად და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესადგენად.“.

17. 246-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შინაგან საქმეთა ორგანოებს – წვრილმანი ხულიგნობის, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის, პოლიციის მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ამ კოდექსის 45-ე და 451 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის, არასრულწლოვანის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის, პროსტიტუციის, საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევის, ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სხვაგვარი დარღვევისა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; 

ბ) დაცვის უფროს თანამდებობის პირს დასაცავი ობიექტის განლაგების ადგილას – დასაცავი ობიექტის ან სხვა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ხელყოფასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში;“.

18. 248-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირადი გასინჯვა შეიძლება აწარმოონ საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის − აღსრულების პოლიციის სამმართველოს საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნივთების გასინჯვა შეიძლება აწარმოონ საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების, სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის − აღსრულების პოლიციის სამმართველოს საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა.“.

19. 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

20. 284-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილებას აღასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანო.“.

21. 309-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი, რომელსაც ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული, პატიმრობას იხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ადგილას. ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების აღსრულებისას ხდება დაპატიმრებული პირის პირადად გასინჯვა.“.

22. 313-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე და 23-ე ნაწილები:

„22. 2024 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 1961, 1963, 1966, 1967, 197-ე, 1971 და 198-ე მუხლებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს განახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირი.

23. 2025 წლის 2 იანვრამდე:

ა) ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ცალკეულ სახეობათა სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისთვის, 15 დღემდე ვადით. პირს ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევის შემთხვევაში აღნიშნული მოსამართლე მას ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის წარდგინების საფუძველზე;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 451, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევის შემთხვევაში მისი ადმინისტრაციული დაკავების უფლება აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ამ კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება ამავე კოდექსის შესაბამისად;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ დადგენილებას აღასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანო, ხოლო სხვა უწყების სამხედრო მოსამსახურისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში აღნიშნული დადგენილება აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-2, მე-10 და მე-13 ნაწილებისა, მე-15 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-16−მე-18, მე-20 და 21-ე ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის:

ა) მე-15 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან;

ბ) პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-2, მე-10 და მე-13 ნაწილები, მე-15 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-16−მე-18, მე-20 და 21-ე ნაწილები ამოქმედდეს 2025 წლის 2 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

21 სექტემბერი 2023 წ.

N3538-XIIIმს-Xმპ