„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 201/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 03/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016757
201/04
03/08/2023
ვებგვერდი, 04/08/2023
220020000.18.011.016757
„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №201/04

2023 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/09/2018; ს/კ: 220020000.18.011.016334) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე)  სესხის გამცემი ორგანიზაცია – კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი, სესხის გამცემი სუბიექტი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომლებიც  ბიუროს გადასცემენ პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო ინფორმაციას და სხვა რელევანტურ მონაცემებს და საჭიროების შემთხვევაში იღებენ სათანადო ინფორმაციას ბიუროდან ამ წესით დადგენილი პირობებით;“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. სესხის გამცემი ორგანიზაციებისგან ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საკრედიტო ინფორმაციის ყოველდღიურად მიღების უზრუნველსაყოფად ბიურო ვალდებულია შესაბამისად გამართოს ელექტრონული საინფორმაციო სისტემა.“.

3. 71 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის ფულადი გზავნილიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციის ბიუროსათვის მიწოდებისათვის არ არის სავალდებულო მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის თანხმობის არსებობა, მაგრამ უნდა მოხდეს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის სავალდებულო წესით ინფორმირება მონაცემების ბიუროსთვის მიწოდების თაობაზე (დანართი №8). თუ მონაცემთა სუბიექტი/მომხმარებელი ინფორმირების მომენტში არ იქნება თანახმა ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ბიუროსთვის მიწოდებაზე, სესხის გამცემ ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს აღნიშნულის თაობაზე მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის უარი (დანართი №9). მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის უარის დისტანციურად აღების შემთხვევაში (დანართი №9) გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ წესის მე-6 მუხლის 81 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები.“.

4. მე-9 მუხლს  მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ბიურო ვალდებულია მონაცემთა სუბიექტს/მომხმარებელს მიაწოდოს მის ხელთ არსებული, ზუსტი და უტყუარი დეტალური ინფორმაცია პრეტენზიის განხილვის პროცესში.“.

5. წესის დანართი №7 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა

დანართი 7

თანხმობა მონაცემების დამუშავების თაობაზე

მე, {მომხმარებლის სახელი და გვარი, იურიდიული პირის შემთხვევაში, წარმომადგენლის სახელი/გვარი, ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი} გამოვხატავ თანხმობას და უფლებას ვაძლევ {კრედიტორის დასახელება}, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, დაამუშაოს ფულადი გზავნილებიდან ჩემს მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროებში დაცული და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩემი, როგორც მომავალი მსესხებლის/თანამსესხებლის/თავდების/უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებლის გადახდისუნარიანობის ანალიზის მიზნით.

ინფორმირებული ვარ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ჩართული სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით და გაცნობიერებული მაქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, რომ მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

აღნიშნული თანხმობა მოქმედია ხელმოწერიდან/დადასტურებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში.

განმცხადებლის სახელი და გვარი და პირადი ნომერი

ორგანიზაციის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი

ხელმოწერა/დადასტურება

თარიღი