დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებლო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1332 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 124, 03/11/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 070.010.000.22.027.006.791 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.010.000.22.027.006.791
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №1332
2004 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, მე-3 პუნქტისა და მე-141 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებით (სსმ III, 2003წ., №81, მუხ.725) დამტკიცებულ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს დებულებაში” (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამმართველო კოორდინაციას უწევს ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის და ქ. ბათუმის განყოფილებებს.”;
ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-41 პუნქტი:
„41. ქ. ბათუმის განყოფილების სამოქმედო ტერიტორიაა აჭარის სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორია.”;
გ) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ქ. თბილისის განყოფილება შედგება სამი მობილური და ერთი მოკვლევის ჯგუფისაგან, ქ. ქუთაისის განყოფილება – ორი მობილური და ერთი მოკვლევის ჯგუფისაგან, ქ. ბათუმის განყოფილება – ერთი მობილური და ერთი მოკვლევის ჯგუფისაგან.”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები