დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკების ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 15 მაისის №70/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 205/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 03/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010070.18.011.016756 |
|
„კომერციული ბანკების ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 15 მაისის №70/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 15 მაისის №70/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 16/05/2017; ს/კ: 220010070.18.011.016235) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის ფინანსური ინსტრუმენტი – ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ გათვალისწინებულ პირველი დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტების კრიტერიუმებს.“. 2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მოსალოდნელი ფულადი შემოდინებების დათვლისას ბანკმა უნდა გაითვალისწინოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემოდინებები მხოლოდ პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის ფინანსური ინსტრუმენტებიდან, რომელთა რეკლასიფიკაცია არაა მოსალოდნელი მომდევნო 30 დღის განმავლობაში.“. 3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი გამოითვლება და გამოიყენება ყოველი დღისთვის. ყოველი დღის ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის ანგარიშგება ეროვნულ ბანკთან უნდა მოხდეს არაუგვიანეს მომდევნო 2 სამუშაო დღისა. თუ ბანკი ელოდება ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტების დარღვევას, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები