დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „TIBR ინდექსების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 12 ოქტომბრის №146/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 214/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 04/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010010.18.011.016762 |
|
„TIBR ინდექსების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 12 ოქტომბრის №146/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„TIBR ინდექსების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 12 ოქტომბრის №146/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 13/10/2021; ს/კ: 220010010.18.011.016595) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული „TIBR ინდექსების გაანგარიშების წესის“:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. TIBR ინდექსების გაანგარიშების წესი (შემდგომში − წესი) აღწერს TIBR ინდექსების გაანგარიშებაში მონაწილე კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებს (შემდგომში - ბანკები) შორის ფულად ბაზარზე დადებული გარიგებების კრიტერიუმებს, ასევე TIBR ინდექსების გაანგარიშების, გამოქვეყნებისა და სხვა პროცედურულ საკითხებს.“. 2. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. TIBR განაკვეთი (TIBR) არის საქართველოში მოქმედ ბანკებს შორის (შემდგომში − ბანკთაშორისი) ეროვნული ვალუტით გაცემული ერთდღიანი არაუზრუნველყოფილი სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი.“. 3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. TIBR განაკვეთის გაანგარიშებაში არ მონაწილეობს ბანკთაშორისი ე.წ. სადეპოზიტო სვოპ გარიგებები (ორ მხარეს შორის ორი დეპოზიტის ურთიერთგაცვლა ორ ვალუტაში). სადეპოზიტო სვოპ გარიგების დაზუსტების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში − ეროვნული ბანკი) ბანკის ხაზინის სამსახურიდან გამოითხოვს დამატებით ინფორმაციას.“. 4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირველი სარეზერვო გეგმის შესაბამისად, TIBR განაკვეთი გაიანგარიშება ბლუმბერგის სისტემაში ბანკების მიერ გამოქვეყნებული ბანკთაშორისი სესხების BID/ASK საპროცენტო განაკვეთებიდან შემდეგნაირად: ა) მხედველობაში მიიღება ბანკების მიერ ბლუმბერგის სისტემის GEDR1T Crncy <GO> გვერდზე, იმავე დღის 17:00 საათიდან 18:00 საათამდე განახლებული ბანკთაშორის სესხების BID/ASK საპროცენტო განაკვეთები; ბ) ყველა BID განაკვეთის თანმიმდევრობა განისაზღვრება საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიხედვით, რომელთაგან 2 უმცირესი და 2 უდიდესი საპროცენტო განაკვეთი არ მიიღება მხედველობაში, ხოლო დარჩენილი საპროცენტო განაკვეთებიდან გაიანგარიშება საშუალო განაკვეთი და ჩაითვლება როგორც საშუალო BID განაკვეთი; გ) ყველა ASK განაკვეთის თანმიმდევრობა განისაზღვრება საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიხედვით, რომელთაგან 2 უმცირესი და 2 უდიდესი საპროცენტო განაკვეთი არ მიიღება მხედველობაში, ხოლო დარჩენილი განაკვეთებიდან გაიანგარიშება საშუალო განაკვეთი და ჩაითვლება როგორც საშუალო ASK განაკვეთი; დ) საშუალო BID განაკვეთიდან და საშუალო ASK განაკვეთიდან გაიანგარიშება არითმეტიკული საშუალო მონაცემი, რომელიც არის საანგარიშო დღის TIBR განაკვეთი და ხდება მისი გამოქვეყნება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები