„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 313
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2023
ძალაში შესვლის თარიღი 21/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.024146
313
15/08/2023
ვებგვერდი, 15/08/2023
040030000.10.003.024146
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №313

2023 წლის 15 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში (სსმ, 103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  დებულების:

1. მე-2 მუხლს „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასება და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება.“.

2. მე-3 მუხლ პირველ პუნქტს „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები:

„უ) სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასება;

ფ) ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება.“.

 3. მე-7 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 ბ) „ბ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შიდა ინსპექტირების დეპარტამენტი;“;

გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი;“;

დ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“, „ო“, „პ“ და „ჟ“  ქვეპუნქტები:

„ნ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

ო) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

პ) იურიდიული სამმართველო;

ჟ) საქმისწარმოების სამმართველო.“.

4. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. მე-11 მუხლ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. შიდა ინსპექტირების დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელება; 

ბ) ბიუროს თანამშრომელთა შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლი;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემა;

დ) ბიუროს თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება;

ე) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლის განხორციელება;

ვ) ბიუროში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი;

ზ) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ საკითხებზე კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

თ) ბიუროს თანამშრომელთა სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

ი) ბიუროს თანამშრომელთა მხრიდან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, შესაბამისი რეაგირება;

კ) ბიუროს თანამშრომელთა სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და ბიუროს უფროსისათვის წარდგენა;

ლ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში ბიუროს თანამშრომელთა საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

მ) ბიუროში შემოსული საჩივრის/განცხადების განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება;

ნ) საჩივრის/განცხადების განხილვის შედეგებზე შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება.“.

6. მე-17 მუხლს „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:

„ქ) სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასება და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება.“.

7. 212   მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 212. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) ბიუროს  ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) საქართველოსა და საერთაშორისო საექსპერტო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში;

გ) ბიუროს თანამშრომელთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, წინადადებების/რეკომენდაციის შემუშავება და ხელმძღვანელობასთან წარდგენა (ბიუროს სტრუქტურული დანაყოფების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებთან კოორდი-ნაციით), ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

დ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საექსპერტო ლაბორატორიების მართვის სისტემის დანერგვა (სტრუქტურული დანაყოფების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით);

ე) საექსპერტო საქმიანობის სფეროში დანერგილი თანამედროვე კვლევითი მეთოდების შესწავლა და ბიუროში მათი დანერგვისათვის საჭირო რესურსების შექმნა;

ვ) სხვა ქვეყნების საექსპერტო სამსახურებთან ურთიერთობების დამყარება და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების კოორდინირება;

ზ) საერთაშორისო კონფერენციების, ტრენინგებისა და სემინარების დაგეგმვა და ორგანიზება;

თ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამოქმედო პროცედურების შემუშავება, დანერგვა და პერიოდული განახლება, ხარისხის სისტემის წლიური შემოწმება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;

ი) ბიუროს ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

8. 212   მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 213, 214, 215 და 216  მუხლები:

„მუხლი 213. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ამოცანებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება და მისი აღსრულების უზრუნველყოფა;

ბ) არსებული სამუშაო ადგილების ანალიზი, თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის მომზადება და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამუშავება;

გ) საკადრო საქმისწარმოება, ბიუროში დასაქმებული თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება;

დ) ბიუროს სტრუქტურის დახვეწა, საშტატო განრიგის ფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადება;

ე) თანამშრომელთა რაოდენობის დაგეგმვა, თანამშრომელთა მოზიდვა-შერჩევა;

ვ) ბიუროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის ორგანიზება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ი) ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

კ) ბიუროს ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

მუხლი 214. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანებია:

ა) ბიუროს საქმიანობის გამჭვირვალობა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ბიუროს ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის მნიშვნელობის განმარტება;

გ) ბიუროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ოფოციალური განმარტებების, შეტყობინებების, საინფორმაციო ბიულეტინების, პრესრელიზისა და სხვა ინფორმაციული მასალის მომზადება;

დ) საზოგადოების ინფორმირება ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;

ე) სამსახურის ვებგვერდზე ახალი ინფორმაციის განთავსება;

ვ) ბიუროს მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტისათვის აუცილებელი სოციოლოგიური კვლევის დაგეგმვა და ჩატარების ორგანიზება;

ზ) ბიუროს იმიჯზე ზრუნვა;

თ) ბიუროს რეიტინგის კვლევა;

ი) ბიუროს  სტრუქტურულ ერთეულებსა/ტერიტორულ ორგანოებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

კ) პრესკონფერენციების მოწყობა;

ლ) ბიუროს საჭიროებების შესაბამისად, საიმიჯო ნივთებისა და ინვენტარის მომზადება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემა;

ნ) ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ო) ბიუროს ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

მუხლი 215. იურიდიული სამმართველოს ამოცანებია:

ა) ბიუროში შემუშავებული ან სხვა ორგანოებიდან გადმოგზავნილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

ბ) ბიუროს სახელით გასაფორმებელი გრძელვადიანი/მრავალჯერადი ხელშეკრულებებისა და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;

გ) ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;

დ) ბიუროს სახელით გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტებზე რეკომენდაციის გაცემა;

ე) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ საკითხებზე კორესპონდენციის განხილვა და გასაფორმებელი ხელშეკრულებების, ასევე მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის მომზადება;

ვ) ბიუროს საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების ორგანიზება;

ზ) ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

თ) ბიუროს წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში ადმინისტრაციული საჩივრების განხილვისას;

ი) ბიუროში შემოსული განცხადების განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება;

კ) ბიუროში შემოსული განცხადების განხილვის შედეგებზე შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

ლ) ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

მ) ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

მუხლი 216 . საქმისწარომების სამმართველოს ამოცანებია:

ა) ბიუროში საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი. შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია;  დოკუმენტაციის აღრიცხვა და კონტროლი; 

ბ) საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება და რეექსტრის წარმოება;

გ) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ კორესპონდენციასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელება;

დ) ბიუროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საარქივო რეგულაციის ჩამოყალიბება და საარქივო პროცესის მართვა;

ე) ბიუროში საარქივო საქმიანობის წარმართვა;

ვ) ბიუროში შემოსული ნივთმტკიცებების მიღება, რეგისტრაცია, გადაცემა (შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფისათვის/ტერიტორიული ორგანოსათვის) და გაცემა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული პირისთვის ინფორმაციის მიწოდება, კონსულტაციის გაწევა;

თ) ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ი) ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 21 აგვისტოდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი