„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 302
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017732
302
15/08/2023
ვებგვერდი, 17/08/2023
200090000.22.033.017732
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №302

2023 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 46-ე მუხლის:

) მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას, არ გაითვალისწინება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები, გარდა:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ფინანსურ ან უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციებისა, თუ მათი განხორციელება დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობაა;

ბ) საქონლის ექსპორტის ოპერაციებისა;

გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მაგალითი 1.“:

„მაგალითი 1.

 პირობა:

პირი ახორციელებს ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას, რაზეც მინიჭებული აქვს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. ამასთანავე, პირი დამატებით ეწევა სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას.

ვარიანტი I: პირმა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში  განახორციელა, ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში, 103 000 ლარის მომსახურების გაწევა, ხოლო დამატებით, ნებადართული საქმიანობის ფარგლებში – 58 000 ლარის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოს შესრულება.

ვარიანტი II: პირმა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში  განახორციელა, ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში,  63 000 ლარის მომსახურების გაწევა, ხოლო დამატებითი საქმიანობის ფარგლებში – 108 000 ლარის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოს შესრულება.

შეფასება:

პირველ ვარიანტში: ვინაიდან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების მიზნებისათვის, დღგ-ით დასაბეგრი საქონლის/მომსახურების მიწოდების ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება, პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება არ წარმოეშობა.

მე-2 ვარიანტში: ვინაიდან ნებადართული დამატებითი საქმიანობის ნაწილში პირს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, იგი ვალდებულია გატარდეს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციაში. ამასთან, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი ექვემდებარება გაუქმებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. დანართი №IV-01-ის „განაყოფი III“, „განაყოფი IV“, „განაყოფი V“ და   „განაყოფი VI“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. 77-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეკლარაცია მოიცავს 6 განაყოფს: I – სატიტულო ნაწილი, II – „აღნიშვნა დეკლარაციის წარმოდგენის შესახებ“, III – აქციზის საერთო თანხის გაანგარიშება, IV – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-10 სტრიქონით გათვალისწინებული იმპორტირებული საქონლის (მისართი, გამხსნელი, ანტიდეტონატორი) და მე-13 სტრიქონით გათვალისწინებული იმპორტირებული საქონლის (მეთანალი (ფორმალდეჰიდი)) აღრიცხვა, V – ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ აქციზურ მარკებზე,  რომლის მიღებიდან 6 თვეში არ განხორციელდა საქონლის იმპორტი/აქციზით დასაბეგრი ოპერაცია ან რომლის მიღებიდან 6 თვეში არ განხორციელდა სეს ესნ 3824 90 980 01 კოდში მითითებული იმპორტირებული საქონლის ნიშანდება, VI – ინფორმაცია აქციზურ მარკებზე, რომლის ნიშანდებითაც  განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი/აქციზით დასაბეგრი ოპერაცია ან რომლითაც განხორციელდა სეს ესნ 3824 90 980 01 კოდში მითითებული იმპორტირებული საქონლის ნიშანდება საანგარიშო პერიოდში და დეკლარაციის დანართს.“;

ბ) მე-10 პუნქტის:

ბ.ა) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) 51 სტრიქონზე – გადასახდელი აქციზის თანხა პირის მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განუხორციელებლობისას აქციზური მარკების დაუბრუნებლობის შემთხვევაში;“;

ბ.ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) 71 სტრიქონზე – გადასახდელად დარიცხული აქციზის თანხა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ექვემდებარება გადაანგარიშებას ფაქტობრივად განხორციელებული აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ოდენობის პროპორციულად;“;

ბ.გ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) მე-17 სტრიქონზე – მისართის, გამხსნელის, ანტიდეტონატორის, მეთანალის (ფორმალდეჰიდი), რომელიც გამოიყენება არააქციზური საქონლის წარმოებისათვის, იმპორტისას გადახდილი აქციზის თანხა, რომელიც ექვემდებარება შემცირებას და გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის „აქციზის ბარათზე“ ასახვას.“;

გ) 101 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შესაბამის საანგარიშო პერიოდში იმპორტირებული საქონლის (მისართი, გამხსნელი, ანტიდეტონატორი, მეთანალის (ფორმალდეჰიდი)) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღი, სერია და ნომერი, იმპორტირებული საქონლის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდი, საქონლის რაოდენობა კილოგრამებში;

ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოყენებული საქონლის რაოდენობა კილოგრამებში, მათ შორის, არააქციზური საქონლის წარმოებისათვის;“.

4. 812  მუხლის მე-5 პუნქტის „დ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მატერიალური ფორმის აქციზური მარკების მიღებიდან 6-თვიან პერიოდში მოახდინოს იმპორტისათვის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციისთვის მიღებული მატერიალური ფორმის მარკების გამოყენება ან დაბრუნება ამ ინსტრუქციის 81-ე და 811 მუხლებით დადგენილი წესის გათვალისწინებით. იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევამდე/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე, გარდა ამ ინსტრუქციის 78-ე მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უზრუნველყოს პროდუქციაზე ნიშანდების/მარკირების შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში ასახვა (გააქტიურება);“.

5. 85-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 85. მისართების, გამხსნელების, ანტიდეტონატორების და მეთანალის (ფორმალდეჰიდი) იმპორტის აქციზისაგან გათავისუფლება

1. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის მიზნით, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ ინსტრუქციის დანართი №IV-01 გათვალისწინებული აქციზის დეკლარაცია.

2. საგადასახადო ორგანოს აქციზის  დეკლარაცია წარედგინება ყოველი საანგარიშო პერიოდისათვის, რეალიზებული/გამოყენებული (მათ შორის, აქციზური საქონლის წარმოებისათვის გამოყენებული) იმპორტირებული საქონლის მიხედვით.

3. გადახდილი აქციზის თანხის დაბრუნება ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

6. დანართი №IV-10 ამოღებულ იქნეს.

7. 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 66-ე და 67-ე პუნქტები:

„66. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზნებისათვის, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, მატერიალური ფორმის აქციზური მარკების დაბრუნების 6-თვიანი ვადის ათვლა ხორციელდება გადასახადის გადამხდელზე 2023 წლის 18 აპრილის შემდგომ გაცემულ აქციზურ მარკებთან მიმართებაში.

67. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-13 გრაფით გათვალისწინებულ 2912 11 000 00 კოდში მითითებულ საქონელზე ამავე კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით აქციზისაგან გათავისუფლების წესი გავრცელდეს 2023 წლის 18 აპრილის შემდგომ განხორციელებულ იმპორტთან მიმართებაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი