დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 230 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 169, 28/11/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290.160.000.10.003.001.175 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №230
2008 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, „საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წელი, №165, მუხლი 1813) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
დადგენილების:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განისაზღვროს 2008-2013 წლებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის თანდართული პირობები საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისათვის და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 4 დეკემბრის №1224 ბრძანებით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებისა და იმ საჯარო სკოლების აღმზრდელებისათვის, სადაც ხორციელდება პანსიონური მომსახურება, სპეციალური ან კორექციული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები, ან სწავლება იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც ახასიათებთ საზოგადოებისათვის მიუღებელი, ნორმიდან გადახრილი ქცევა, აგრეთვე საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისათვის, საქართველოს პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისათვის (შემდგომში – დამზღვევი).“;
ბ) დადგენილებას დაემატოს 21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. დამზღვევების მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ორგანიზაციისათვის გადასახდელი ყოველთვიური სადაზღვევო შესატანი (პრემია) 2009 წლისათვის განისაზღვროს 15 ლარით.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს დამზღვევთათვის ჯანმრთელობის დასაზღვევად გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის ფორმის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება.“;
დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს 2009 წლისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის დასაფინანსებლად განკუთვნილი სადაზღვევო ვაუჩერების დაბეჭდვა და დარიგება არა უგვიანეს 2008 წლის 15 დეკემბრისა.“;
ე) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. დადგენილებით დამტკიცებული 2008-2013 წლებისთვის საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2008-2013 წლებისთვის დამზღვევთათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობები“;
ბ) მე-10 მუხლიდან ამოღებულ იქნეს პირველი, 11, 12, 13, მე-3, მე-6 და მე-7 პუნქტები;
გ) მე-10 მუხლს დაემატოს მე-9 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. 2009 წელს სადაზღვევო მომსახურების მისაღებად დამზღვევებს უნდა ჰქონდეთ მოქმედი შრომითი ხელშეკრულება დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის დაწესებულებასთან 2008 წლის 15 ნოემბრისათვის.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები