დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქედის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7 |
დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 16/08/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.134.016367 |
|
„ქედის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქედის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: სსმ, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 29/12/2022, სარეგისტრაციო კოდი:190020020.35.134.016358) შეტანილ იქნას ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1, დანართი №2 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
თავი I
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 22 878 700 ლარის ოდენობით
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 22 878 700 ლარის ოდენობით
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები (ტრანსფერები)
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტისბიუჯეტის გრანტები 7 200 000 ლარის ოდენობით
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 505 400 ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 15 347 753 ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 8.
არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 8 932 433 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 8 902 433 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ბ) განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 30 000 ლარის ოდენობით, მათ შორის
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა 24 284 5366 ლარის ოდენობით ფუნქციონალურ ჭრილში, მათ შორის:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 1 402 836 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება - 27 000 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 190 000 ლარის ოდენობით. სარეზერვო ფონდიდან თანხებს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ გამოყოფს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
|
მუხლი 13.
პასუხისმგებლობა
|
2023 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრების განკარგვა განხორციელდეს დამტკიცებული შესყიდვების გეგმისა და მიზნობრივი პროგრამების საფუძველზე, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას.
|
თავი II
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 14.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
1. პრიორიტეტი: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 01 00)
მმართველობით სფეროში განხორციელებული პროექტები, მუნიციპალიტეტის მერიას აძლევს საშუალებას ბიუჯეტისაგან დამოუკიდებლად მოიძიოს ინვესტიციები და გააუმჯობესოს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. აღნიშნული მიმართულებები მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის წარმომამდენლობით და აღმასრულებელი რგოლების განვითარებისთვის და თანამედროვე მართვის სისტემის საფუძვლების დანერგვაში, რაც ხელს შეუწყობს პროგრამული ბიუჯეტის სრულყოფას.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მონაწილეობითი ბიუჯეტი, პრაქტიკაში გამოიყენებენ, როგორც (თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება) რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიური დემოკრატიას, იწვევს საჯარო სექტორის მოდერნიზაციასა, ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას და წარმოადგენს მასსა და მოსახლეობას შორის დემოკრატიულ დიალოგისა და გადაწყვეტილების მიღების ეფექტიან პროცესს.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: განხორციელებული პროგრამები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ქალთა გაძლიერებას, ძლიერი მხარეების წახალისებასას, ადგილზე საკუთარი საქმის წამოწყების შესაძლებლობას, სუსტი მხარეები აღმოფხვრის ხელშეწყობას. ხელშეწყობილია მეწარმე ქალთა სოციალურ-ეკონომიკურად გააძლიერება, გააქტიურება და მათი დაინტერესების ამაღლება.
ქვეპროგრამა: გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა/ცნობიერების ამაღლება (პროგრამული კოდი 01 02 07). ქვეპროგრამა შემუშავებულია ქედის მუნუციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ქვეყანამ და მათ შორის ქედის მუნიციპალიტეტმა გარკვეული პროგრესი განიცადა გენდერული თანასწორობის მიღწევის თვალსაზრისით დღის წესრიგში მაინც რჩება პრობლემები, როგორიცაა ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გენდერული დისბალანსი, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობა, ცნობიერება და ა.შ. ხელისუფლების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა გენდერული თანასწორობის მისაღწევად მათ შორის, დაიხვეწა კანონმდებლობა, ამის მიუხედვად პრობლემა კვლავ აქტუალურია. ქალთა პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის გაუმჯობესების მიუხედავად, ქედის მუნიციპლიტეტში ქალები/გოგონები არ არიან ჯეროვნად ჩართულნი ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. ზემოხსენებული პრობლემებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩაითვალა წინამდებარე ქვეპროგრამის მომზადება და აღნიშნულ პრობლემებზე მუშაობის გაგრძელება. შესაბამისად პროგრამის ფარგლებში 2023 წელს დაფინანსდება სხვადასხვა საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს ქალთა და მამაკაცთა თანაბარ წარმოჩენას, უფლებასმოსილებას, პასუხისმგებლობასა და თანასწორ მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას, გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობასა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრას.დამატებითი ინფორმაცია: ფინანსური ანგარიშსწორების განხორციელების წესი: 1) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება; 2) წერილობითი მოთხოვნა; 3) მიღება-ჩაბარების აქტი; 4) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო (საანგარიშსწორებო)დოკუმენტაცია. ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი:გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება/ადგილზე თანასწორუფლებიანი გარემოს შექნა. შექმნილია ადგილზე თანასწორუფლებიანი გარემო და ამაღლბულია მოსახლეობის ცნობიერება. პრიორიტეტი: 2. ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება (პროგრამული კოდი 02 00).
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტში მოწესრიგებულია საგზაო ინფრასტრუქტურა და შექმნილია პირობები ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა, შშმ პირთა და საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები : - შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაცია (02 01 01) - სოფელ ქვედა აქუცისა და სოფელ ვაიოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (02 01 02) - ავტობუსის შესყიდვა (ერთი ერთეული) (02 01 03) - მთებზე მოიალაღეთა ტრანსპორტირება (02 01 04) - ბურღვა აფეთქება (02 01 05) - დაბა ქედის საზოგადოებრივი ტრანპორტით უზრუნველყოფა (02 01 06) -შპს ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმო (02 01 07) . სპეცტექნიკის შეძენა (ტრაქტორი JSB) (02 01 08).
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის სოფლებში საუბნო საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, სანიაღვრე და საწრეტი არხების მოწყობა, ფერდსამაგრი კედლების მოწყობა და სავალი ნაწილების ბეტონის საფარით დაფარვა. უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტში არსებული გზების მოვლა-პატრონობა,ჩატარებულია შიდა სასოფლო-საუბნო გზების კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშოები და გახანგრძლივებულია გზების ექსპლუატაციის ვადა ქვეპროგრამა: სოფელ ქვედა აქუცისა და სოფელ ვაიოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (02 01 02). სოფელ აქუცასა და სოფელ ვაიოს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 1 კმ-მდე მონაკვეთი მეწყერებისა და ხანგრძლივი უმოქმედობის გამო გამოსულია მწყობრიდან და გახდა გაუვალი. აღნიშნული გზის დანიშნულებაა სოფლებს შორის უმოკლესი გზით დაკავშირება და ასევე, ცენტრალური საავტომობილო გზის ან ხიდების დაზიანების შემთხვევაში სარეზერვო გზად გამოყენება. ასევე, სოფელ ვაიოში ტურისტულ ინფრასტრუქტურამდე გადასაადგილებლად. ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: სოფელ აქუცასა და სოფელ ვაიოს დამაკავშირებელი არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (აღდგენა). უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტში არსებული სოფელ აქუცა-ვაიოს დამაკავშირებელი აღდგენა-განახლება და კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები. გზა აღდგენილია შემდგომი ექსპლოატაციისათვის. ქვეპროგრამა: ავტობუსის შესყიდვა (ერთი ერთეული) (02 01 03). მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს არ ემსახურება, მუნიციპალური სერვისის მიწოდება, კერძოდ: მგზავრთა გადაყვანა სოფლებიდან დაბა ქედაში და პირიქით. ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ქედის მუნიციპალიტეტში შემავალ ზოგიერთ სოფლებს (ინაშარიძეები, კოლოტაური, ზესოფელი და სხვა) არ ემსახურება მიკროავტობუსები. მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით საჭიროა მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენა.მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა და სატრანსპორტო საშუალებით მათზე მომსახურება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: კმაყოფილი მოსახლეობა, შენარჩუნებული მთის ტრადიციები და მეცხოველეობის პროდუქტების დამზადების ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის სოფლებში ზემოთ ჩამოთვლილი საცხოვრებელი სახლებისათვის და მათი მობინადრეებისათვის დაზიანებისაგან რისკების აცილება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: დაბა ქედის ტერიტორიაზე მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნვეყოფა.
• ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო ლოჯისტიკის მართვა • დაბა ქედაში ელექტრონული ავტომობილით მოქალაქეების გადაადგილების უზრუნველყოფა.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ქედის მუნიციპალიტეტის საზღვრებში რეაბილიტირებულია და აშენებულია წყლის სისტემის ინფრასტრუქტურა, უზრუნველყოფილია მოსახლეობის წყალმომარაგება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში ორცვასა და არსენაულში არსებული სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია.2023 წლისათვის რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ორცვისა და არსენაულის ამორტიზებულ სასმელი წყლის სისტემას. გაუმჯობესდება ორივე სოფლის უწყვეტად სასმელი წყლით მომარაგება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: სოფლებში ინდივიდუალური და საერთო სარგებლობის დაზიანებული წყლის სისტემების აღდგენა. აღდგენილი სასმელი და სარწყავი სისტემები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ქედის მუნიციპალიტეტის დაბისა და სოფლების წყალსადენების სათავე-ნაგებობების და მაგისტრალური ქსელის, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მოვლა-შენახვა, ქლორირება და ფილტრაცია.გაუმჯობესებულია წყალმომარაგების მომსახურება, უზრუნველყოფილია წყლის სისტემების გამართული ფუნქციონირება და მოვლილია კანალიზაციო და სანიაღვრე არხები.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობილია საზოგადოებრივი სივრცეები და გაუმჯობესებულია მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი:შექმნილია ახალი საბინაო ფონდი, გაუმჯობესებულია მრავალბინიანი სახლების ინფრასტრუქტურა და შექმნილია კომფორტული საცხოვრებელი გარემო; რეაბილიტირებულია ადმინისტრაციული შენობები და მოსახლეობისთვის შექმნილია პირობები მუნიციპალური სერვისების კომფორტულ გარემოში მისაღებად.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: შექმნილია ახალი საბინაო ფონდი, გაუმჯობესებულია მრავალბინიანი სახლების ინფრასტრუქტურა და შექმნილია კომფორტული საცხოვრებელი გარემო;
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ამ პროგრამით იგეგმება დაბა ქედაში სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება სამედიცნო და ტექნიკური პერსონალის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ეკომიგრანტებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. მუნიციპალიტეტის ეკომიგრანტთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და მათთვის უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების შექმნა.ეკომიგრანტებისათვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა და მათი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ხანდაზმულთათვის საჭირო დასვენებისა და გართობისათვის სივრცის შექმნა.ხანდაზმულთათვის საჭირო დასვენებისა და გართობისათვის პირობების შექმნა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ფრიდონ ხალვაშის სახლმუზეუმის რეაბილიტაცია. მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება შენობის სრული რეაბილიტაცია და მომზადებული იქნება საექსპლოატაციოდ.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: სტიქიისგან დაცული მოსახლეობა, მუნიციპალური და კერძო საკუთრება და ათვისებული ახალი ტერიტორიები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: სტიქიისგან დაცული მოსახლეობა, მუნიციპალური და კერძო საკუთრება.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მოწყობილი და გაფართოებული სარეკრეაციო და ტურისტული ინფრასტრუქტურა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებისთვის შექმნილია თანაბარხელმისაწვდომი გარემო დასვენებისა და გართობისთვის, მოვლილი ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავები და პარკები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: დაბა ქედაში არსებული ქუჩის (აღმაშენებლის ქუჩა) კეთილმოწყობა. არსებული რკინა-ბეტონის კედლის გარე ფასადის რეაბილიტაცია. რეაბილიტირებული ქუჩა და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: კეთილმოწყობილი და გამწვანებული ტერიტორია, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა, ბავშვების, ქალების და კაცების საჭიროებები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: სოფელ ხარაულის ცენტრში კეთილმოწყობითი სამუსაოების ჩატარება. არსებული საცალფეხო კიბეების აღდგენა და უსაფრთხო გადაადგილებისათვის პირობების შექმნა, 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მომზადებული ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და ჩატარებული ქონების ნუსხის შექმნასთან დაკავშირებული საჭირო პროცედურები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ჩატარებული ქონების ნუსხის შექმნასთან დაკავშირებული საჭირო პროცედურები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მომზადებულია შესასრულებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების მიზნით უზრუნველყოფილია შესრულებული სამუშაოების ხარისხის და მოცულობის შესაბამისობის კონტროლი.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ხელშეწყობილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: აგრო-სასურსათო პროდუქციის ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაში მიღებული მონაწილეობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: პასტეროლიზსა და ემკარზე ვაქცინირებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: არასაცხოვრებელი შენობა ნაგებობებში ელექტრო მეურნეობის აღდგენა.
პრიორიტეტი: 3. დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00).
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: გაუმჯობესებულია ეკოლოგიური მდგომარეობა და მუნიციპალური ნარჩენების მართვა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და დასუფთავების მუნიციპალური სერვისის გამართული ფუნქციონირება, უზრუნველყოფილია ქალაქსა და დაბებში საზოგადოებრივი სივრცეების დაგვა-დასუფთავება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის დაბასა და სოფლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება ნაგავსაყრელზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორია სტიქიური ნაგავსაყრელების გარეშე. პრიორიტეტი: 4. განათლება (პროგრამული კოდი 04 00). პროგრამა: სკოლამდელი აღზრდა და განათლება (პროგრამული კოდი 04 00). მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 15 საბავშვო ბაღი 592 აღსაზრდელით, რომლის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ა(ა)ი.პ. ქედის ბაგა ბაღების გაერთიანება. სულ სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულია 254 თანამშრომელი, მათ შორის 32 კაცი და 222 ქალი. ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იგეგმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის(ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება. ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. პროგრამით დაგეგმილია სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამასთან პროგრამის ფარგლებში მოხდება სკოლამდელი აღზრდის წარმატებულ პედაგოგთა შრომის სტიმულირება და წახალისება. განათლებული საზოგადოება ძლიერი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი საყრდენია. ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომავალი თაობის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა. იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს მოსწავლისა და სტუდენტის სწავლის ხარისხი, ძალზედ მნიშვნელოვანია მათი მოტივირება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წარმოდგენილი განცხადებების მიღება, განხილვა და დაზუსტება. შერჩეულ ბენეფიციარებზე წლის განმავლობაში ერთხელ გაიცემა სტიპენდია, რომლებსაც ბოლო ორი წელი ნასწავლი აქვთ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში, ამასთან მოსწავლეს უნდა ჰქონდეს მინიჭებული ოქროს ან ვერცხლის მედალოსანის სტატუსი. ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება იმ სტუდენტთა წახალისება, რომლებიც ბოლო ორი წელი სწავლობდნენ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოიპოვებენ სახელმწიფო (50 %, 70%, 100 %) გრანტს და ჩაირიცხებიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. შენიშვნა: ქვეპროგრამის ფარგლებში სტიპენდია გაიცემა შემდეგნაირად - სტუდენტი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოიპოვებს 100 % გრანტს, სტიპენდიის სახით ერთჯერადად ჩაერიცხება 1000 ლარი, 70% -ის შემთხვევაში 700 ლარი, ხოლო 50% - 500 ლარი.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ხარისხიანი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესისათვის ხელშეწყობა; საბავშვო ბაღებში სწავლების ხარისხის და აღმზრდელების კვალიფიკაციის ამაღლება განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული და მთავრობის სხვადასხვა დადგენილებით დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად. მოსწავლეებისა და სტუდენტების წახალისება, განათლების ხელშეწყობა, სწავლით დაინტერესება, მოტივაციის ამაღლება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შექმნილია ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო გარემო და უზრუნველყოფილია ბავშვთა ადრეული განვითარება და სასკოლო მზაობა .
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეებისა და სტუდენტების წახალისება, განათლების ხელშეწყობა, სწავლით დაინტერესება, მოტივაციის ამაღლება. ქედის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტებისა და მოსწავლეების წახალისება. პრიორიტეტი: 5. კულტურა,ახალგაზრდობა, სპორტი და რელიგია (პროგრამული კოდი 05 00).
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ხელშეწყობილია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, უზრუნველყოფილია სპორტის სხვადასხვა სახეობების თანაბარი ხელმისაწვდომობა და წახალისებულია სპორტული მიღწევები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ჩატარებულია სპორტული ტურნირები, ადგილობრივი და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სპორტსმენების მონაწილეობით.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია ფეხბურთისა და რაგბის კლუბების გამართული ფუნქციონირება. ბავშვთა ჩართულობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია ფეხბურთის კლუბის გამართული ფუნქციონირება. ბავშვთა ჩართულობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია ფეხბურთის კლუბის გამართული ფუნქციონირება და ბავშვთა და მოზარდთა ჩართულობა, პროფესიონალ რაგბისტთა ჩართულობის უზრუნველყოფა.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ხელშეწყობილია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, უზრუნველყოფილია სპორტის სხვადასხვა სახეობების თანაბარი ხელმისაწვდომობა, განახლებული მინი სპორტული მოედნები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: სოფელ ხარაულის მოსახლეობისათვის ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა. 2023 წელში მოხდება ახალი მინი სპორტული მოედნის მშენებლობა მისი შემდგომი ექსპლოატაციის მიზნით.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ზუნდაგაში არსებული მინი სპორტული მოედნის კეთილმოწყობითი და სარემონტო სამუშაოების ჩატარება.2023 წელში მოხდება სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მისი შემდგომი ექსპლოატაციის მიზნით.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: შექმილია პირობები კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციისთვის, ხელშეწყობილია კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა კოლექტევები და სტუდიები და უზრუნველყოფილია კულტურულ-შემოქმედებით ცხოვრებაში მოსახლეობის ჩართულობა. გაზრდილია მუნიციპალიტეტის კულტურული აქტივობა, ხელშეწყობილია კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა, შენარჩუნებული და დაცულია კულტურული მემკვიდრეობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების თანაბარი ხელმისაწვდომობა, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების განვითარება, ბიბლიოთეკის შეუფერხებელი ფუნქციონირება, კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებები და მოსწავლე ახალგაზრდობის სასწავლო შემოქმედებითი პროცესის ორგანიზება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: შექმნილია პირობები სახელოვნებო განათლების თანაბრი ხელმისაწვდომობისთვის გოგონებისა და ბიჭებისთვის; ხელშეწყობილია მოსწავლეთა და პედაგოგთა კულტურულ-საგანმანათლებლო კვალიფიკაციის ამაღლება და კონკურსებში, ფესტივალებსა და სხვა ფორუმებში წარმატებები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ისტორიულ არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და კულტურის ძეგლების საველე კვლევა ძიების შედეგად მოპოვებული მასალის, ხელოვნების ნიმუშებისა და სხვა მატერიალური და სულიერი ფასეულობების აღრიცხვა, შეკრება, მოვლა, დაცვა-შენახვა, სისტემატიზაცია, ექსპონირება, შესწავლა და პოპულარიზაცია.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ჩატარებული კულტურული ღონისძიებები.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: შექმნილია ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, უზრუნველყოფილია ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ხელშეწყობილია მათი სამოქალაქო ინიციატივები, ხელშეწყობილია გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: შექმნილია ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, უზრუნველყოფილია ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ხელშეწყობილია მათი სამოქალაქო ინიციატივები.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: გაზრდილია მუნიციპალიტეტის კულტურული აქტივობა, ხელშეწყობილია კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა, შენარჩუნებული და დაცულია კულტურული მემკვიდრეობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: 2023 წლისათვის დასრულდება შენობის კაპიტალური რემონტი. პრიორიტეტი:
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: გაზრდილია ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებზე.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: 1. გაუმჯობესებული ამბულატორიული მომსახურება; 2. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა;
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ქედის მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობა უზრუნველყოფილია ექიმამდელი პირველადი სამედიცინო დახმარებით, საჭირო მედიკამენტებითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის საჭირო ღონისძიებების გაწევა უზრუნველყოფილია.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტში მცხოვრები პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებით.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია ბენეფიციარებისთვის მედიკამენტების შესაძენად ვაუჩერების მიწოდება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: 1. აღოფხვრილია არსებული ხარვეზები, მედიკამენეტბით უზრნვეყოფის მხვრივ; 2. გაუმჯობესებულია მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობ; 3. შემცირებულია მათი დანახარჯები მუდმივად მისაღები მედიკამენტების შესაძენად.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობა უზრუნველყოფილია ფინანსური დახმარებითა და სოციალური სერვისებით.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია მატერიალური და ფინანსური დამარება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ოთხ და მეტ შვილიან ოჯახებზე (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ფინანსური დამარება უზრუნველყოფილია.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარებია გაწევა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ხელშეწყობილია ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მგზავრობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ხელშეწყობილია ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: გაუმჯობესებულია მოსახლეობის სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: გაუმჯობესებულია მოსახლეობის სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები. ქვეპროგრამა: მოვლის საჭიროების მქონე პირთათვის ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 060210). გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა უმწეო მდგომარეობაში მყოფ ბენეფიციარებზე ზრუნვა და ხელშშეწყობა, მაინც სრულად ვერ ხერხდება აღნიშნულ პირებზე სხვადასხვა მომსახურეობის უზრუნველყოფა, რის გამოც შემუშავებული იქნა მოვლის საჭიროების მქონე პირთათვის მატერიალური დახმარების პროგრამა. ქვეპროგრამის ფარგლებში სამედიცინო/ჰიგიენური საგნების შესაძენად ფინანსური დახმარება გათვალისწინებული იქნება ყოველთვიურად, პროგრამით ისარგებლებს ქედის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული: 1. 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირები, თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით; 2.18 წლის ზემოთ ასაკის ბენეფიციარები, კერძოდ: ა) მუდმივად ეტლით მოსარგებლე; ბ) მუდმივად მწოლიარე , თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით; პროგრამის განხორციელების მიზნით 18 წლის ზემოთ ასაკის ბენეფიციარების განცხადებების შესასწავლად მიზანშეწონილად მიგვაჩნია შეიქმნას შესაბამისი კომისია, რის საფუძველზეც მოხდება ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების შეფასება და ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვა. დამატებით ინფორმაცია პროგრამაში ჩასართავად წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია: 1. განცხადება მერის ან მერის მოადგილის სახელზე, 0-18 წლის ასაკის ბავშვების შემთხვევაში ერთ-ერთი მშობლის სახელზე; 2. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი დედანთან ერთად; 3. შშმ პირის დამადასტურებელი მოწმობა ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან; 4. შშმ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი დედანთან ერთად; 5. განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები; 6. ექიმის მიერ გაცემული ცნობა (ფორმა N100), სადაც მითითებული იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის ბენეფიციარის მდგომარეობა (მუდმივად ეტლით მოსარგებლე ან მუდმივად მწოლიარე);
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: 1. უზრუნველყოფილია კატასტროფების მართვა (რისკის შემცირება, მზადება და რეაგირება); 2. გაზრდილია ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და სოციალური მხარდაჭერა;
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: აღმოფხვრილია სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ბინის ქირით უზრუნველყოფა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: გაუმჯობესებულია მარტოხელა მშობლის სოციალური მდგომარეობა და ფინანსური კეთილდღეობა.
|
თავი III
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 15.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით
ლარებში
|
დოკუმენტის კომენტარები