„2022 − 2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 სექტემბრის №1629 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2022 − 2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 სექტემბრის №1629 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1385
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025963
1385
03/08/2023
ვებგვერდი, 22/08/2023
000000000.00.003.025963
„2022 − 2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 სექტემბრის №1629 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1385  

 2023 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

2022 − 2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 სექტემბრის №1629 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „2022 – 2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 სექტემბრის №1629 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „2022 – 2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის“:

ა) სამოქმედო გეგმის (დანართი №1):

ა.ა) ამოცანა 8.1-ის („მიწის დეგრადაციის/გაუდაბნოების შემცირება და დეგრადირებული ტერიტორიების აღდგენა (საძოვრების გარდა)“) ამოცანის შედეგის 8.1.2 ინდიკატორში („ნიადაგის ეროზიის შემცირების პროცენტული მაჩვენებელი“) საბაზისო, შუალედური და საბოლოო მაჩვენებლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამოცანის შედეგის ინდიკატორი 8.1.2:

 

ნიადაგის ეროზიის შემცირების პროცენტული მაჩვენებელი

 

საბაზისო

სამიზნე

შუალედური

შუალედური

საბოლოო

           წელი

2021

2023

2025

2026

მაჩვენებელი

2%

3%

4%

5%.“;

ა.ბ) მიზანი 16-ის („გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა“) გავლენის 16.1 ინდიკატორში („საზოგადოების გარემოსდაცვითი საკითხებისადმი განათლებისა და ცნობიერების დონე“) საბაზისო და სამიზნე მაჩვენებლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გავლენის ინდიკატორი 16.1:

 

საზოგადოების გარემოსდაცვითი საკითხებისადმი განათლებისა და ცნობიერების დონე

 

 

 

 

საბაზისო

სამიზნე

წელი

 

2022

 

2026

მაჩვენებელი

34%

38%.“; 

ბ) „ბიუჯეტირების ინსტრუმენტში“ (დანართი №2) 12.3.1 აქტივობის („ტყის გაშენებისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება დეგრადირებულ ფართობზე“) ინდიკატორი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტყის გაშენებისა და აღდგენის ღონისძიებები განხორციელებულია, სულ მცირე, 800 ჰა-ზე.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                       ირაკლი ღარიბაშვილი