„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/08/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.139.016527
35
22/08/2023
ვებგვერდი, 24/08/2023
210020010.35.139.016527
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2023 წლის 22 აგვისტო

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 210020010.35.139.016089, 14/06/2013 წელი) და დადგენილების

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის, კომერციული დანიშნულების ობიექტებისთვის (მათ შორის სასტუმრო, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი, სავაჭრო, გასართობი, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი და ა.შ) – 6 ლარი;“

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტისთვის – 6 ლარი.“

გ)  პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 2017 წლის 1 ივნისის ჩათვლით გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის ოდენობა გამოანგარიშდეს ფორმულით:

       L

X= — (K2​1 – K2)S

     K2

სადაც:

ა) x არის  მოსაკრებლის ოდენობა;

ბ) L არის  1 კვ.მ  მიწის  ნაკვეთის  ნორმატიული ფასი;

გ) K2​1 არის მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე მისანიჭებელი განაშენიანების  ინტენსივობის კოეფიციენტი;

დ) K2 არის მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი;

ე) S არის  სამშენებლო  მიწის  ნაკვეთის ფართობი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 31 ივლისიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი