„შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №354 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 328
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 330130000.10.003.024161
328
30/08/2023
ვებგვერდი, 01/09/2023
330130000.10.003.024161
„შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №354 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №328

2023 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

„შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №354 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების  შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №354 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/07/2021, 330130000.10.003.022905) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1მუხლი:

მუხლი 12. დამტკიცდეს თანდართული „შესაბამისობის დეკლარაცია“, დანართი IV-ის შესაბამისად.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი III-ის („მოთხოვნები საექსპერტო დასკვნის მომზადებაზე უფლებამოსილი ექსპერტის მიმართ“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო დოკუმენტაციის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო-ტექნიკური ნაწილის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება ხდება საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, საექსპერტო დასკვნა უნდა მომზადდეს დანართი IV-ის შესაბამისად ან ფორმის გარეშე, თუმცა ამ ფორმაში გათვალისწინებული მონაცემების სრული მითითებით. ასეთ შემთხვევებში საექსპერტო დასკვნას უნდა დაერთოს დასაბუთება „შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის №449 დადგენილების მიხედვით გამოყენებული გამოთვლის მეთოდოლოგიის შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი