„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 342
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.024175
342
30/08/2023
ვებგვერდი, 31/08/2023
470230000.10.003.024175
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №342

2023 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“):

1. მე-13 მუხლი:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებელთან სრულყოფილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას ელექტრონული სახით და/ან განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად − ნაბეჭდი სახით, ამავე მუხლში მოყვანილი პირობებით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარება ხდება ორმხრივად ხელმოწერილი ელექტრონული და/ან მატერიალური სახის რეესტრის საფუძველზე.“.

2. მე-19 მუხლის 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. პროგრამის მოსარგებლისათვის მიმწოდებლის მხრიდან პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარის თქმის ან მომსახურების დაგვიანებით გაწევის (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა) ორზე მეტი შემთხვევა, დაფიქსირებული პირველი შემთხვევისათვის სანქციის გამოყენებიდან 12 თვის განმავლობაში, გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმწოდებლის სტატუსის 6 თვით შეჩერებას. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შეფერხების შემთხვევაში და/ან სხვა ობიექტური აუცილებლობისას ამ პირობისაგან გამონაკლისი დაიშვება სამინისტროსთან შეთანხმებით.

შენიშვნა: ამ პუნქტის მიზნებისთვის, №1 დანართის 23-ე მუხლის 62-ე პუნქტით გათვალისწინებული მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის შემდეგ მიმწოდებლის მიმართ ამოქმედდება ამ მუხლის მე-9 და ამ პუნქტით გათვალისწინებული საერთო წესი.“.

3. 191 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. განმახორციელებელი უფლებამოსილია, სამედიცინო დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე, სამინისტროსთან შეთანხმებით, იმსჯელოს საჯარიმო სანქციების/ფულადი ვალდებულების გადახდის განაწილვადების შესაძლებლობაზე იმ შემთხვევაშიც, თუ გასულია ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ვადა.“.

4. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შეუფერხებლად მოახდინოს პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი მომსახურების მიწოდება, ყოველგვარი ბარიერებისა და დისკრიმინაციის გარეშე. ამასთანავე, დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისათვის რაიმე მიზეზით პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე უარის თქმა, მათ შორის, პროგრამით სარგებლობის პირობებზე არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო;“;

ბ) ზ2 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ზ3 ქვეპუნქტი:

„ზ3) თანაგადახდის წილთან დაკავშირებული ანგარიშსწორება პაციენტთან განახორციელოს  გაწერის დღეს, შემთხვევის დასრულებისას სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული მონაცემებისა და მომსახურების ღირებულების მიხედვით;“.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ გავრცელდეს ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედებამდე არის დაწყებული და ჯერ არ დასრულებულა.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი