დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 67 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.22.034.017395 |
|
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში (სსმ, №14, 01.02.2007, 310.150.000.22.034.009.916) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. მე-17 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. სააგენტო უფლებამოსილია არ დააკმაყოფილოს დაინტერესებული პირის მოთხოვნა საქართველოს კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებული საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განხორციელებაზე, აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე: ა) შიდა ტრანზიტის გაცემის მომსახურების გაწევისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდამდე; ბ) შიდა ტრანზიტის (ერთი ცალის ან ერთი წყვილის) დაკარგვისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდამდე.“. 2. მე-18 მუხლის: ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შენახვისა და შემდგომი გაცემის ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ იმ შეცვლილ რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანზე), რომელზეც პირს არ აქვს დაკარგული უფლება.“; ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის 12 პუნქტით გათვალისწინებული უფლების რეალიზაციის უფლება პირს აქვს როგორც რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) სარგებლობისას, ასევე, სააგენტოსათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შესანახად ჩაბარებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 27 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები