„საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №523 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №523 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 357
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 010120000.10.003.024191
357
07/09/2023
ვებგვერდი, 08/09/2023
010120000.10.003.024191
„საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №523 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №357

2023 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №523 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №523 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/09/2014, 010120000.10.003.018143) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტატუსის დადგენის მიზნით, პირი შესაბამისი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო). განცხადებას უნდა დაერთოს 2 ფოტოსურათი, ზომით − 3/4, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლოა დადასტურდეს სტატუსის მაძიებლის მოქალაქეობის არქონის ფაქტი. წარსადგენი დოკუმენტების არქონის შემთხვევაში, განცხადებაში უნდა მიეთითოს დოკუმენტის არქონის მიზეზი.“.

2. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-15, მე-19 და 21-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო აჩერებს ადმინისტრაციულ წარმოებას და შესაბამისი გარემოების გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზნით, უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.“.

3. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი