„საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2022 წლის 30 სექტემბრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 08/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 220010000.11.004.016084
6
08/09/2023
ვებგვერდი, 11/09/2023
220010000.11.004.016084
„საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2022 წლის 30 სექტემბრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
 
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №6

2023 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2022 წლის 30 სექტემბრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2022 წლის 30 სექტემბრის №3 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 03/10/2022; ს/კ: 220010000.11.004.016078) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დღის ბოლოს, სალაროში არსებული ფულის დათვლის პროცესში ყალბი ან/და საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში, ეს ფულის ნიშანი შემდგომი ექსპერტიზის მიზნით, არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა წარუდგინოს კომერციულ ბანკს, მიკრობანკს ან ეროვნულ ბანკს. კომერციული ბანკისათვის და მიკრობანკისთვის მიმართვის შემთხვევაში რეაგირება ხორციელდება ამავე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.   არამეწარმე ფიზიკურ პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს საეჭვო ფულის ნიშნის მიღებაზე. ფიზიკურ პირს, ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის ნამდვილობის დადგენის მიზნით, შეუძლია მიმართოს კომერციულ ბანკს, მიკრობანკს ან ეროვნულ ბანკს. კომერციული ბანკისათვის და მიკრობანკისთვის მიმართვის შემთხვევაში რეაგირება ხორციელდება ამ მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა