დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 362 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.024195 |
|
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №69 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/02/2023, 280120000.10.003.023902) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. №1 დანართის („სოციალური რეაბილიტაციის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამა“): ა) №1.1 დანართის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (შშმ პირები) ქვეპროგრამა“): ა.ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1107-ს.“; ა.ბ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს ზრუნვის სააგენტო. ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში, რომელშიც იქნა იგი გაცემული. ამასთანავე, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია ვაუჩერის გაცემა იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისთვის, რომლისთვისაც იქნა იგი მოთხოვნილი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვაუჩერის გაცემის დროს პრიორიტეტი ენიჭებათ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ ბენეფიციარებს, რომელშიც ხორციელდება დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.
ბ) №1.6 („პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) და №1.7 („შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. №2 დანართის („ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამა“): ა) №2.2 დანართის („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით, ამასთან, 7 წლის შესრულებამდე დარჩენილი უნდა იყოს, სულ მცირე 8 თვე, რომლებსაც აქვთ ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება (მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, კომუნიკაციისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური სფეროების განვითარებისა და ადაპტური ქცევის პრობლემა), შეზღუდული შესაძლებლობა ან, ამ მხრივ, რისკი, რაც დადასტურებულია ამ პროგრამის №2.15 დანართში მოცემული ICD-10-ის დიაგნოზებით. ერთი თვის განმავლობაში ფინანსდება არა უმეტეს 36 984 ვიზიტისა, ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიმიტების შესაბამისად, ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილისა და ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, თანდართული ცხრილის თანახმად. ამასთან, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია ვაუჩერის ანაზღაურება იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც გაიცა ან/და რომელიც მითითებული აქვს მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას რეგისტრაციის დროს. ასევე, გეოგრაფიული არეალის მითითების შემთხვევაში, საჭიროა, ორგანიზაციამ მიუთითოს ლიმიტი არა მხოლოდ ბენეფიციართა საერთო რაოდენობის შესახებ, არამედ თითოეულ მუნიციპალიტეტში/სოფელში ბენეფიციარების რაოდენობის შესახებ, რომლებსაც ერთდროულად გაუწევენ მომსახურებას.
ბ) №2.4 დანართის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (6-დან 18 წლამდე შშმ სტატუსის მქონე და არმქონე ბავშვები) ქვეპროგრამა“): ბ.ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ე) ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 37-ს;“; ბ.ბ) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს ზრუნვის სააგენტო. ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში, რომელშიც იქნა იგი გაცემული. ამასთან, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია ვაუჩერის გაცემა იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისთვის, რომლისთვისაც იქნა იგი მოთხოვნილი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვაუჩერის გაცემის დროს პრიორიტეტი ენიჭებათ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ ბენეფიციარებს, რომელშიც ხორციელდება დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1.6
|
პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
|
მუხლი 1. ქვეპროგრამის მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, პერსონალური ასისტირების საშუალებით. მუხლი 2. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი 1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია 18 წლის და მეტი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც ესაჭიროებათ პერსონალური ასისტენტის მომსახურება. 2. მომსახურების მიღების მსურველი პირი ქვეპროგრაში ერთვება სამინისტროს მიერ ავტორიზებული სამედიცინო დაწესებულების მიერ მომზადებული პერსონალური ასისტირების საჭირობის შეფასების კითხვარის საფუძველზე. 3. ქვეპროგრამაში ვერ ჩაერთვება: ა) პირი, რომელიც ცხოვრობს სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში დიდ ინსტიტუციაში, 24-საათიან სათემო და/ან მცირე საოჯახო სერვისებში; ბ) არის ამ ქვეპროგრამის ღონისძიებების მსგავსი შინმოვლის ან პერსონალური ასისტენტის სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამის/მომსახურების მოსარგებლე. მუხლი 3. პროგრამაში ჩართვის პროცედურა 1. მომსახურების მიღების მსურველი შშმ პირი/მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ერთეულს შემდეგი დოკუმენტაციით: ა) განაცხადის ფორმა; ბ) ასისტირების საჭიროების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ პირს ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი; დ) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერის ასლი (ფორმა №IV-50/4). 2. ზრუნვის სააგენტოში საბუთების წარდგენის შემდგომ პროგრამაში ჩასართავად (პერსონალური ასისტენტის მომსახურების მისაღებად), მომსახურების მიღების მსურველი შშმ პირი/მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი მიმართავს ავტორიზებულ სამედიცინო დაწესებულებას შეფასების პროცედურის გასავლელად, რომელიც სტანდარტიზებული კითხვარის საფუძველზე განსაზღვრავს მოსარგებლის პერსონალური ასისტირების საჭირობას (რეგულარული/სპეციალიზებული). 3. შეფასების შემდგომ ავტორიზებული სამედიცინო დაწესებულება გასცემს პერსონალური ასისტენტის საჭიროების შეფასების ფორმას/დასკვნას, რომელიც წარედგინება ზრუნვის სააგენტოს მომსახურებაში ჩარიცხვის მიზნით. 4. ზრუნვის სააგენტო განიხილავს პროგრამაში ჩართვის შესახებ მიღებულ განცხადებას და მიღებული დოკუმენტების საფუძველზე იღებს ქვეპროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილებას არაუგვიანეს განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, რასაც უგზავნის მომსახურების მიმღებ პირს საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმწოდებლად რეგისტრირებული ორგანიზაციების სიას და საკონტაქტო ინფორმაციას. 5. ზრუნვის სააგენტო ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემდეგი თანმიმდევრობით: ა) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირი; ბ) ფუნქციური შეფასების დაბალი ქულა; გ) მიმართვის თარიღი; დ) სოციალურად დაუცველი. მუხლი 4. ქვეპროგრამის ღონისძიებები 1. მომსახურების მიმღები პირის ინდივიდუალური საჭიროებისა და სურვილის მიხედვით, შეფასებისას გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად, პერსონალური ასისტირება იყოფა ორ კატეგორიად: რეგულარული და სპეციალიზებული. რეგულარული ასისტირების საჭიროების მქონე პირის შემთხვევაში, მომსახურება ითვალისწინებს თვეში არაუმეტეს 60 საათს, ხოლო სპეციალიზებული ასისტირების საჭიროების მქონე პირის შემთხვევაში, თვეში არაუმეტეს 120 საათს. ასისტირების სახეობა განისაზღვრება მომსახურებაში ჩართვის დროს შეფასების პროცესში. 2. ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის: ა) ზრუნვის სააგენტოს მიერ მოსარგებლის მომსახურებაში ჩართვის გადაწყვეტილების და შესაბამისი არამატერიალიზებული ვაუჩერის გაცემიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში მომსახურების მიმწოდებლის ვიზიტი საცხოვრებელ ადგილზე და მოსარგებლის მონაწილეობით (საჭიროების შემთხვევაში მხარდამჭერის/მისი კანონიერი წარმომადგენლის დახმარებით) ასისტირების საჭიროებების დეტალური შეფასება. მოსარგებლეს შეუძლია მომსახურების მიმწოდებლის შერჩევა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ბ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ მოსაგებლის ინდივიდუალური საჭიროებისა და სურვილის მიხედვით, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების“ შესაბამისად, შემდეგი მომსახურებების მიწოდება: კვებაში დახმარება, თავის მოვლა, ჩაცმაში დახმარება, საოჯახო საქმე საყიდლებზე სიარული, მობილობისა და კომუნიკაციის, ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტაციისა და განვითარების მხარდაჭერა, მუშაობისა და დასვენების დღის დაგეგმვასა ან/და სხვა აქტივობებში ასისტირება, რაც არ არღვევს ასისტენტის შრომით და სხვა უფლებებს. ამასთან, მომსახურების მიმღები პირი უზრუნველყოფილია მისთვის განკუთვნილი მომსახურების კომპონენტის შერჩევის შესაძლებლობით, რაც გულისხმობს როდის, სად, როგორ და რომელი აქტივობებისა და ამოცანების შესრულებაში გაუწევს დახმარებას პერსონალური ასისტენტი; გ) შეფასების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებლისა და მომსახურების მიმღები პირის მიერ პერსონალური ასისტენტის შერჩევას (პერსონალურ ასისტენტ(ებ)ად არ შეიძლება შეირჩეს მომსახურების მიმღები პირის შვილები, მშობლები, მეუღლე, და-ძმები ან/და მომსახურების მიმღებ პირთან ერთად მუდმივად მცხოვრები პირები, ასევე სასამართლოს მიერ დანიშნული მხარდამჭერი). საბოლოო გადაწყვეტილებას პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიღების თაობაზე იღებს თავად მომსახურების მიმღები პირი (საჭიროების შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენელის/მხარდამჭერის დახმარებით). ერთი ასისტენტი შეიძლება ემსახურებოდეს რამდენიმე მომსახურების მიმღებ პირს, თუკი ეს ხელს არ უშლის რომელიმე მომსახურების მიმღები პირისთვის მომსახურების სრულად და ხარისხიანად განხორციელებას; დ) საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მიმღებ პირთან შეთანხმებით მასთან დაკავშირებულ სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა სფეროს სპეციალისტთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანამშრომლობას და არსებული ინდივიდუალური მომსახურების გეგმების მიზნების შესაბამისად მომსახურების მიმღები პირის დანიშნული პროცედურების/დავალებების შესრულებაში, უნარების განვითარებაში დახმარებას. მუხლი 5. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება 1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,000.0 ათასი ლარით. 2. მომსახურებისთვის გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობა რეგულარული ასისტირების შემთხვევაში შეადგენს თვეში არაუმეტეს 720 ლარს, ხოლო სპეციალიზებული ასისტირების შემთხვევაში – თვეში არაუმეტეს 1560 ლარს. 3. მომსახურების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. 4. არამატერიალიზებული ვაუჩერი ფინანსდება არაუგვიანეს მომსახურების გაწევის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მომსახურების მიმღების (შესაბამის შემთხვევაში მხარდამჭერის/კანონიერი წარმომადგენლის) მიერ წინა თვეში გაწეული მომსახურების მონაცემები სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს მომსახურების მიმღების (შესაბამის შემთხვევაში მხარდამჭერის/კანონიერი წარმომადგენლის) ხელმოწერით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი არამატერიალიზებული ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება. 5. თუ მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ ვიზიტთა რაოდენობა ნახევარი ან მეტია, არამატერიალიზებული ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება მოსარგებლის განხორციელებული ჩატარებული საათების რაოდენობის ნამრავლით რეგულარული ასისტირების შემთვევაში 12 ლარზე, ხოლო სპეციალიზებული ასისტირების შემთვევაში 13 ლარზე. 6. არამატერიალიზებული ვაუჩერი განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის, არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში. მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ მომსახურების მიმღები პირის საჭიროებათა შეფასების და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის გადახედვის საფუძველზე არამატერიალიზებული ვაუჩერის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ავტომატურად, მათ შორის, წინა წელს ამავე ქვეპროგრამით მოსარგებლეებზე (მათ შორის, მუდმივი შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირის შემთხვევაში). 7. არამატერიალიზებული ვაუჩერი მოქმედებს საპილოტე ტერიტორიულ ერთეულებში შემდეგი ლიმიტების შესაბამისად:
8. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით. 9. არამატერიალიზებული ვაუჩერის გაუქმების საფუძველი: ა) მომსახურების მიმღების მიერ მისი ზედიზედ 60 დღის მანძილზე გამოუყენებლობა; ბ) საპილოტე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული ყველა რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების შეწყვეტა ან ერთდროულად 2 თვეზე მეტი ხნით შეჩერება, რის შესახებ ინფორმაციას მიმწოდებელი ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს მომსახურების მიმღებს/მხარდამჭერს/კანონიერ წარმომადგენელს, ზრუნვის სააგენტოს და სამინისტროს; გ) მომსახურების მიმღების საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, როდესაც ახალი საცხოვრებელი ადგილი სცილდება მომსახურების საპილოტე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის არეალს. 10. არამატერიალიზებული ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო. არამატერიალიზებული ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ავტომატურად იწვევს სამმხრივი ხელშეკრულების გაუქმებას. 11. მომსახურების მიმღების პროგრამაში ხელახლა ჩართვა მოხდება ყველა დადგენილი პროცედურის ხელახლა გავლით. 12. მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ პროგრამისა და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №01-13/ნ ბრძანების შესაბამისად. 13. პერსონალური ასისტირების საჭირობის შეფასების კითხვარის ერთ დადებით შეფასებაზე დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 25 ლარს. თანხის ანაზღაურება ხორციელდება შეფასებაზე ავტორეზებული სამედიცინო დაწესებულების მიერ ზრუნვის სააგენტოში წარდგენილი შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე. მუხლი 6. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.
დანართი №1.7 შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა მუხლი 1. ქვეპროგრამის მიზანი 1. ქვეპროგრამის მიზანია მოსარგებლეთა უფლებების უზრუნველყოფა შინმოვლის მომსახურების მიწოდებით. 2. შინმოვლის ამოცანაა მოვლის საჭიროების მქონე, მწოლიარე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, კერძოდ, მოსარგებლეთა დამოუკიდებლობის მაქსიმალურად ხელშეწყობა ყოველდღიურ ქმედებებში მათთვის ჩვეულ საცხოვრებელ პირობებში, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობითა და ეთიკური ნორმების დაცვით. ასევე მნიშვნელოვანი ამოცანაა რიგ შემთხვევებში ინსტიტუციონალიზაციის და (რე)ჰოსპიტალიზაციის პრევენცია, მოსარგებლის სახელმწიფო ზრუნვაში მოხვედრის ალბათობის შემცირება და ოჯახის მხარდაჭერა/გაძლიერება. მუხლი 2. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი 1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია 18 წლის და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომლიც სურვილს გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობაზე და აკმაყოფილებს ამ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბართელის სკალით შეფასების შედეგად განსაზღვრულ რომელიმე კატეგორიას. 2. ქვეპროგრამაში ვერ ჩაერთვება: ა) პირი, რომელიც ცხოვრობს სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში დიდ ინსტიტუციაში, 24-საათიან სათემო და/ან მცირე საოჯახო სერვისებში; ბ) არის ამ ქვეპროგრამის ღონისძიებების მსგავსი შინმოვლის ან პერსონალური ასისტენტის სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამის/მომსახურების მოსარგებლე; გ) აღენიშნა ქცევითი დარღვევები (დადასტურებული სამედიცინო დოკუმენტაციით ფორმა №IV-100/ა), რომელიც ხელს შეუშლის შინმოვლის განხორციელების პროცესს და/ან რისკის ქვეშ დააყენებს საკუთარ თავს ან სხვებს. მუხლი 3. პროგრამაში ჩართვის პროცედურა 1. პროგრამაში ჩასართავად მომსახურების მიღების მსურველი პირი/მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს, რომელსაც უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მაძიებელის/კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლთან ერთად; ბ) მაძიებლის შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა; დ) მუნიციპალიტეტის წერილი (მუნიციპალური პროგრამით სარგებლობის შესახებ). 2. ზრუნვის სააგენტოში საბუთების წარდგენის შემდგომ პროგრამაში ჩასართავად მომსახურების მიღების მსურველი პირი/მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი მიმართავს ავტორიზებულ სამედიცინო დაწესებულებას შეფასების პროცედურის გასავლელად, რომელიც წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა-ს და ბართელის სკალის გამოყენებით აფასებს მოსარგებლის საჭიროებებს და კატეგორიას, საჭიროების შემთხვევაში ბინაზე ვიზიტის დროს: ა) I კატეგორია – 0 - 65 ქულა – მკვეთრად დამოკიდებული, საჭიროებს ინტენსიურ ზედამხედველობასა და დახმარებას მომვლელისა და შინმოვლის მრავალდარგობრივი გუნდის სხვა წევრებისაგან; ბ) II კატეგორია – 70 - 75 ქულა – მნიშვნელოვნად დამოკიდებული, საჭიროებს დახმარებას მომვლელისა და შინმოვლის მრავალდარგობრივი გუნდის სხვა წევრებისაგან; გ) III კატეგორია – 85-95 ქულა – ზომიერად დამოკიდებული, აქვს შეზღუდვები და საჭიროებს გარკვეულ დახმარებას. 3. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო განცხადების შემოტანის თარიღის შესაბამისად უზრუნველყოფს პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ყოველი თვის 5 რიცხვის ჩათვლით. 4. ბართელის სკალით შეფასების გადამოწმება ტარდება პროგრამაში ჩარიცხვიდან 6 თვეში ბართელის სკალის მიხედვით შესაბამისი დაწესებულების მიერ. მუხლი 4. ქვეპროგრამის ღონისძიებები 1. ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს ქალაქისა და სოფლის მოდელის შემთხვევაში: ა) ქალაქის შემთხვევაში მულტიდისციპლინური გუნდის (კოორდინატორი, ექიმი, ექთანი, სოციალური მუშაკი და მომვლელი, საჭიროების შემთხვევაში, ოკუპაციური თერაპევტი, საყოფაცხოვრებო და ტექნიკური ასისტენტი, შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის ჩართვის შემთხვევაში სპეციალისტთა ვიზიტები გადანაწილდება საჭიროების შესაბამისად) მიერ მოსარგებლის სამედიცინო, სოციალური და საყოფაცხოვრებო-ტექნიკური საჭიროების დეტალურ შეფასებას, ინდივიდუალური გეგმის შედგენას და შინმოვლის მომსახურების მიწოდებას შინმოვლის სტანდარტის, პროგრამის და მოსარგებლის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად; ბ) სოფლის შემთხვევაში მომსახურებას აწვდის კოორდინატორი, ექთანი და მომვლელი შემდეგი პრინციპების დაცვით: ბ.ა) შინმოვლის ინდივიდუალური გეგმის წარმოება კოორდინატორის მიერ და მომსახურების მიწოდების მონიტორიგნი და კოორდინაცია, რომელიც მოიცავს პროგრამით და სერვისის სტანდარტით განსაზღვრულ ჩარევებს/მანიპულაციებს/პროცედურებს, რომლებიც შეესაბამება მოსარგებლის საჭიროებებს. საჭიროებები ფასდება შესაბამისი ინსტრუმეტების გამოყენებით (საექთნო და მოვლის პროცედურები, სოციალური და საყოფაცხოვრებო-ტექნიკური კითხვარი); ბ.ბ) მოსარგებლის საექთნო მომსახურება – ექთნის ვიზიტები მოსარგებლესთან, ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის შეფასებას, მდგომარეობის გართულების პრევენციას, ზედამხედველობა, სასიცოცხლო პარამეტრების მონიტორინგი, გეგმის მიხედვით პროცედურების ჩატარება, გარემოს მუდმივი შეფასება, მედიკამენტების მიწოდება სიმპტომები და გვერდითი მოქმედების შეფასება და გეგმით განსაზღვრული ყველა სხვა მომსახურება; ბ.გ) მოსარგებლის ძირეულ მოვლას და ყოველდღიურ საქმიანობებში მხარდაჭერას (ჰიგიენური პროცედურები (სხეულის დაბანა, სახის მოვლა, ფრჩხილების მოვლა, მობილიზაცია, გამოყოფა და სხვა საქმიანობების (მოვლის პროტოკოლების და შინმოვლის სტანდარტის შესაბამისად), გადაადგილება, ჩაცმა/გახდა, კვება; ბ.დ) მოსარგებლისა და ოჯახის წევრებისთვის – თვითმოვლისა და მოვლის უნარ-ჩვევების სწავლება და რეკომენდაციების მიცემა მიწოდებული მომსახურების ხარისხის შენარჩუნების მიზნით. 2. ქალაქში მომსახურების მიწოდების შემთხვევაში დამატებით მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: ა) მოსარგებლის სოციალურ მხარდაჭერას, გარემოს, მდგომარეობისა და საჭიროებ(ებ)ის (მ.შ. საყოფაცხოვრებო-ტექნიკური) შეფასებას, ინფორმირებას, რესურსების მობილიზებას, დოკუმენტაციის მოწესრიგებაში დახმარებას, სხვა საჭირო მომსახურებებში რეფერირებას/მიღებაში დახმარებას, ადვოკატირებას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, განათლებას, მ.შ. ოჯახის წევრების; ბ) მოსარგებლის ტექნიკურ დახმარებას (საჭიროების შეფასება, ბინაზე არსებული ტექნიკური პრობლემების მოგვარებას (მ.შ. შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარება), ფიზიკური გარემოს ადაპტაციას პროგრამით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში); გ) მოსარგებლის საყოფაცხოვრებო დახმარებას (ბინის დალაგება, საკვების მომზადება, ჭურჭლის და სარეცხის გარეცხვა, საექთნო და პერსონალური მოვლისათვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფა, საჭიროებისამებრ, სხვა აქტივობას პროგრამით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში); დ) საჭიროების შემთხვევაში პერსონალურ ასისტირებას (პერსონალური ასისტირების სტანდარტის და შეფასების კითხვარის მიხედვით, რომლის ფუნქციაც გადანაწილებულია მულტიდისციპლინური გუნდის წევრებს შორის მოსარგებლის საჭიროებების მიხედვით). 3. თვეში ვიზიტების რაოდენობა კატეგორიების შესაბამისად განისაზღვრება (ვიზიტის მინიმალური ხანგრძლივობით 30 წუთი), შემდეგნაირად:
მუხლი 5. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება 1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,000.0 ათასი ლარით. 2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის, არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში. მოსარგებლის საჭიროებათა შეფასებისა და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის გადახედვის საფუძველზე, მატერიალიზებული ვაუჩერის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ავტომატურად წინა წელს ამავე ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებზე. შინმოვლის დაფინანსებული ლიმიტი ერთი მოსარგებლის შემთხვევაში ითვალისწინებს მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტების მომსახურებას მოსარგებლეთა კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად:
3. არამატერიალიზებულ ვაუჩერში საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებულია მოსარგებლეზე თვეში 25 ლარი მოვლის მასალების უზრუნველსაყოფად. 4. არამატერიალიზებული ვაუჩერი ფინანსდება არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მოსარგებლის მიერ წინა თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, წინა თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით. დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს ზრუნვის სააგენტო. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი არამატერიალიზებული ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება. 5. თუ მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ ვიზიტთა რაოდენობა ნახევარი ან მეტია, არამატერიალიზებული ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება მოსარგებლის განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის ნამრავლით 24 ლარზე. 6. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით. 7. ზედიზედ 60 დღის მანძილზე არამატერიალიზებული ვაუჩერის გამოუყენებლობა იწვევს არამატერიალიზებული ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას, გარდა მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს მოსარგებლეს/მხარდამჭერს/მის კანონიერ წარმომადგენელს, ზრუნვის სააგენტოს და სამინისტროს. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს მოსარგებლის პროგრამაში ხელახლა ჩართვა ყველა აუცილებელი პროცედურის გავლით. აღნიშნული შეზღუდვის, ისევე როგორც ქვეპროგრამაში მონაწილეობის სხვა პარამეტრებისა და ინდივიდუალური გეგმის შესახებ, მომსახურების მიღების მსურველი პირი/მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი ინფორმირებული უნდა იყოს მომსახურების მიმწოდებლის მიერ. არამატერიალიზებული ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო. 8. ქვეპროგრამიდან ამორიცხვის საფუძველი შეიძლება იყოს: ა) გამოჯანმრთელება (ბართელის ინდექსით შეფასების საფუძველზე); ბ) გარდაცვალება; გ) ჰოსპიტალიზაცია ან მოვლის დაწესებულებაში (მათ შორის, პალიატიური/ჰოსპისი) გადაყვანა 3 თვეზე მეტი ხნით; დ) მიმწოდებლის მხრიდან, მოსარგებლის მიმართ გამოთქმული დასაბუთებული უარის შემთხვევა, მომსახურების გაწევის გაგრძელების თაობაზე, რომელიც დადასტურებულია წერილობით განმახორციელებლის მიერ; ე) მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილი; ვ) მოსარგებლის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ისეთ გეოგრაფიულ არეალში, სადაც მომსახურება არ ხორციელდება. 9. ჰოსპიტალიზაციის ან მოვლის დაწესებულებაში (მათ შორის, პალიატიური/ჰოსპისი) გადაყვანის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი მოსარგებლის გადაყვანიდან 10 დღის ვადაში, აღნიშნულის შესახებ აცნობებს ზრუნვის სააგენტოს. 10. მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში არამატერიალიზებული ვაუჩერი კარგავს ძალას უფლებამოსილი უწყების მიერ ოფიციალურად დაფიქსირებული გარდაცვალების მომენტიდან. 11. არამატერიალიზებული ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი არამატერიალიზებული ვაუჩერების ლიმიტის შესაბამისად, შემდეგ საპილოტე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში:
12. მომსახურების მიღების მსურველი ერთვება ქვეპროგრაში ბართელის სკალით შეფასების საფუძველზე ავტორიზებული სამედიცინო დაწესებულების მიერ. შეფასების ასანაზღაურებელი თანხა ერთ დადებით შეფასებაზე შეადგენს 25 ლარს. თანხის ანაზღაურება ხორციელდება ავტორიზებული სამედიცინო დაწესებულების მიერ ზრუნვის სააგენტოში წარდგენილი შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე. 13. მომსახურების ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს ზრუნვის სააგენტო. მუხლი 6. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები