„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 365
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.024198
365
19/09/2023
ვებგვერდი, 20/09/2023
040030000.10.003.024198
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №365 

2023 წლის 19 სექტემბერი

   ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში   (www.matsne.gov.ge, 20/08/2014, 040030000.10.003.018122) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №14 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                                                                                                                                                            „დანართი №14

ლიცენზირების დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-19 პუნქტითა და 31 მუხლით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემა დაჩქარებულ ვადებში:

ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული, ხოლო პირდაპირი წესით ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, ლიცენზიის  მიღებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან 4 სამუშაო დღეში − 50 ლარი, დღგ-ის ჩათვლით;

ბ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული, ხოლო პირდაპირი წესით ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, ლიცენზიის მიღებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან მომდევნო სამუშაო დღეს − 150 ლარი, დღგ-ის ჩათვლით;

გ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული, ხოლო პირდაპირი წესით ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, ლიცენზიის მიღებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის დღეს − 200 ლარი, დღგ-ის ჩათვლით. 

შენიშვნა: ამ დანართის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, საჭიროა, მოთხოვნა (თანდართულ გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად) დარეგისტრირდეს სამუშაო დღის 12:00 საათამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი