„2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 399
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/09/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016503
399
29/09/2023
ვებგვერდი, 04/10/2023
010250020.35.157.016503
„2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
„2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №399

2023 წლის 29 სექტემბერი

ქ. თეთრიწყარო

 

„2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები  „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №373  დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 30.12.2022, სარეგ. კოდი: 010250020.35.157.016477) დამტკიცებულ  დანართში – „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამა“:

1. „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. პროგრამის რეგულირების სფერო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო სკოლებში რეგისტრირებულ მოსწავლეთა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტთა და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოქალაქეთა სტიმულირების, მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტების და მექანიზმების, გამჭვირვალე საინფორმაციო და ანგარიშვალდებულების სისტემების ჩამოაყალიბების ხელშეწყობის, ასევე თემების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერების და სტიმულირების, თემში მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისების, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის მე-16 მუხლით, „კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი“, 05.03.01 პროგრამული კოდით გათვალისწინებულ მხარდაჭერა/წახალისებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა/ხელშეწყობის დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სტიმულირება/მხარდაჭერის სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს.

მხარდაჭერის გაცემის აუცილებელი პირობაა მოქალაქე/ორგანიზაცია რეგისტრირებული იყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გამონაკლისს წარმოადგენენ: ა) მოსწავლეები, რომელთათვისაც საკმარისი პირობაა რეგისტრირდებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო სკოლაში, ბ) ბასილ მელიქიშვილის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული, რომლისთვისაც საკმარისი პირობაა რეგისტრირდებოდეს საქართველოს მოქალაქედ, გ) აბიტურიენტები, რომლებიც საუკეთესო შედეგებით ჩაირიცხნენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე, რომელთათვისაც საკმარისია ჰქონდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაცია ან/და რეგისტრირებული იყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო სკოლაში.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გარკვეული ფენისათვის და მუნიციპალიტეტში მოქმედი საინიციატივო ჯგუფების ან ორგანიზაციებისთვის მხარდაჭერის გასაცემად საკითხების წინასწარი მომზადების, განხილვის, გადაწყვეტილებათა მომზადებისა და შესრულებისათვის ხელის შეწყობის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არანაკლებ 5 (ხუთი) კაცის შემადგენლობით იქმნება პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდამჭერი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომ „კომისია“), რომელიც წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედ კოლეგიურ ორგანოს. კომისიის უფლებამოსილება, სტრუქტურა და კომისიის წევრთა უფლება-მოვალეობები, აგრეთვე კომისიის მუშაობის წესი რეგულირდება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდამჭერი მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით“, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.

წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განათლების პოპულარიზაციის, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე და წარმატებულ მოქალაქეთა სტიმულირების,   მოსწავლეთა და სტუდენტთა წახალისების, ასევე მოქალაქეთა მონაწილეობის გამჭვირვალე საინფორმაციო და ანგარიშვალდებულების სისტემების, ინსტრუმენტების და მექანიზმების, ჩამოაყალიბების ხელშეწყობას, ასევე თემების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებასა და სტიმულირებას, თემში მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისებას, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობას.“.

2. „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ მეექვსე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია წარმატებით ჩარიცხული აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის გაცემას, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე საუკეთესო შედეგებით ჩარიცხული იმ აბიტურიენტების დაფინანსებას, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო სკოლებში, ჩააბარეს უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებაში და მიიღეს სახელმწიფო დაფინანსება, ასევე იმ მაგისტრანტობის კანდიდატების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ჩააბარეს უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებაში და მიიღეს სახელმწიფო დაფინანსება.

2. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია 100%-იანი გრანტით ჩარიცხულ აბიტურიენტებზე ერთჯერადად შეადგენს 1 000 ლარს, 70%-იანი გრანტით ჩარიცხულ აბიტურიენტებზე  700 ლარს, 50%-იანი გრანტით ჩარიცხულ აბიტურიენტებზე  500 (ხუთასი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

3. პრემიის მისაღებად აბიტურიენტმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) განცხადება მერის სახელზე;

გ) წარმატებით ჩარიცხული აბიტურიენტის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა სახელმწიფო გრანტის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან;

ე) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი ან/და  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო სკოლაში რეგისტრაციის ცნობა;

ვ) ნათესაური კავშირის/კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი/დოკუმენტები;

ზ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.

4. პირის ოჯახის წევრად შეიძლება ჩაითვალოს მშობელი, სრულწლოვანი და/ძმა, ბებია/პაპა, კანონიერი წარმომადგენელი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე