„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის №2-107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-879
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 24/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016842
2-879
24/11/2023
ვებგვერდი, 27/11/2023
040030000.22.023.016842
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის №2-107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-879

2023 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის №2-107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის №2-107 ბრძანებაში (ვებგვერდი, 27/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.023.016482) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) უფლებამოსილია სააგენტოს უფროსის მოადგილის, სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ყოველთვიურად უზრუნველყოს სააგენტოს უფროსის მოადგილის, სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისთვის (ოჯახის წევრებთან – მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად) საცხოვრებელი ბინის ქირის ანაზღაურება, იმ შემთხვევაში, თუ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი სამუშაო ადგილიდან არანაკლებ 30 კილომეტრითაა დაშორებული და მას ან მის ოჯახის წევრებს (მეუღლეს ან არასრულწლოვან შვილებს) სამუშაო ადგილიდან 30 კილომეტრამდე მანძილზე არ გააჩნიათ საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართი;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია