„ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 400
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024233
400
16/10/2023
ვებგვერდი, 17/10/2023
240110000.10.003.024233
„ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №400

2023 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/10/2019, 240110000.10.003.021503) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით  დამტკიცებული:

1. „მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის სპეციალური წესის“ (დანართი №2) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. იმპორტირებული მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია

საქართველოში იმპორტირებული, დასაკლავად განკუთვნილი მსხვილფეხა საქონლის რეგისტრაცია არ არის სავალდებულო, თუ მსხვილფეხა საქონელი დასაკლავად ტრანსპორტირებულია სასაზღვრო-ინსპექციის პუნქტიდან პირდაპირ სასაკლაოში და დაიკვლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის გავლიდან 30 დღის განმავლობაში.“.

2. „წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის სპეციალური წესის“ (დანართი №3) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. იმპორტირებული წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია

დასაკლავად განკუთვნილი იმპორტირებული წვრილფეხა საქონლის რეგისტრაცია არ არის სავალდებულო, თუ წვრილფეხა საქონელი დასაკლავად ტრანსპორტირებულია სასაზღვრო ინსპექციის პუნქტიდან პირდაპირ სასაკლაოში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვეტერინარული კონტროლის გავლიდან, დაიკვლება არაუგვიანეს 5  დღის განმავლობაში.“.

3. „ღორის  იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/ დროებითი სადგომის რეგისტრაციის სპეციალური წესის“ (დანართი №4) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. იმპორტირებული ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია

საქართველოში იმპორტირებული, დასაკლავად განკუთვნილი ღორის ხელახალი იდენტიფიკაცია არ არის სავალდებულო, თუ ღორი დასაკლავად ტრანსპორტირებულია სასაზღვრო-ინსპექციის პუნქტიდან პირდაპირ სასაკლაოში და დაიკვლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის გავლიდან არაუგვიანეს 7 დღის განმავლობაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი