დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსმედალოსანი) წახალისების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 სექტემბრის #8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/10/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.150.016188 |
|
„ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსმედალოსანი) წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 სექტემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსმედალოსანი) წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 სექტემბრის №8 დადგენილებაში (ვებგვერდი, 27.09.2023; სარეგ.კოდი: 010250050.35.150.016185) შევიდეს ცვლილება და დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსმედალოსანი) წახალისების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსმედალოსანი) წახალისების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლის წახალისების წესსა და პირობებს . მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1.წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული – მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10, დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალს და შესაბამის სერტიფიკატს; ბ) დაფინანსება – ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების წახალისების დაფინანსება (დახმარება, ერთჯერადი გასაცემელი); გ) წახალისება – ერთჯერადი გასაცემელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; დ) ქვეპროგრამა – ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების ქვეპროგრამა (კოდი 0403). მუხლი 3. მოსარგებლე პირ(ებ)ი და დაფინანსების ოდენობა 1. აღნიშნული წესი ითვალისწინებს იმ ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლის 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წახალისებას, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალს და შესაბამის სერტიფიკატს. 2. პროგრამით მოსარგებლეები არიან როგორც საჯარო , ისე კერძო სკოლის მოწავლეები. მუხლი 4. თანხის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები 1. ახალგორის მუნიციპალიტეტში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე: ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დაბადების მოწმობის ასლი ან/და კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობილობა/რწმუნებულება (იმ შემთხვევაში, თუ წახალისების მიმღები პირი არასრულწლოვანია); დ) სრული ზოგადი განათლების ატესტატი; ე) ოქროს მედლით დაჯილდოების დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ახალგორიდან იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილი) მოწმობის ასლი; ზ) წახალისების მიმღები პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი, გაცემული კანონით დადგენილი წესით. მუხლი 5. დაფინანსების გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება 1. დაფინანსების თაობაზე ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული განცხადების განხილვა ხდება გამგეობის განათლების,კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის მიერ, რომელიც დოკუმენტების განხილვის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას წახალისების მიზანშეწონილობის თაობაზე და დასკვნას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან ერთად წარუდგენს გამგებელს. 2. განმცხადებლის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წარმოდგენილი დოკუმენტების წესთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო დაფინანსებაზე უარის შემთხვევაში განმცხადებელს პასუხი ეგზავნება წერილობით. მუხლი 6. დაფინანსების გაცემა და ანგარიშსწორება დაფინანსება ხორციელდება ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების ქვეპროგრამით (კოდი 0403), უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, თანხის წასახალისებელი პირის ან კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშზე ჩარიცხვით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები