„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 83
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2023
ძალაში შესვლის თარიღი 25/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017411
83
24/10/2023
ვებგვერდი, 24/10/2023
140130000.22.034.017411
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №83

2023 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №71 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 16/08/2019, 140130000.22.034.016898) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;“.

2. მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 102 მუხლები:

მუხლი 101. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს სტრუქტურა

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო;

ბ) ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველო.

2. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) საგამოძიებო განყოფილება;

ბ) ოპერატიული განყოფილება.

3. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) საგამოძიებო განყოფილება;

ბ) ოპერატიული განყოფილება.

მუხლი 102. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა, სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის და საჭიროებიდან გამომდინარე სხვა დანაშაულის გამოძიება; ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება;

ბ) საჭიროებიდან გამომდინარე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენცია და აღკვეთა;

გ) ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პროგრამებსა და დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა;

დ) საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის, საქართველოდან უკანონოდ გატანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტების გამოვლენა, გამოძიება და აღკვეთა;

ე) ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული სამართალდარღვევის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღება და შესაბამისი რეაგირება;

ვ) ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში ჩართული პირების, მათ შორის, გამსაღებელთა დადგენა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენა;

ზ) ნარკოტიკული საშუალებების საფოსტო გზავნილებითა და ინტერნეტით, მათ შორის, მობილური აპლიკაციებით გამსაღებელთა დადგენა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენა;

თ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ორგანიზებული დანაშაულისა და საჭიროებიდან გამომდინარე სხვა დანაშაულის გამოძიება, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება;

ი) „კანონიერი ქურდების“ ან/და სხვა კრიმინალური ავტორიტეტების საქართველოში არსებული დანაშაულებრივი კავშირების გამოვლენა, მათი დანაშაულებრივი საქმიანობის და კრიმინალური იდეოლოგიის გავრცელების აღკვეთის მიზნით;

კ) „ქურდული სამყაროს“, „ქურდული სამყაროს“ წევრის, „კანონიერი ქურდის“ ან სხვა ორგანიზებული ჯგუფის, მისი ხელმძღვანელის/ლიდერის ან წევრის დანაშაულებრივი საქმიანობის, აგრეთვე მათ მიერ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის მიზნით, ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარება;

ლ) დანაშაულებრივი დაჯგუფებებისა და ცალკეული პირების გამოვლენა, რომლებიც ჩართულნი არიან ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგი); აგრეთვე მათი საქმიანობის მეთოდებისა და საშუალებების ოპერატიული შესწავლა და ანალიზი;

მ) ადამიანით ვაჭრობასა (ტრეფიკინგი) და უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული დანაშაულის გამოძიება;

ნ) კომპეტენციას მიკუთვნებული დანაშაულების პრევენციის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ო) მთავარ სამმართველოში შემოსული განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება;

პ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 25 ოქტომბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური