დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 425 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/10/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120000000.10.003.024258 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის შექმნის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თავდაცვის კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად:
1. შეიქმნას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თავდაცვის მოხალისე (შემდგომში – თავდაცვის მოხალისე). 2. თავდაცვის მოხალისის უფლებამოსილება განისაზღვრება წესდებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 3. თავდაცვის მოხალისის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ: ა) განახორციელოს თავდაცვის მოხალისის სახელმწიფო კონტროლი; ბ) უზრუნველყოს თავდაცვის მოხალისის შექმნასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები