საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის შექმნის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 425
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 120000000.10.003.024258
425
27/10/2023
ვებგვერდი, 30/10/2023
120000000.10.003.024258
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №425

2023 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის შექმნის შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თავდაცვის კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად:

1. შეიქმნას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თავდაცვის მოხალისე (შემდგომში – თავდაცვის მოხალისე).

2. თავდაცვის მოხალისის უფლებამოსილება განისაზღვრება წესდებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

3. თავდაცვის მოხალისის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

4.  საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ:

ა) განახორციელოს თავდაცვის მოხალისის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს თავდაცვის მოხალისის შექმნასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი