საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 426
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 120000000.10.003.024259
426
27/10/2023
ვებგვერდი, 30/10/2023
120000000.10.003.024259
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №426

2023 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თავდაცვის კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

2. სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება სააგენტოს წესდებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

3. სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

4.  საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ:

ა) განახორციელოს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი