„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3610-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 220010000.04.001.018076
3610-XIIIმს-Xმპ
01/11/2023
ვებგვერდი, 20/11/2023
220010000.04.001.018076
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) 523 მუხლის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) საპენსიო აქტივების მართვის მიზნით განახორციელოს ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) და სპეციალიზებული დეპოზიტარის (დეპოზიტარების) ავტორიზაცია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები საქართველოში და საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული/ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიისთვის (კომპანიებისთვის);“;

გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) სპეციალიზებული დეპოზიტარის ფინანსური ან ორგანიზაციული მდგომარეობის გაუარესების ან შესაძლო გაუარესების შესახებ წერილობითი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია) მიაწოდოს საპენსიო სააგენტოს/„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრულ აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს);“;

დ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეასრულოს სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

1 ნოემბერი 2023 წ.

N3610-XIIIმს-Xმპ