„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 3 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები აჟარის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/11/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.102.016215
11
03/11/2023
ვებგვერდი, 07/11/2023
010250050.35.102.016215
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 3 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აჟარის მუნიციპალიტეტი
 
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2023 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 3 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 3 თებერვლის №3 დადგენილებით (www.matsne.gov.ge;  03/02/2023; 010250050.35.102.016207) დამტკიცებული წესის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„მუხლი 16.  2006-2023 წლებში დაბადებული დევნილი ბავშვების, ომში დაღუპული პირის ოჯახის, ხანდაზმული პირის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (შშმპ), მარტოხელა პენსიონერის დახმარება

1. ერთჯერად დახმარებას (სასაჩუქრე ბარათი) მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარები:

ა) ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 2006-2023 წლებში დაბადებული ბავშვები:

ა.ა. 1 -2 ბავშვის შემთხვევაში – 1 სასაჩუქრე ბარათი;

ა.ბ. 3-4 ბავშვის შემთხვევაში – 1 სასაჩუქრე ბარათი;

ა.გ. 5 და მეტი ბავშვის შემთხვევაში – 1 სასაჩუქრე ბარათი;

ბ) ომში დაღუპული პირის ოჯახი – 1 სასაჩუქრე ბარათი;

გ) ხანდაზმული პირი – 1 სასაჩუქრე ბარათი;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ) – 1 სასაჩუქრე ბარათი;

ე) მარტოხელა პენსიონერი – 1 სასაჩუქრე ბარათი.

2. იმ შემთხვევაში თუ  სასაჩუქრე ბარათის მიმღები პირი აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულიდან ორ ან ორზე მეტ კატეგორიას, ბენეფიციარს ეძლევა მხოლოდ 1 სასაჩუქრე ბარათი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებში შემავალი ოჯახის წევრები ასევე აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილი სხვა კატეგორიებიდან ერთ-ერთს მაინც, მათ გადაეცემათ დამატებით 1 სასაჩუქრე ბარათი.

3. თითოეული სასაჩუქრე ბარათის ღირებულება იქნება არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა.

4. დახმარების გადაცემა განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.“.   

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი