დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 415 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 06/11/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017755 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის:
1. „ჭ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჭ1) 571 და 572 უჯრებში აისახება „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მოიცავს ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე ფაქტობრივად დასაქმებულ პირზე განაცემის მიხედვით საშემოსავლო გადასახადს. ასევე, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე პირის სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფილიალი, საამქრო და ა.შ.) არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ უჯრებში შეიტანება ამ ქვედანაყოფში ფაქტობრივად, მათ შორის, სეზონურად დასაქმებულ პირზე განაცემის მიხედვით საშემოსავლო გადასახადი;“. 2. „ჭ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები