„სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 6 სექტემბრის №354 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 6 სექტემბრის №354 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 434
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 20/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.024267
434
06/11/2023
ვებგვერდი, 07/11/2023
040030000.10.003.024267
„სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 6 სექტემბრის №354 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №434

2023 წლის 6 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 6 სექტემბრის №354 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 6 სექტემბრის №354 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/09/2023, 040030000.10.003.024187) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ წესდების“:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. ფონდი შესყიდვებს ახორციელებს საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ი) ფონდის მიერ ქონების შეძენის შესახებ (გარდა სახელმწიფო შესყიდვებისა, მათ შორის, გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვებისა), თუ აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი;“.

3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 10 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი