„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 435
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.024268
435
07/11/2023
ვებგვერდი, 08/11/2023
470230000.10.003.024268
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №435

2023 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“):

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელია დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, „ანტენატალური და პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანების შესაბამისად, მინიჭებული აქვს პერინატალური მოვლის დონე, ხოლო თვითმმართველ ქალაქებში (ქ. თბილისი, ქ. ბათუმი, ქ. ქუთაისი) − პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (II) დონე ან პერინატალური მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონე ან ამავე ბრძანების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული II-III დონე, რომელიც აწვდის II დონის სამეანო მოვლისა და III დონის ნეონატალური მოვლის სერვისებს, ეთანხმება ვაუჩერის, ხელშეკრულებისა და დადგენილების პირობებს და ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. ამასთან:

ა.ა) 2023 წლის 1 დეკემბერს ხელშეკრულება ფორმდება 2023 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით სამეანო-ნეონატალური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებთან, მიუხედავად წინა პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადისა. ამასთანავე, დაწესებულებამ უნდა მიაწოდოს უწყვეტად მაღალი ხარისხის ანტენატალური  და პერინატალური სერვისი;

 ა.ბ) 2025 წლის 1 იანვრიდან მომსახურების მიმწოდებელია დაწესებულება, რომელშიც 2023 წლის 1 დეკემბერს და შემდგომ პერიოდში დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს ჩატარებული წინა 12 თვის ანალიზის საფუძველზე:

ა.ბ.ა) საკეისრო კვეთების რაოდენობა გაურთულებელ მშობიარობაში (პირველმშობიარე, არატყუპი ნაყოფი, თავით წინ მდებარეობა და ორსულობის ვადა >37კვ) ≤24% (რობსონის კლასიფიკაციის მიხედვით, პირველი ჯგუფი);

ა.ბ.ბ) საკეისრო კვეთების რაოდენობა მშობიარობათა საერთო რაოდენობაში II, II-III დონის დაწესებულებებში არის ≤40% და III დონის დაწესებულებებში − ≤45%;

ა.ბ.გ) 39 კვირამდე საკეისრო კვეთების წილი საკეისრო კვეთების საერთო რაოდენობაში − ≤40%;

ა.ბ.დ) საკეისრო კვეთების რაოდენობაში ფიქსირდება შემცირების ტენდენცია (≥0,1%);

ა.ბ.ე) თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელია დაწესებულება:

ა.ბ.ე.ა) რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა.ბ.ა“ – „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და რომელთანაც გატარებული მშობიარობისა და საკეისრო კვეთის საერთო რაოდენობა >750-ზე (დასაშვები ცდომილება − ≤5%); აღნიშნული პირობა არ ვრცელდება საუნივერსიტეტო სტაციონარებზე – სამედიცინო პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კუთვნილ, მრავალპროფილიან, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე, კვალიფიციური ექიმებითა და აკადემიური პერსონალით დაკომპლექტებულ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებზე, რომლებშიც სამეანო ნეონატალური მიმართულებით მიმდინარეობს დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება და სამეცნიერო კვლევა;

ა.ბ.ე.ბ) რომელთანაც ჯერ არ ყოფილა გაფორმებული ხელშეკრულება და რომლის მიერ მიმწოდებლად რეგისტრაციისთვის მიმართვის წინა 12 თვის განმავლობაში გატარებული მშობიარობისა და საკეისრო კვეთის საერთო რაოდენობა >750-ზე (დასაშვები ცდომილება − ≤5%); აღნიშნული პირობა არ ვრცელდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც კანონმდებლობის შესაბამისად ფუნქციონირება დაიწყეს საანგარიშგებო წელს ან საანგარიშგებო წლის წინა წელს ისე, რომ ფუნქციონირების დაწყებიდან არ შესრულებულა საანგარიშგებო წლის წინა სრული კალენდარული წელი;

ბ) დანართ №1.5-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია დაწესებულება, რომელსაც, „ანტენატალური და პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანების შესაბამისად, მინიჭებული აქვს პერინატალური მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონე და აკმაყოფილებს ამავე პუნქტის „ა.ბ.ე.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან ამავე ბრძანების დანართ №1-ის  მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით აწვდის II დონის სამეანო მოვლისა და III დონის ნეონატალური მოვლის სერვისებს;“.

2. 23-ე მუხლის:

ა) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. პროგრამით გათვალისწინებული საკეისრო კვეთის ანაზღაურება მოხდება მხოლოდ სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში.“;

ბ) 324 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„324. ამავე მუხლის 38-ე, 381, 382, 41-ე, 45-ე და 47-ე პუნქტებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, აღნიშნულ დაწესებულებაში დამდგარი პროგრამული მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემდგომ პერიოდში, დასრულდეს პროგრამის ფარგლებში იმავე დაწესებულებაში, სადაც დაიწყო მომსახურება.“;

გ) 381 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„381. თუ სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი პირი ვეღარ აკმაყოფილებს დანართ №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, განმახორციელებელი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-14 თვის პირველი რიცხვიდან შეუჩეროს მიმწოდებლის სტატუსი.“;

დ) 381 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 382 პუნქტი:

„382. თუ სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელს, 2023 წლის 1 დეკემბერს და შემდგომ პერიოდში დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-4 თვეს ჩატარებული წინა 3 თვის ანალიზის საფუძველზე დაუფიქსირდა მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების 70%-ზე მეტი, განმახორციელებელი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-5 თვის პირველი რიცხვიდან შეუჩეროს მიმწოდებლის სტატუსი.“;

ე) 391 და მე-40 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„391. სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება, რომელსაც თავისი სურვილით ან ამ მუხლის 381 ან 382 პუნქტის თანახმად შეუჩერდა მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, სტატუსის შეჩერების მიზეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, შესაბამისი განცხადებით მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე სტატუსის შეჩერებიდან 3 თვის შემდეგ.

40. სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელს, პროგრამის ფარგლებში, უფლება აქვს, მიაწოდოს მხოლოდ პერინატალური რეგიონალიზაციის მოვლის დონის შესაბამისი სერვისი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი