დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3728-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/11/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 280060000.05.001.102024 |
|
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.05.001.019066) 26-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის შესაბამისი ლიცენზიის ან ავტორიზაციის/აღიარების გაუქმების, სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების ნებისმიერი არსებითი დარღვევის ან არასათანადოდ შესრულების ან სპეციალიზებული დეპოზიტარის წინააღმდეგ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში საპენსიო სააგენტო/ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია სპეციალიზებულ დეპოზიტარს უგზავნის შეტყობინებას სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს ეროვნულ ბანკსა და საინვესტიციო საბჭოს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან. |
თბილისი, 16 ნოემბერი 2023 წ. N3728-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები