საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3665-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016101
3665-XIIIმს-Xმპ
15/11/2023
ვებგვერდი, 15/11/2023
010190030.06.001.016101
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარლამენტის თავმჯდომარის თითო კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს.“.

2. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) ამტკიცებს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს;“;

ბ) „ყ​1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, მათ შორის, პირველ მოადგილეს:

ა) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აირჩევა პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით;

ბ) პარლამენტის თავმჯდომარის 3 მოადგილე აირჩევა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ პარლამენტის წევრთა უმრავლესობის წარდგინებით;

გ) პარლამენტის თავმჯდომარის თითო მოადგილე აირჩევა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი იმ 3 ფრაქციის წარდგინებით, რომლებშიც ოპოზიციაში შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. თუ შესაბამისი ფრაქცია/ფრაქციები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატს არ წარადგენს/წარადგენენ, კანდიდატის წარდგენის უფლება თანამიმდევრობით მიენიჭებათ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ იმ ფრაქციებს, რომლებშიც ოპოზიციაში შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. ფრაქციების წევრთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ ფრაქციას, რომლის პარტიამაც პარლამენტის არჩევნებში მეტი ხმა მიიღო. შესაბამისი ფრაქცია/ფრაქციები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატს წარადგენს/წარადგენენ სათანადო უფლების წარმოშობიდან 1 თვის ვადაში.“.

4. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პარლამენტის ბიუროს სხდომა, როგორც წესი, საჯაროა. პარლამენტის ბიუროს საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით. პარლამენტის ბიუროს სხდომა შეიძლება დაიხუროს, თუ ამას მოითხოვს ბიუროს წევრი და მის მოთხოვნას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა უმრავლესობა. პარლამენტის ბიუროს სხდომის დახურვის საკითხი განიხილება დახურული წესით. პარლამენტის ბიუროს დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე.“.

6. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოიწვიოს მისი წარდგენით არჩეული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე განცხადება წარედგინება კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ამის შესახებ აცნობებს კომიტეტს. კომიტეტი ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.“.

7. 34-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის სხდომას იწვევს თავისი ინიციატივით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით ან პარლამენტის ბიუროს დავალებით. თუ კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნის ან პარლამენტის ბიუროს დავალების შემთხვევაში არ მოიწვევს კომიტეტის სხდომას, კომიტეტის სხდომას იწვევს კომიტეტის სხდომის მოწვევის ინიციატორის მიერ განსაზღვრული კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის/წევრების მოთხოვნით. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრისას კომიტეტის თავმჯდომარე ვალდებულია კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნის შემთხვევაში კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკითხი. კომიტეტის სხდომაზე სხდომის დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა დაუშვებელია, გარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხებისა და კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევისა. კომიტეტის სხდომაზე სხდომის დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება შესაძლებელია სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. კომიტეტის სხდომამდე სხდომის დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა შესაძლებელია კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით.“;

გ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. კომიტეტის სხდომაზე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული ცალკეული საკითხის განხილვა სხდომის თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე შესაძლებელია წარიმართოს გამომსვლელთა (გარდა მომხსენებლისა) რიგითობისა და განსაზღვრული დროის შესაბამისად, რის შესახებაც გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით.“;

დ) მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები.

15. პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების გამართვის დღეებში კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიღებულია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება ან კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის შემთხვევებისა.“.

8. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა პარლამენტს წარუდგენს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის წერილობით ანგარიშს ყოველი წლის შედეგების მიხედვით;“.

9. 44-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომიტეტის თავმჯდომარე საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა პარლამენტს წარუდგენს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის წერილობით ანგარიშს ყოველი წლის შედეგების მიხედვით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის განხილვის საკითხი პარლამენტის ბიუროს შესაბამისი კომიტეტის ან ფრაქციის ან პარლამენტის ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე შეაქვს საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. აღნიშნულის მოთხოვნის უფლება შესაბამის სუბიექტს აქვს ანგარიშის პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტისთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.

5. კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. აუცილებლობის შემთხვევაში მისი გამოსვლის ხანგრძლივობა პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით.

6. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის თანამომხსენებელი. თანამომხსენებლად უფლებამოსილია გამოვიდეს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არჩეულია საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით. თანამომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. მისი გამოსვლის ხანგრძლივობა პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 წუთით.“.

10. 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საპარლამენტო უმრავლესობაში სხვა ფრაქციის გაერთიანების ან ახალი წევრის გაწევრების ან საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ ფრაქციაში ახალი წევრის გაწევრების შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განახლებულ სიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის ბიურო. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განახლებულ სიას პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.“.

11. 78-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტში საფინანსო საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვისთვის შექმნილი ხაზინადართა საბჭოს მეშვეობით.“.

12. 82-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პარლამენტის სესია გახსნილად ცხადდება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხოლო დახურულად − შესაბამისად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ან პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.“.

13. 85-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ხსნის საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტი სიტყვას აძლევს სხდომაზე დამსწრე უხუცეს არჩეულ პარლამენტის წევრს. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მას ხსნის სხდომაზე დამსწრე უხუცესი არჩეული პარლამენტის წევრი. სხდომას ესწრება ცესკოს თავმჯდომარე.

3. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება სხდომაზე დამსწრე უხუცესი არჩეული პარლამენტის წევრი.“.

14. 88-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომები, გარდა საგანგებო და საომარი მდგომარეობებისა, იმართება, როგორც წესი, პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს, 12 საათიდან 19 საათამდე. 15 საათიდან 16 საათამდე ცხადდება შესვენება. პარლამენტის პლენარული სხდომა დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 21 საათამდე. პარლამენტის პლენარული სხდომა საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის, პოლიტიკური დებატების, ინტერპელაციის, მინისტრის საათის, საქართველოს მთავრობის ნდობის საკითხის განხილვის, საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის, საქართველოს გენერალური პროკურორის ანგარიშის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანგარიშის განხილვის დროს შეიძლება გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე.“.

15. 89-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ საქართველოს მთავრობა, პარლამენტის წევრი, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე ან ფრაქციის თავმჯდომარე მოითხოვს საკითხის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანას ან დღის წესრიგიდან ამოღებას, სხდომის თავმჯდომარე განმარტავს საკითხის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. პარლამენტი საკითხის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას ან საკითხის პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკითხის განხილვის გარეშე, სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა. ამასთანავე, საკითხის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანა შესაძლებელია, თუ მას გავლილი აქვს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები.“.

16. 92-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარლამენტის საჯარო პლენარული სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით.“.

17. 95-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. კენჭისყრის პროცედურის ჩატარების მიზნით, პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მიმდინარე საკითხის განხილვის შეჩერება.“.

18. 104-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 104. წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი

1. წამყვანი კომიტეტი ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 4 თვისა ადგენს წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილ იმ კანონპროექტთა ნუსხას, რომელთა განხილვის პროცედურის გაგრძელებაც მიზანშეწონილად მიაჩნია, და მას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.

2. წამყვანი კომიტეტი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ კანონპროექტთა ნუსხაში კანონპროექტს, რომლის განხილვის პროცედურის გაგრძელებაც მიზანშეწონილად მიაჩნია, შეიტანს იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის ინიციატორი გამოთქვამს თანხმობას კანონპროექტის განხილვის პროცედურაში მის ინიციატორად მონაწილეობის გაგრძელებაზე და მას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. იმ კანონპროექტზე, რომლის ინიციატორს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აღარ აქვს და რომლის განხილვის პროცედურის გაგრძელებას მიზანშეწონილად მიიჩნევს წამყვანი კომიტეტი, კანონპროექტის ინიციატორად ჩაითვლება კანონპროექტის განმხილველი წამყვანი კომიტეტი. თუ კომიტეტს არ აქვს ასეთი კანონპროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის უფლება, კანონპროექტი პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება.

3. პარლამენტის ბიურო წამყვანი კომიტეტის მიერ შედგენილ კანონპროექტთა ნუსხას გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილი კანონპროექტთა ნუსხების მიხედვით შეიმუშავებს და პარლამენტს წარუდგენს წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტს.

4. პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ. ის კანონპროექტები, რომლებიც აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული არ იქნება, პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება.

5. ამ მუხლით განსაზღვრული წესები ვრცელდება აგრეთვე პარლამენტის იმ დადგენილებების პროექტებზე, რომლებიც პარლამენტს წარედგინება კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.“.

19. 110-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კანონპროექტის მეორე მოსმენისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იგი განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით და მას ერთიანად ეყრება კენჭი. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენისას მისი განხილვის ფორმის (ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით განხილვის) შესახებ გადაწყვეტილებას წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე იღებს სხდომის თავმჯდომარე.“.

20. 111-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, სიტყვით გამოდის კანონპროექტზე თანამომხსენებელი. მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისთვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს.

8. კანონპროექტზე თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, სიტყვით გამოდიან წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი (თუ წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი არ არის თანამომხსენებელი) და სხვა კომიტეტების წარმომადგენლები. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლისა − 5 წუთს.“.

21. 112-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, სიტყვით გამოდის კანონპროექტზე თანამომხსენებელი (არსებობის შემთხვევაში). მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისთვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 1 წუთს. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-4–მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ პირთა გამოსვლების დასრულების შემდეგ, როგორც წესი, სიტყვით გამოდიან წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი (თუ წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი არ არის თანამომხსენებელი) და სხვა კომიტეტების წარმომადგენლები. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლისა − 5 წუთს.“.

22. 117-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს მის სამივე მოსმენით განხილვასა და მიღებას პარლამენტის პლენარული სხდომების 1 კვირის განმავლობაში. პარლამენტის პლენარული სხდომის 1 დღეს კანონპროექტის განხილვა და მიღება დასაშვებია ერთზე მეტი მოსმენით, მაგრამ არაუმეტეს ორისა. ამასთანავე, ერთ დღეს დასაშვებია კანონპროექტის მხოლოდ მეორე და მესამე მოსმენებით განხილვა და მიღება.“.

23. 160-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარლამენტის კომიტეტები დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით და ფრაქციები განიხილავენ საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამას და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს და შესაბამის დასკვნებს წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს. ერთ დღეს დასაშვებია მხოლოდ ორი მოსმენის გამართვა ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვის მიზნით. კომიტეტის დასკვნა მიიღება მის სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით.“.

24. 167-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საპენსიო სააგენტო (შემდგომ − საპენსიო სააგენტო) პარლამენტს ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა, წარუდგენს მიმოხილვას მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ, ხოლო არაუგვიანეს 1 ივნისისა − მის მიერ განხორციელებული საქმიანობის წლიურ ანგარიშს. ამ პუნქტით გათვალისწინებული მიმოხილვის/ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისა და პარლამენტის დადგენილების მიღების შემთხვევაში ამ დადგენილებაში შეიძლება მიეთითოს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასთან ან/და საპენსიო სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წინადადებები.“.

25. 1681 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 168​1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წლიური ანგარიში

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, წარუდგენს ანგარიშს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მდგომარეობისა და ამ მიმართულებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ.“.

26. 169-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, წარუდგენს ანგარიშს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შესახებ.“.

27. 1691 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 169​1. მთავარი შრომის ინსპექტორის წლიური ანგარიში

მთავარი შრომის ინსპექტორი წელიწადში ერთხელ, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, პარლამენტს წარუდგენს შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს.“.

28. 170-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოსმენისა და პარლამენტის დადგენილების მიღების შემთხვევაში პარლამენტი ამ დადგენილებით მოიწონებს აღნიშნულ ანგარიშს ან იურიდიული დახმარების სამსახურს მოსთხოვს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრას ან/და საქმიანობის გაუმჯობესებას.“.

29. 171-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა, პარლამენტს წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ საჯარო ანგარიშს.

2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა სავალდებულოა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტის დადგენილების მიღების შემთხვევაში პარლამენტი ამ დადგენილებით აფასებს აღნიშნული სამსახურის საქმიანობას. პარლამენტის დადგენილებაში შეიძლება მიეთითოს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასთან ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წინადადებები.“.

30. 172-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს გენერალური პროკურორი წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 მაისისა, პარლამენტს წარუდგენს საქართველოს პროკურატურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს. ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა სავალდებულოა. საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტის დადგენილების მიღების შემთხვევაში პარლამენტი ამ დადგენილებით აფასებს პროკურატურის საქმიანობას. პარლამენტის დადგენილებაში შეიძლება მიეთითოს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასთან ან/და პროკურატურის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წინადადებები.“.

31. 173-ე მუხლის მე-5−მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

32. 174-ე მუხლის მე-4−მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

33. 175-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

34. 1751−1753 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1751. დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიში

საქართველოს მთავრობა წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, პარლამენტს წარუდგენს დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიშს (გასული წლის ანგარიშსა და მომავალი წლის გეგმას).

მუხლი 1752. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციაზე ზედამხედველობა

საქართველოს მთავრობა წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების თაობაზე.

მუხლი 1753. ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ზედამხედველობა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიში

საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიურო წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, პარლამენტს წარუდგენს წლიურ ანგარიშს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებული საკითხების შესახებ.“.

35. 176-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშს, თუ ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პარლამენტი განიხილავს ამ მუხლით დადგენილი წესით.“; 

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ რეგლამენტის 76-ე, 771, 167-ე და 1681  მუხლებით, 169-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 1691, 170-ე, 173-ე−1753, 177-ე, 189-ე და 190-ე მუხლებით გათვალისწინებული ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის, ფრაქციის ან პარლამენტის ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნულის მოთხოვნის უფლება შესაბამის სუბიექტს (გარდა წამყვანი კომიტეტისა) აქვს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით ანგარიშის თაობაზე დასკვნის პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.“;

დ) მე-9−მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში იგი განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით.

10. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად გამოდის შესაბამისი თანამდებობის პირი ან შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი. საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად გამოდის საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მომხსენებლად შესაბამისი მინისტრი ან მინისტრის მოადგილე/მოადგილეები არ არის/არიან დანიშნული. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის თაობაზე თანამომხსენებლად გამოდის წამყვანი კომიტეტის მიერ დანიშნული წარმომადგენელი.

11. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში მისი განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტი ცნობად იღებს ამ ანგარიშს ან უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება.“.

36. 177-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შეიმუშავებს და პარლამენტის ბიუროს წარუდგენს ერთიან დასკვნას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულებების მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშების შესახებ. აღნიშნული საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიშების შეფასების და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე.“.

37. 180-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

38. 183-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, დასვას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, თუ ანგარიშის მოსმენისას გამოიკვეთა ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში  ინიციატორებმა უნდა მიუთითონ ზემოაღნიშნული საკითხის დასმის მიზეზები/საფუძვლები. პარლამენტი  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს და კენჭს უყრის უახლოეს პლენარულ სხდომაზე, მისი დასმიდან არაუადრეს 2 დღისა. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

2. საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერებისა და პარლამენტისთვის მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების მიღებიდან 2 კვირის ვადაში პარლამენტი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს და სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. თუ აღნიშნულ ვადაში კენჭისყრა არ ჩატარდა და ამ ვადის ბოლო დღე დაემთხვა იმ დღეს, როდესაც პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა არ იმართება, კენჭისყრა უახლოეს პლენარულ სხდომაზე ჩატარდება. თუ პარლამენტმა ზემოაღნიშნული პროცედურით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალადაკარგულად ითვლება.

3. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას პარლამენტი უფლებამოსილია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, ამ დასკვნის მისთვის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. თუ აღნიშნულ ვადაში კენჭისყრა არ ჩატარდა და ამ ვადის ბოლო დღე დაემთხვა იმ დღეს, როდესაც პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა არ იმართება, კენჭისყრა უახლოეს პლენარულ სხდომაზე ჩატარდება. თუ კენჭისყრა კვლავ არ ჩატარდა, ზემოაღნიშნული საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილად ითვლება.“.

39. 189-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობას წარმართავს დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც ყოველი წლის საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 14 დღისა პარლამენტის ბიუროს და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარუდგენს გაწეული საქმიანობის ანგარიშს. ანგარიშის შესახებ მოხსენებას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე წარადგენს დელეგაციის ხელმძღვანელი. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოსმენის შემთხვევაში მომხსენებელია დელეგაციის ხელმძღვანელი, ხოლო თანამომხსენებელი − პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოსმენისა და პარლამენტის დადგენილების მიღების შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებით შესაძლებელია მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ცვლილება იქნეს შეტანილი.“.

40. 190-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მეგობრობის ჯგუფის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და ამ სახელმწიფოში გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციას, ანგარიშს და ვიზიტის თაობაზე მოსაზრებებს ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს 10 დღისა წარუდგენს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს.“.

41. 195-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 195. საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. აღნიშნული თარიღის შეცვლა შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. ამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა დაუშვებელია. საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. თავდაპირველად გამოდიან ყველაზე მცირერიცხოვანი ფრაქციების თავმჯდომარეები, შემდეგ − ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქციების თავმჯდომარეები, ხოლო ბოლოს გამოდის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. თითოეული გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა იხურება.“.

42. 203-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პეტიციის განაცხადის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა შეგროვდეს არანაკლებ 300 მხარდამჭერი. პეტიციის განაცხადზე პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულებით. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულებამდე პირი პარლამენტის ვებგვერდის შესაბამის ველში ელექტრონულად უთითებს ტელეფონის ნომერს. თუ პეტიციის განაცხადი პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში ვერ მიიღებს პეტიციის წარდგენისთვის საჭირო, ამ პუნქტით გათვალისწინებული რაოდენობის პირის მხარდაჭერას, იგი არ განიხილება, რის შესახებაც ეცნობება პეტიციის განაცხადის წარმდგენ პირს, ხოლო რამდენიმე პირის არსებობის შემთხვევაში − იმ პირს, რომელიც პეტიციის განაცხადის ავტორად არის მითითებული. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში ან აღნიშნული ვადის გასვლამდე არანაკლებ 300 მხარდამჭერის შეგროვების შემთხვევაში, პეტიციის განაცხადის ავტორის მიმართვის საფუძველზე პეტიციას პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. წერილობით წარდგენილ პეტიციის განაცხადზე/პეტიციაზე პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, ხელმოწერით, მისი სახელის, გვარის, პირადი ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითებით.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. პარლამენტის ბიურო პეტიციას გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პეტიციის მისთვის გადაცემიდან 1 კვირის ვადაში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას. ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ იგი ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით არის შესრულებული. თუ დადგინდა, რომ ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 300-ზე ნაკლებია, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე პარლამენტის ბიურო პეტიციის ავტორს პეტიციის განხილვაზე უარს ეუბნება.“.

43. 204-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 204. საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა არჩევა, დანიშვნაზე თანხმობის მიცემა

პარლამენტი ირჩევს, დანიშვნაზე თანხმობას აძლევს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს.“.

44. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2041−20412 მუხლები:

„მუხლი 2041. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა

1. პარლამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა არჩევის საკითხის განმხილველი კომიტეტია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციის ან/და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ქმნის ამ რეგლამენტის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფს.

3. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის შესახებ წარდგინების გადაცემიდან 3 დღის ვადაში ქმნის ამ რეგლამენტის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფს.

4. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის შესახებ წარდგინების გადაცემიდან 1 კვირის ვადაში უზრუნველყოფს ამ წარდგინებისა და თანდართული მასალების კომიტეტის ყველა წევრისთვის გაგზავნას. აღნიშნული წარდგინება და თანდართული მასალები ეგზავნება აგრეთვე სხვა პარლამენტის წევრს მისი მოთხოვნის შემთხვევაში.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების კომიტეტის ყველა წევრისთვის გაგზავნიდან არაუადრეს 1 კვირისა საჯარო სხდომაზე უსმენს თითოეულ კანდიდატს. კანდიდატების მოსმენა და კითხვა-პასუხი ტარდება სათითაოდ.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის პროცედურას კომიტეტთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე.

7. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა ერთი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

9. თუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისთვის საჭირო, საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული რაოდენობის ხმები, პარლამენტს წარედგინება ახალი კანდიდატურა.

მუხლი 2042. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა

1. პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით, ამავდროულად, სხვა კანდიდატზე მეტი ხმით, 10 წლის ვადით ირჩევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრს.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

4. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი.

5. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრის არჩევისას 3 კანდიდატი მონაწილეობდა და რომელიმე მათგანმა ვერ მიიღო არჩევისთვის საჭირო რაოდენობის ხმები, პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქცია, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფი უფლებამოსილია კენჭისყრის ჩატარებიდან 10 დღის შემდეგ პარლამენტს იგივე კანდიდატურა წარუდგინოს. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრის არჩევისას 3-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და კანდიდატთა საჭირო რაოდენობა ვერ აირჩა, ტარდება ხელახალი კენჭისყრა. ამ შემთხვევაში კენჭი ეყრება იმ 3 კანდიდატს, რომლებმაც პირველ ტურში სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა მიიღეს.

მუხლი 2043. საქართველოს სახალხო დამცველის არჩევა

1. პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით, ამავდროულად, სხვა კანდიდატზე მეტი ხმით, 6 წლის ვადით ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველს.

2. საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატურების წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს.

3. საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის ერთ ციკლში ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება ორჯერ.

4. საქართველოს სახალხო დამცველობის თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი.

5. თუ საქართველოს სახალხო დამცველის არჩევისთვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ ხმათა თანაბრად გაყოფის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს ერთად ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც კენჭისყრისას მიიღებს პარლამენტის წევრთა მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის ხმებისა. ხმათა თანაბრად გაყოფის განმეორების შემთხვევაში კენჭისყრის პროცედურა გაგრძელდება გამარჯვებულის გამოვლენამდე. თუ საქართველოს სახალხო დამცველის არჩევისთვის საკმარისი ხმები ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, კენჭისყრის ჩატარებიდან არაუადრეს 7 დღისა და არაუგვიანეს 14 დღისა არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

მუხლი 2044. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის არჩევა

პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 7 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს.

მუხლი 2045. გენერალური აუდიტორის არჩევა

1. პარლამენტი პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს გენერალურ აუდიტორს.

2. გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

მუხლი 2046. საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევა

1. პარლამენტი საპროკურორო საბჭოს წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

2. თუ საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დასახელებულმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისთვის საჭირო, საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული რაოდენობის ხმები, პარლამენტს წარედგინება ახალი კანდიდატურა.

მუხლი 2047. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის არჩევა

პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს.

მუხლი 2048. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის არჩევა

1. პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრს.

2. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი არ შეიძლება კომისიის წევრად აირჩეს 2-ზე მეტი ვადით. თუ კომისიის წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, პარლამენტი ამ თანამდებობისთვის განსაზღვრული წესით ირჩევს კომისიის ახალ წევრს დარჩენილი ვადით.

მუხლი 2049. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის არჩევა

1. პარლამენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს.

2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

მუხლი 20410. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არჩევა

1. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ამავდროულად, სხვა კანდიდატზე მეტი ხმით, 6 წლის ვადით ირჩევს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს.

2. პარლამენტს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2 კანდიდატურას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. პარლამენტის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არჩევისას თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ კანდიდატზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ კენჭისყრის შედეგად ვაკანსია არ შეივსო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში აცხადებს ხელახალ კონკურსს.

მუხლი 20411. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არჩევა

1. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ამავდროულად, სხვა კანდიდატზე მეტი ხმით, 6 წლის ვადით ირჩევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს.

2. პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2 კანდიდატურას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. პარლამენტის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არჩევისას თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ კანდიდატზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ კენჭისყრის შედეგად ვაკანსია არ შეივსო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში აცხადებს ხელახალ კონკურსს.

მუხლი 20412. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს წევრის დანიშვნაზე თანხმობის მიცემა

1. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თანხმობას აძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (შემდგომ − საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით დანიშვნაზე.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობის მისაღებად წარუდგენს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ 2 კანდიდატს. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანხმობა მიეცემა იმ კანდიდატის დანიშვნაზე, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ვაკანტურ თანამდებობაზე მეტი აღმოჩნდა, ჩაითვლება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანხმობა მიეცა მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატის დანიშვნაზე, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ კენჭისყრის შედეგად გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, ჩაითვლება, რომ პარლამენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ მისცა თანხმობა არცერთი წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე.

3. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თანხმობას აძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქსტატის საბჭოს წევრის თანამდებობაზე 4 წლის ვადით დანიშვნაზე.

4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს საქსტატის საბჭოს წევრის 5 ვაკანტურ თანამდებობაზე წარუდგენს არანაკლებ 8 კანდიდატურას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა 5-ზე ნაკლებია − ამ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე არანაკლებ ერთით მეტ კანდიდატურას.

5. თუ საქსტატის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთაგან საკმარის ხმებს ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე მეტი კანდიდატი მიიღებს, ჩაითვლება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანხმობა მიეცა მათგან საუკეთესო შედეგის მქონე იმდენი კანდიდატის დანიშვნაზე, რამდენი ვაკანტური თანამდებობაც არის.

6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გამოვლენილ საუკეთესო შედეგის მქონე საქსტატის საბჭოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და გამარჯვებული/გამარჯვებულები ხმათა ფარდობითი უმრავლესობით გამოვლინდება/გამოვლინდებიან.

7. თუ პარლამენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქსტატის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე თანხმობა არ მისცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის შედეგად შერჩეულ სხვა  კანდიდატებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრს აღნიშნული კანდიდატების დანიშვნაზე თანხმობა მიეცემა ამ მუხლით დადგენილი წესით. საწინააღმდეგო შემთხვევაში ცხადდება ხელახალი კონკურსი. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხელახალი კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატების დანიშვნაზე თანხმობა მიეცემა ამ მუხლითა და ამ რეგლამენტის 205-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

45. 205-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 205. ამ რეგლამენტის 2041−20413 მუხლებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა არჩევის, დანიშვნაზე თანხმობის მიცემის პროცედურა

1. პარლამენტი ამ რეგლამენტის 2041−20413 მუხლებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს ირჩევს, როგორც წესი, მისთვის შესაბამისი კანდიდატურის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს ამ რეგლამენტის 2042−20413 მუხლებით გათვალისწინებული თანამდებობის პირების არჩევის, დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხის განმხილველ კომიტეტს/კომიტეტებს. ამ მუხლით დადგენილი წესები ვრცელდება აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლის არჩევის შემთხვევაზე, თუ ამ რეგლამენტის 2041 მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ადგენს თანამდებობის პირის კანდიდატურის საქართველოს კონსტიტუციის ან/და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამ მიზნით კანდიდატი ვალდებულია კომიტეტს სრულყოფილად მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია. თავის მხრივ, კომიტეტი უფლებამოსილია მოიძიოს/გადაამოწმოს აღნიშნული თანამდებობის პირის კანდიდატურის შესახებ საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, მისი ბიოგრაფიული ცნობები, შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის შესახებ ინფორმაცია.

4. თანამდებობის პირთა კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი სხდომაზე უსმენს თითოეულ კანდიდატს.

5. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი სხდომაზე კანდიდატების მოსმენის შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს კომიტეტის რეკომენდაციას ამ რეგლამენტის 2041−20413 მუხლებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა კანდიდატურების მიმართ. კომიტეტის დასკვნა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით წარედგინება პარლამენტის ბიუროს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.

6. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარდგინების საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით პარლამენტი პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით განიხილავს კანდიდატურებს და უსმენს ამ რეგლამენტის 2043−20413 მუხლებით გათვალისწინებულ ყოველ კონკრეტულ თანამდებობაზე დასახელებულ თითოეულ კანდიდატს.

7. კენჭისყრის წინ პლენარული სხდომის თავმჯდომარე პარლამენტს აცნობს კანდიდატთა სიას და მათ წერილობით თანხმობას.“.

46. 207-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამავე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევის პროცედურა 70 კალენდარული დღის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით, ხელახლა გაიმართება. ასეთ შემთხვევაში საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის ვადას იმ პირობების დაცვით, რომ ეს ვადა 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები არ იყოს და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და ფრაქციებმა კანდიდატურები ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ.ა“ და „ე.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვადებში განიხილონ, ადგენს და პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.“.

47. 2071 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტი კონკურსის საფუძველზე ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2 წევრს. პარლამენტმა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ახალი წევრი უნდა აირჩიოს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ამ პუნქტით საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის არჩევისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება.“.

48. 208-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტი კონკურსის საფუძველზე ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს. პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უნდა აირჩიოს თანამდებობაზე მყოფი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუადრეს 10 კალენდარული დღისა. პარლამენტის მიერ ასარჩევი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევის მიზნით კონკურსი ცხადდება თანამდებობაზე მყოფი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 3 თვისა და არაუგვიანეს 2 თვისა, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა.“.

49. 2081 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომიტეტი მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის კომიტეტის სხდომაზე მოსმენის შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს კომიტეტის რეკომენდაციას მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის მიმართ. კომიტეტის დასკვნა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით წარედგინება პარლამენტის ბიუროს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.

6. პარლამენტი მთავრობის მიერ შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატს კენჭს უყრის პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე. კენჭისყრის წინ პლენარული სხდომის თავმჯდომარე პარლამენტს აცნობს მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის ვინაობას და მის წერილობით თანხმობას. მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენილი იქნება, თუ კენჭისყრისას მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ პარლამენტისთვის წარდგენილია მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის ერთზე მეტი კანდიდატი, მათ ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენილი იქნება მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის ის კანდიდატი, რომელიც კენჭისყრისას მიიღებს პარლამენტის წევრთა მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. თუ კენჭისყრისას ხმების საუკეთესო რაოდენობა მთავრობის მიერ შერჩეულმა მოსამართლეობის ერთზე მეტმა კანდიდატმა თანაბრად მიიღო, ამასთანავე, ეს რაოდენობა პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტია, მათ ხელახლა ეყრებათ კენჭი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენილი იქნება მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის ის კანდიდატი, რომელიც კენჭისყრისას მიიღებს პარლამენტის წევრთა მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა.“.

50. 211-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პარლამენტი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების/წევრის კანდიდატურების/კანდიდატურის წარდგენიდან 21 დღის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს/წევრს. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების/წევრის არჩევის პროცედურა იმართება ამ რეგლამენტის 205-ე მუხლის შესაბამისად. თუ ამ პუნქტით  განსაზღვრული ვადა მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ეს ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება.“.

51. 212-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პარლამენტის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას პარლამენტი ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე, ხოლო იმავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას პარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“.

52. 219-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

53. 223-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შესაბამის დღეს კომიტეტის სხდომის/პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობის პერიოდით კომიტეტის სხდომის დარბაზის/სხდომათა დარბაზის დატოვებინება;“.

54. 224-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შესაბამის დღეს კომიტეტის სხდომის/პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობის პერიოდით კომიტეტის სხდომის დარბაზის/სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენება იმ პარლამენტის წევრის მიმართ, რომელიც:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების შემდეგაც აგრძელებს იმავე მოქმედებას;

ბ) დარბაზში გამოცხადდა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით;

გ) სჩადის ძალადობას ან ამგვარი მოქმედებისკენ მოუწოდებს სხვა პარლამენტის წევრებს.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. იმ პარლამენტის წევრს, რომლის მიმართაც შესაბამის დღეს კომიტეტის სხდომის/პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობის პერიოდით კომიტეტის სხდომის დარბაზის/სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა იქნა გამოყენებული, დაუკავდება შესაბამისი თვის ხელფასის 5%. ეს ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რომელსაც პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს პარლამენტის წევრის შესაბამისი თვის ხელფასიდან აღნიშნული თანხის დასაკავებლად.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

15 ნოემბერი 2023 წ.

N3665-XIIIმს-Xმპ