„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 87
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017415
87
10/11/2023
ვებგვერდი, 13/11/2023
140130000.22.034.017415
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №87

2023 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №30 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 07/04/2020, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016962) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯაროს სამართლის იურიდიულ პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირების მიზნით ეროვნული სისტემის შესაბამისი მორეაგირე ორგანოებისთვის გადაცემისა და მათთან კოორდინირებულად მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირების მიზნით ეროვნული სისტემის შესაბამისი მორეაგირე ორგანოებისთვის გადაცემისა და მათთან კოორდინირებულად მუშაობის წესი.“.

3. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-სა (შემდგომ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) და სამინისტროს უფლებამოსილ სუბიექტებს: სამინისტროს ადმინისტრაციას (დეპარტამენტი), სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომ – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (შემდგომ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს (შემდგომ – გადაუდებელი დახმარების ცენტრი) შორის მიღებულ შეტყობინებებზე კოორდინირებულად მუშაობის წესსა და საგანგებო სიტუაციებსა და სხვა ინციდენტებთან დაკავშირებით მიღებულ შეტყობინებებზე პირველადი რეაგირების საკითხებს.

2. სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტისთვის და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ მიღებული შეტყობინებების გადაცემა ხორციელდება ERC – „112“-ის პროგრამაში არსებული კატეგორიების („შსს“, „C“, „E“, „M“, „P“, „S“ და „F-R“) მიხედვით, შემდეგი პრინციპით:

ა) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გადაეცემა ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „P“ კატეგორია;

ბ) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს გადაეცემა ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „C“ კატეგორია, ასევე სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებულ შემთხვევებთან დაკავშირებით მიღებული ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „P“ კატეგორია;

გ) ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „შსს“, საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა სამინისტროს ადმინისტრაციის სამობილიზაციო და ოპერატიულ-სამორიგეო სამმართველოს ოპერატიულ – სამორიგეო სამსახურის სამორიგეო განყოფილებას  ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – „Eflow”-ს მეშვეობით;

დ) ის შეტყობინებები, სადაც ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „S“, საქმე ინფორმაციის სახით  გადაეცემა სამინისტროს ადმინისტრაციის სამობილიზაციო და ოპერატიულ-სამორიგეო სამმართველოს ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის სამორიგეო განყოფილებას  ERC-„112“-ის პროგრამის მეშვეობით;

ე) ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „F-R“, საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს;

ვ) ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „M“, საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცემა გადაუდებელი დახმარების ცენტრს;

ზ) ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ სუბიექტად მითითებულია „E“, საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ეკონომიკური სამმართველოს ევაკუატორით მომსახურების სერვისცენტრს (განყოფილება) (შემდგომ – სერვისცენტრი).

3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული შეტყობინებების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც უკავშირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომ – სასაზღვრო პოლიცია) ან/და სხვა სახელმწიფო დაწესებულების საქმიანობის სფეროს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტების გარდა, ცალკეულ შემთხვევებში, კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე გადაეცემა სასაზღვრო პოლიციას ან/და შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებას.

4. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინციდენტების ნუსხაში (დანართი №1) მითითებული ინციდენტების აღწერა არის პირობითი ხასიათის.

5. სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტი და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აცნობონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს  განხორციელებული  სტრუქტურული, საკომუნიკაციო ან ნებისმიერი ისეთი ცვლილების შესახებ, რაც შეაფერხებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ შეტყობინების მიწოდებას.“;

ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისთვის შეტყობინებათა გადაცემა და მხარეთა შორის საქმიანობის კოორდინაცია ხორციელდება ერთიანი ინფორმაციული სისტემის – “ERC – 112“-ის, ERC Client-ის ან/და სამინისტროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – „Eflow“-ს მეშვეობით. „Eflow“-ს, ERC-„112“-ისა და ERC Client-ის მეშვეობით ინფორმაცია მიეწოდება სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, ხოლო „eflow“-ს და  ERC Client-ის საშუალებით – სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დანაყოფებს სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით. გამონაკლის შემთხვევებში შეტყობინებათა გადაცემა ხორციელდება სატელეფონო კავშირის საშუალებით.

2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ვალდებულია:

ა) მისი ტერიტორიის საზღვრებში შემავალი საქმის დარეგისტრირებისთანავე დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება, აღნიშნული ინფორმაცია პროგრამულად ასახოს სტატუსით – „მიმდინარე“;

ბ) მისი ტერიტორიის ფარგლებში პოლიციის გასვლა დააფიქსიროს სტატუსით  – „რეაგირებულია“ და დააფიქსიროს დამდგარი შედეგის შესახებ ინფორმაცია;

გ) იმ შემთხვევაში, თუ საქმეში მითითებული მისამართი არ არის მისი სამოქმედო ტერიტორია, დამოუკიდებლად გადასცეს შეტყობინება შესაბამის დანაყოფს  და აღნიშნული ინფორმაცია საქმის კომუნიკატორის (ჩატი) მეშვეობით დააფიქსიროს პროგრამაში;

დ) შეტყობინებათა დუბლირების აღმოჩენის შემთხვევაში, საქმის სარეგისტრაციო ფორმაში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი;

ე) დაადასტუროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ საქმის კომუნიკატორით (ჩატი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება;

ვ) საქმის კომუნიკატორით (ჩატი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ისგან დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში, დაუკავშირდეს ტელეფონის საშუალებით;

ზ) შეტყობინებათა პროგრამული ხედვის ნებისმიერი მიზეზით შეფერხების ან შეწყვეტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.

3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველო ვალდებულია:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებულ შეტყობინებათა გადაცემა უზრუნველყოს სატელეფონო კავშირის მეშვეობით;

ბ) დაადასტუროს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ საქმის კომუნიკატორით (ჩატი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება;

გ) საქმის კომუნიკატორით (ჩატი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, ტერიტორიული ორგანოდან დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაუკავშირდეს ტელეფონის საშუალებით.“;

დ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქმის ERC-„112“-ში დარეგისტრირებისთანავე მოახდინოს  რეაგირება და პროგრამულად ასახოს სტატუსები: „მიმდინარე“, „გაგზავნილია ჯგუფი“ (რეგიონში გამოძახების შემთხვევაში – „რეაგირებულია“), „დასრულებულია“, ასევე დააფიქსიროს დამდგარი შედეგის შესახებ ინფორმაცია;“;

ე) მე-9 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 მუხლები:

მუხლი 10

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველო გადაუდებელი დახმარების ცენტრს ინფორმაციას გადასცემს ერთიანი ინფორმაციული სისტემის - ERC „112“-ის მეშვეობით.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს მიერ გადაუდებელი დახმარების ცენტრისათვის გადაცემულ შეტყობინებებზე შემდგომი რეაგირების შესახებ ინფორმაცია სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით აისახება ERC „112“-ში სტატუსებით: ქ. თბილისის შემთხვევაში „მიმდინარე“, „გაგზავნილია ბრიგადა“, „დასრულებულია“, ხოლო რეგიონის შემთხვევაში – „რეაგირებულია“.

3. შეტყობინებათა პროგრამული ხედვის ნებისმიერი მიზეზით შეფერხების ან შეწყვეტის შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-სა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს შორის კომუნიკაცია ხორციელდება სატელეფონო საშუალებით.

4. გადაუდებელი დახმარების ცენტრი ვალდებულია:

ა) საქმის ERC-„112“-ში დარეგისტრირების შემდეგ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და პროგრამულად ასახოს სტატუსები: „მიმდინარე", „გაგზავნილია ბრიგადა", „დასრულებულია", ხოლო რეგიონის შემთხვევაში - ,,რეაგირებულია“. ასევე, დააფიქსიროს დამდგარი შედეგის შესახებ ინფორმაცია;

ბ) შეტყობინებათა დუბლირების აღმოჩენის შემთხვევაში საქმის სარეგისტრაციო ფორმაში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი;

გ) დაადასტუროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩატი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება;

დ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩატი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ისგან დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაუკავშირდეს ტელეფონის საშუალებით;

ე) შეტყობინებათა პროგრამული ხედვის ნებისმიერი მიზეზით შეფერხების ან შეწყვეტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.

5. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველო ვალდებულია:

ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიღებული შეტყობინებები გადასცეს სატელეფონო საშუალებით;

ბ) დაადასტუროს გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩატი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება;

გ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩატი) ინციდენტის პრიორიტეტთან დაკავშირებული ან საქმეზე რეაგირებისთვის საჭირო ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში, დაუკავშირდეს ტელეფონის საშუალებით;

დ) საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია დააფიქსიროს შენიშვნის ველში ან/და ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორში (ჩატი).

მუხლი 11

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს მიერ „E“ კატეგორიის შეტყობინებები გადაეცემა 112-ის დისპეტჩერს, რომელიც ვალდებულია რადიოკავშირის/ტელეფონის მეშვეობით ინფორმაცია გადასცეს  სერვისცენტრს.“;

ვ) დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური