„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3661-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.102004
3661-XIIIმს-Xმპ
15/11/2023
ვებგვერდი, 30/11/2023
430020000.05.001.102004
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 52-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალში ჩარიცხვას ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ეს მუხლი არ ეხება ამ კანონის 567 მუხლით გათვალისწინებულ ფილიალს.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 56მუხლი:

„მუხლი 567. უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება

უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით, რისთვისაც უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გადის ავტორიზაციას მისი ფილიალის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ნოემბერი 2023 წ.

N3661-XIIIმს-Xმპ