დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 02/08/1991 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 8, 30/08/1991 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს
რესპუბლიკის
კანონი
|
საქართველოს
რესპუბლიკის
სისხლის
სამართლის
კოდექსში
ცვლილებათა
შეტანის
თაობაზე
|
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ. №1, მუხ. 10) განსაკუთრებული ნაწილის პირველი თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: თავი პირველი დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ I. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით საშიში დანაშაული მუხლი 65. სამშობლოს ღალატი სამშობლოს ღალატი, ესე იგი ქმედობა, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქემ განზრახ ჩაიდინა საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული ხელშეუხებლობის ან სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ: მტრის მხარეზე გადასვლა, ჯაშუშობა, სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების გაცემა უცხოეთის სახელმწიფოსათვის, დახმარების გაწევა უცხოეთის სახელმწიფოსათვის საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში, აგრეთვე შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც უცხოეთის ორგანოებმა ან ორგანიზაციებმა გადაიბირეს საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ მტრული საქმიანობის განსახორციელებლად, თუ მან მიღებული დავალების შესასრულებლად არავითარი მოქმედება არ ჩაიდინა და ნებაყოფლობით განუცხადა საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებს უცხოეთის ორგანოებთან და ორგანიზაციებთან თავისი კავშირის შესახებ. მუხლი 66. ჯაშუშობა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით, ან ისჯება სიკვდილით, ქონების კონფისკაციით. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც შეუდგა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, მაგრამ ნებაყოფლობით შეწყვიტა ეს დანაშაულებრივი ქმედობა და ხელისუფლების ორგანოებს აცნობა ამის შესახებ, თუ აღიარებისა და ამასთან დაკავშირებით მიღებული ზომების შედეგად აღკვეთილ იქნა საქართველოს რესპუბლიკისათვის ზიანის მიყენება. მუხლი 67. ტერორისტული აქტი სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის, ან ხელისუფლების წარმომადგენლის მკვლელობა, ჩადენილი მის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით, ან ისჯება სიკვდილით, ქონების კონფისკაციით. იმავე მიზნით სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის ან ხელისუფლების წარმომადგენლის სხეულის მძიმე დაზიანება მის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით. მუხლი 68. ტერორისტული აქტი უცხოეთის სახელმწიფოს წარმომადგენლის წინააღმდეგ უცხოეთის სახელმწიფოს წარმომადგენლის მკვლელობა ომის პროვოკაციის ან საერთაშორისო გართულების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით, ან ისჯება სიკვდილით, ქონების კონფისკაციით. იმავე მიზნით, იმავე პირის სხეულის მძიმე დაზიანება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით. მუხლი 69. დივერსია საქართველოს რესპუბლიკის შესუსტების მიზნით აფეთქება, ცეცხლის წაკიდება ან სხვა მოქმედების ჩადენა მიმართული ადამიანთა მასობრივად მოსპობისაკენ, სხეულის დასაზიანებლად ან მათი ჯანმრთელობისათვის სხვაგვარი ზიანის მისაყენებლად, საწარმოთა, ნაგებობათა მიმოსვლის გზათა და საშუალებათა, ნავთობისა და გაზგაყვანილობათა, ელექტროგადამცემი ხაზების, კავშირგაბმულობის საშუალებათა ანდა სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების გასანადგურებლად, აგრეთვე იმავე მიზნით მასობრივი მოწამვლა ან ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების გავრცელება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით, ან ისჯება სიკვდილით, ქონების კონფისკაციით. მუხლი 70. მავნებლობა მოქმედება ან უმოქმედობა, მიმართული მრეწველობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ფულადი სისტემის, ვაჭრობის ან სახალხო მეურნეობის სხვა დარგების, ასევე სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის წინააღმდეგ საქართველოს რესპუბლიკის შესუსტების მიზნით, თუ ეს ქმედობა ჩადენილია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებების ან ორგანიზაციების გამოყენების გზით ანდა მათი ნორმალური მუშაობისათვის წინააღმდეგობის გაწევის გზით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით. მუხლი 71. საჯარო მოწოდება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობილების დამხობისა თუ ძალადური შეცვლისკენ საჯარო მოწოდება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობილების დამხობისა თუ ძალადური შეცვლისკენ, ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, აგრეთვე ამ მიზნით ასეთივე შინაარსის მასალების გავრცელება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული მოქმედება, ჩადენილი სხვა სახელმწიფოების, უცხოეთის ორგანიზაციების ან მათი წარმომადგენლის დავალებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე. მუხლი 711. მოწოდება სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისაკენ საჯარო მოწოდება სამშობლოს ღალატისაკენ, ტერორისტული აქტის, დივერსიის თუ მავნებლობის ჩადენისაკენ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. მუხლი 72. მოწოდება ომის გაჩაღებისაკენ საჯარო მოწოდება ომის გაჩაღებისაკენ, რა ფორმითაც უნდა იყოს იგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე. მუხლი 73. ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციის შექმნა ან მის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა ისეთი ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციის შექმნა, რომლის მიზანია საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობილების დამხობა, საქართველოს რესპუბლიკის სუვერენული უფლებების შეზღუდვა, საქართველოს რესპუბლიკისაგან მისი ტერიტორიის ნაწილის გამოყოფა, აგრეთვე ამ ორგანიზაციაში აქტიური მონაწილეობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით. იმავე მიზნით შეიარაღებული ორგანიზაციის შექმნა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. მუხლი 74. ამოღებულია II. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაული მუხლი 75. ეროვნული და რასობრივი თანასწორუფლებიანობის დარღვევა განზრახი მოქმედება ეროვნული ან რასობრივი მტრობისა თუ განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე მოქალაქეთა ეროვნული ან რასობრივი კუთვნილების მიხედვით მათი უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა, ან მათთვის პირდაპირ ან არაპირდაპირ უპირატესობათა დაწესება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. იგივე მოქმედება ძალადობის, მოტყუების თუ მუქარის გამოყენებით, აგრეთვე ჩადენილი თანამდებობის პირის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული მოქმედება, რომელიც ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ ან რომელსაც მოჰყვა ადამიანთა დაღუპვა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე. მუხლი 76. სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობების გახმაურება იმ პირის მიერ, რომელსაც ეს ცნობები განდობილი ჰქონდა ან რომლისთვისაც ისინი ცნობილი გახდა სამსახურთან ან სამუშაოსთან დაკავშირებით, თუ არ არის სამშობლოს ღალატის ან ჯაშუშობის ნიშნები, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. იგივე მოქმედება, თუ მას მოჰყვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. მუხლი 77. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების დაკარგვა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების, აგრეთვე იმ საგნების დაკარგვა, რომელთა შესახებ ცნობები სახელმწიფო საიდუმლოებას შეადგენენ, იმ პირის მიერ, ვისაც ისინი მინდობილი ჰქონდა, თუ დაკარგვა აღნიშნული დოკუმენტებისა ან საგნებისადმი მოპყრობის დადგენილი წესების დარღვევის შედეგი იყო, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. იგივე ქმედობა თუ მას მოჰყვა მძიმე შედეგები, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე. მუხლი 771. სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ცნობების გადაცემა უცხოეთის ორგანიზაციებისათვის უცხოეთის ორგანიზაციებისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური ან სხვა ცნობების გადაცემა, რომლებიც სამსახურებრივ საიდუმლოებას წარმოადგენენ, ან მათი გადასაცემად შეგროვება იმ პირის მიერ, რომელსაც ეს ცნობები მინდობილი ჰქონდა სამსახურის ან სამუშაოს გამო, ანდა მისთვის ცნობილი გახდა სხვა გზით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე. იგივე მოქმედება, რომელმაც დიდი ქონებრივი ზარალი მიაყენა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ან გამოიწვია სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვა წლამდე. მუხლი 78. ბანდიტიზმი შეიარაღებული ბანდის ორგანიზება სახელმწიფო ან სხვა საწარმოებზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე ანდა ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით, აგრეთვე ასეთ ბანდაში და მის მიერ მოწყობილ თავდასხმებში მონაწილეობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით, ან ისჯება სიკვდილით, ქონების კონფისკაციით. მუხლი 781. მოქმედება, რომელსაც დეზორგანიზაცია შეაქვს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა მუშაობაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთა ორგანიზება, რათა არ შეასრულონ ადმინისტრაციის მიერ დავალებული სამუშაოები ან არ დაიცვან დადგენილი რეჟიმი, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც სასჯელს იხდის იმავე დაწესებულებაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. შრომა-გასწორების დაწესებულებასა ან საგამოძიებო იზოლატორში მოთავსებულ პირთა ტერორიზება, ან ადმინისტრაციაზე თავდასხმის მოწყობა, აგრეთვე ამ მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა, ჩადენილი იმავე დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული მოქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის ან მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე ან მუხლი 79. კონტრაბანდა კონტრაბანდა, ესე იგი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე საქონლის ან სხვა ფასეულობათა უკანონო გადატან-გადმოტანა, რაც ჩადენილია სპეციალურ საცავებში საგნების დამალვით ან საბაჟო და სხვაგვარი დოკუმენტების მოტყუებითი გამოყენებით, ანდა დიდი ოდენობით, ან კონტრაბანდის გასაწევად ორგანიზებულ პირთა ჯგუფის მიერ, ან თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით. მუხლი 80. მასობრივი არეულობა მასობრივი არეულობის ორგანიზაცია, რასაც თან ახლდა დარბევა, ნგრევა, ცეცხლის წაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, აგრეთვე მისი მონაწილეების მიერ ამ დანაშაულთა უშუალოდ ჩადენა ან ხელისუფლებისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან თხუთმეტ წლამდე. მუხლი 81. სამხედრო სამსახურში გაწვევისათვის თავის არიდება საქართველოს რესპუბლიკის შინაგან ჯარებში – ეროვნულ გვარდიაში გაწვევისათვის ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. იგივე მოქმედება, ჩადენილი საკუთარი სხეულის დაზიანებით ან ავადმყოფობის სიმულაციით, ყალბი დოკუმენტების მეშვეობით ან სხვა სახის მოტყუებით, აგრეთვე ჩადენილი სხვა დამამძიმებელ გარემოებაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე. მუხლი 82. მობილიზაციით გაწვევისათვის თავის არიდება საქართველოს რესპუბლიკის დასაცავად მობილიზაციით გაწვევისათვის თავის არიდება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე. მუხლი 83. ომიანობის დროს ბეგარის შესრულებისათვის ან გადასახადთა ომიანობის დროს შრომითი მობილიზაციისათვის ან სხვა ბეგარის შესრულებისათვის, აგრეთვე გადასახადის გადახდისათვის თავის არიდება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე. მუხლი 84. სახელმწიფო საზღვარზე უკანონო გადასვლა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო გადასვლა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც უცხოეთის მოქალაქე ჩამოვა საქართველოს რესპუბლიკაში დადგენილი პასპორტის ან ნებართვის გარეშე, რათა ისარგებლოს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით მინიჭებული თავშესაფრის უფლებით. მუხლი 85. საერთაშორისო ფრენის წესების დარღვევა საქართველოს რესპუბლიკაში შემოფრენა ან საქართველოს რესპუბლიკიდან გაფრენა დადგენილი ნებართვის გარეშე, ნებართვაში აღნიშნული მარშრუტების, დაშვების ადგილების, საჰაერო კარების, ფრენის სიმაღლის დაუცველობა ან საერთაშორისო ფრენის წესების სხვა დარღვევა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ათ წლამდე, საჰაერო ხომალდის კონფისკაციით ან უამისოდ. მუხლი 86. მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა რკინიგზის, წყლის ან საჰაერო ტრანსპორტის მუშაკის მიერ მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ადამიანთა უბედური შემთხვევები, მარცხი, ავარია ან სხვა მძიმე შედეგი, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებების, გზების, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის საშუალებათა უხარისხო რემონტი, რასაც მოჰყვა იგივე შედეგები, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან თხუთმეტ წლამდე. იგივე ქმედობა, თუ მას არ მოჰყოლია ასეთი შედეგი, მაგრამ თუ ის წინასწარი შეცნობით ქმნიდა ამ შედეგების დადგომის საფრთხეს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე. მუხლი 861. საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო სივრცის გამოყენების წესების დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ათ წლამდე. იგივე ქმედობა თუ მას არ მოჰყოლია ასეთი შედეგები, მაგრამ თუ ის წინასწარი შეცნობით ქმნიდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შედეგების დადგომის საფრთხეს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე. მუხლი 87. მიმოსვლის გზებისა და სატრანსპორტო საშუალებების დაზიანება მიმოსვლის გზების, მათი ნაგებობების, მოძრავი შემადგენლობის ან გემების, კავშირგაბმულობის ან სიგნალიზაციის საშუალებების განზრახ დანგრევა ან დაზიანება, რამაც საფრთხე შეუქმნა რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. იგივე ქმედობა, რომელსაც მოჰყვა მატარებლის, გემის, საჰაერო ხომალდის ან საბაგირო გზის ავარია, რასაც ადამიანის მსხვერპლი არ მოჰყოლია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედობა, რასაც მოჰყვა მატარებლის, გემის, საჰაერო ხომალდის ან საბაგირო გზის ავარია ადამიანის მსხვერპლით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. მუხლი 88. ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება ყალბი სახელმწიფო სახაზინო ბილეთების, სახელმწიფო ბანკის ბილეთების, ლითონის მონეტების, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ან უცხოეთის ვალუტის დამზადება გასაღების, მიზნით, აგრეთვე გასაღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით. იგივე მოქმედება, ჩადენილი ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადებისა ან გასაღებისათვის მსჯავრდებული პირის მიერ ან ჩადენილი ხელობის სახით, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით. მუხლი 89. ამოღებულია მუხლი 90. სახელმწიფო დანაშაულის განუცხადებლობა განუცხადებლობა იმ პირის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია ამ კოდექსის 65-70-ე, 73-ე, 78-ე და 88-ე მუხლებით გათვალისწინებული სახელმწიფო დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. მუხლი 901. სახელმწიფო დანაშაულის დაფარვა წინასწარი შეპირების გარეშე დაფარვა იმ სახელმწიფო დანაშაულისა, რაც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 65-70-ე, 73-ე, 78-ე, 79-ე და 88-ე მუხლებით, –
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. თბილისი, 1991 წლის 2 აგვისტო. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები