„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3662-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 430060000.05.001.102007
3662-XIIIმს-Xმპ
15/11/2023
ვებგვერდი, 05/12/2023
430060000.05.001.102007
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.10.2018, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.019178) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 22-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „დ1“−„დ3“ ქვეპუნქტები:

„დ1) ამტკიცებს მის მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) დირექტორისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტს და კოლეჯის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს; 

2) უფლებამოსილია მის მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) დირექტორისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;

3) კონკურსის საფუძველზე 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მის მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) დირექტორს, სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორს;“;

ბ) „პ1“ ქვეპუნქტი:

„პ1) ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესს;“.

2. 25-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11−14 პუნქტები:

„11. სამინისტროს მიერ დაფუძნებულ კოლეჯს (გარდა კერძო სექტორთან  სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა), სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებულ კოლეჯს, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2−მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებულ კოლეჯს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 5 წლის ვადით. პირი ერთი და იმავე კოლეჯის დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული კოლეჯის დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე  თავისუფლდება, თუ:

ა) ის გადადგა თანამდებობიდან;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) ის სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) ის ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით ან კოლეჯის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას;

ე) ის ჯეროვნად ვერ ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით ან კოლეჯის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას;

ვ) ის ვერ აკმაყოფილებს კოლეჯის დირექტორის სტანდარტს;

ზ) ის გარდაიცვალა.

13. ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოლეჯის დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება უფლებამოსილი პირის დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს აქტი შეიძლება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.

14. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული კოლეჯის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები). კოლეჯის დირექტორის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება კოლეჯის საშტატო ნუსხით. კოლეჯის დირექტორი ახალი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორის მოადგილეს (მოადგილეებს) და განსაზღვრავს მის (მათ) ფუნქციებს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კოლეჯის მართვის ორგანოები (გარდა სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორისა, სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორისა და ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2−მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებული კოლეჯის დირექტორისა), მათი არჩევის/დანიშვნის წესი, მათთვის წასაყენებელი მოთხოვნები, მათი უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება კოლეჯის წესდებით (დებულებით).“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31−33 პუნქტები:

„31. კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯის მართვის ორგანოები, მათი არჩევის/დანიშვნის წესი, მათთვის წასაყენებელი მოთხოვნები, მათი უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება კოლეჯის წესდებით (დებულებით).

32. ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2−მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებული კოლეჯის დირექტორს კონკურსის საფუძველზე 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კოლეჯის დამფუძნებელი.

33. ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2−მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებული კოლეჯის დამფუძნებელი უფლებამოსილია დაადგინოს შესაბამისი კოლეჯის დირექტორის სტანდარტი, კოლეჯის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი, აგრეთვე კოლეჯის  დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი.“.

მუხლი 2  

1. ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) დირექტორი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორი და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2−მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებული კოლეჯის დირექტორი ამ კანონის ამოქმედებისთანავე გადაინიშნონ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კოლეჯის დირექტორის სტანდარტის გათვალისწინებით უზრუნველყოს მის მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) დირექტორისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის  დირექტორის კონკურსის წესით დანიშვნა.

3. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2−მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებული კოლეჯის დამფუძნებელმა შესაბამისი კოლეჯის დირექტორის სტანდარტის გათვალისწინებით უზრუნველყოს აღნიშნული კოლეჯის დირექტორის კონკურსის წესით დანიშვნა.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე კოლეჯის დირექტორის კონკურსის წესით დანიშვნისთანავე უფლებამოსილება შეუწყდეთ ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გადანიშნულ შესაბამისი კოლეჯის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელსა და მის მოადგილეს (მოადგილეებს).

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის −  ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის დამფუძნებლად განისაზღვროს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელიც ახორციელებს ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლსა და კოლეჯის დამფუძნებლისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყონ შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემა.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ნოემბერი 2023 წ.

N3662-XIIIმს-Xმპ