„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 103/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 13/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018358
103/ნ
13/11/2023
ვებგვერდი, 14/11/2023
040030000.22.022.018358
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №103/ნ

2023 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №48/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 26/03/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017906) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის კოლეჯის წესდების“ მე-2 მუხლის:

1. მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. კოლეჯს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვებასთან (მათ შორის, კოლეჯის მომდევნო ავტორიზაციასთან და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატებასთან), პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფორმის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილებასთან   და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, ასევე საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები განახორციელოს მხოლოდ სამინისტროში (სამინისტროსთან შეთანხმებული ფორმის შესაბამისად) წარმოდგენისა და სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის მოპოვების შემდგომ.“.

2. მე-4 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, შექმნას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის საჭირო ყველა პირობა, თითოეული პროფესიული სტუდენტის/მსმენელის განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნით, ხელი შეუწყოს საქართველოს და უცხო ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობასა და უცხო ქვეყნების შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა ურთიერთგაცვლას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი