„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/11/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016568
27
10/11/2023
ვებგვერდი, 14/11/2023
010250050.35.117.016568
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2023 წლის 10 ნოემბერი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №19 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 08/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016388) დამტკიცებული დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.“.

ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბჭოს თავმჯდომარეა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე