საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3744-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016103
3744-XIIIმს-Xმპ
16/11/2023
ვებგვერდი, 20/11/2023
010190030.06.001.016103
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) 185-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 3 თვეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 4 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს პარლამენტი კენჭს უყრის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანიდან 30 დღის ვადაში. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, იმ კომისიის წევრს, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხიც იხილება, უფლება აქვს, წერილობით ან/და ზეპირად − პლენარულ სხდომაზე წარუდგინოს პარლამენტს საკუთარი პოზიცია. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის სამ მეხუთედზე მეტის თანხმობა.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

16 ნოემბერი 2023 წ.

N3744-XIIIმს-Xმპ