მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/27344-23
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 15/11/2023
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/11/2023
სარეგისტრაციო კოდი
2/27344-23
15/11/2023
ვებგვერდი, 17/11/2023
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე N2/27344-23

 

ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2023 წლის 15 ნოემბერი 

 ქ. თბილისი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  ივერი აბაშიძე

 

განხილვის ფორმა  ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი   შპს „დუშეთის მუნიციპალიტეტის ავტობაზა“ (ს/ნ: 229325147)

წარმომადგენელი/ლიკვიდატორი  – მედეა მხეიძე

მოთხოვნა   შპს „დუშეთის მუნიციპალიტეტის ავტობაზი“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნა

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:     

2023 წლის 3 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა, შპს „დუშეთის მუნიციპალიტეტის ავტობაზის“ წარმომადგენელმა/ლიკვიდატორმა, რომელმაც მოითხოვა შპს „დუშეთის მუნიციპალიტეტის ავტობაზის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

2023 წლის 05 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით, განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების დასაშვებად ცნობაზე, ვინაიდან მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „დუშეთის მუნიციპალიტეტის ავტობაზის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ოქტომბერს განჩინება გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში გამოქვეყნდა 2023 წლის 6 ოქტომბერს, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2023 წლის 10 ოქტომბერს. აღნიშნული განჩინება სსიპ – შემოსავლების სამსახურს ჩაჰბარდა 2023 წლის 9 ოქტომბერს. განჩინების გამოქვეყნებიდან და სსიპ შემოსავლების სამსახურის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არც ერთ კრედიტორს არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

კანონმდებლობით დადგენილ ვადაში კრედიტორების მიერ არ მომხდარა მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში წარდგენა, გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „დუშეთის მუნიციპალიტეტის ავტობაზა“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და, შესაბამისად, გაუქმდეს შპს „დუშეთის მუნიციპალიტეტის ავტობაზის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 48-ე, მუხლებით,  სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „დუშეთის მუნიციპალიტეტის ავტობაზა“ (ს/ნ: 229325147) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „დუშეთის მუნიციპალიტეტის ავტობაზის“ (ს/ნ: 229325147) რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) და გამოქვეყნდეს ასევე ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს‘’ ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი №64).  ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

მოსამართლე                                                                               ივერი აბაშიძე