საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება „სახელმწიფო საწარმოს (გაერთიანების) შესახებ“ სსრ კავშირის კანონთან დაკავშირებით საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება „სახელმწიფო საწარმოს (გაერთიანების) შესახებ“ სსრ კავშირის კანონთან დაკავშირებით საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1532
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 21/12/1987
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 31/12/1987
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
1532
21/12/1987
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 31/12/1987
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება „სახელმწიფო საწარმოს (გაერთიანების) შესახებ“ სსრ კავშირის კანონთან დაკავშირებით საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

„სახელმწიფო საწარმოს (გაერთიანების) შესახებ“ სსრ კავშირის კანონთან დაკავშირებით საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო საწარმოს (გაერთიანების) შესახებ“ სსრ კავშირის კანონთან დაკავშირებით სსრ კავშირის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 2 დეკემბრის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ საკანონმდებლო აქტებში შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ 1964 წლის 24 დეკემბერს მიღებულ საქართველო სამოქალაქო სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., №36, მუხ. 622):

1) ძალადაკარგულად ჩაითვალოს 94-ე მუხლის მეორე ნაწილი და 386-ე მუხლის მეორე ნაწილი;

2) 155-ე მუხლში:

მეორე ნაწილში სიტყვები „საგეგმო დავალების“ და „დავალებას“ შესაბამისად შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო შეკვეთის“ და „შეკვეთას“;

3) 162-ე მუხლში:

პირველ და მეორე ნაწილებში სიტყვები „გეგმური დავალება“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო შეკვეთა“;

4) 264-ე მუხლში სიტყვები „სახელმწიფო შესყიდვის გეგმებისა“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფოსათვის მიწოდების სახელმწიფო შეკვეთებისა“.

2. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ 1964 წლის 26 დეკემბერს მიღებული საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., № 36, მუხ. 663) 440-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო“ შეიცვალოს სიტყვებით „სსრ კავშირის კანონმდებლობა“.

3. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ 1971 წლის 13 ივლისს მიღებული საქართველოს სსრ მიწის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1971 წ., №7, მუხ. 124) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. მიწით უფასო სარგებლობა

სსრ კავშირის კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების გარდა მიწით სარგებლობა ხორციელდება უფასოდ. მიწით სარგებლობისათვის ანაზღაურების წესს განსაზღვრავს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო“.

4. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ 1974 წლის 5 ივნისს მიღებული საქართველოს სსრ წყლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს, უწყებები, 1974 წ., № 6, მუხ. 107) 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27. წყლის ობიექტების სარგებლობაში გადაცემის პირობები წყალსარგებლობა ხორციელდება უფასოდ. სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების წყლის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, სსრ კავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სპეციალური წყალსარგებლობა ფასიანია. სპეციალური წყალსარგებლობისათვის ანაზღაურების წესს განსაზღვრავს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო“.

5. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ 1976 წლის 20 ნოემბერს მიღებული საქართველოს სსრ წიაღის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1876 წ., № 11, მუხ. 199) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. წიაღით უფასო სარგებლობა

სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების წიაღის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, სსრ კავშირის კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების გარდა, წიაღით სარგებლობა ხორციელდება უფასოდ. წიაღით სარგებლობისათვის ანაზღაურების წესს განსაზღვრავს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე                       პ. გილაშვილი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                                 ვ. კვარაცხელია

თბილისი, 1987 წლის 21 დეკემბერი 

№ 1532-XI