დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის N20-122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32-82 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/11/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.017151 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №20-122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №20-122 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 29/12/2022, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017057) და დადგენილების პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესს“ (დანართი №8):
ა) პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ მუხლი: „მუხლი 11. ტერმინთა განმარტება წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ქვეპროგრამა – „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ (06 01 04) ქვეპროგრამა; ბ) მერია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; გ) ქვეპროგრამის განმახორციელებელი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური; დ) სამედიცინო მომსახურება – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასთან, გაუმჯობესებასთან და აღდგენასთან; ე) მომსახურების მიმწოდებელი – იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სერვისის განხორციელებისთვის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სადაც შესაძლებელია მოსარგებლე პირის მიერ დასაფინანსებლად მოთხოვნილი სამედიცინო მომსახურების მიღება; ვ) მოსარგებლე – ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველი პირი; ვ) მოდული – მიმართვების ადმინისტრირების ელექტრონული პროგრამა; ზ) გადაწყვეტილების გააქტიურება – დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მომსახურების მიწოდების დაწყება; თ) მონიტორინგის განყოფილება – ქვეპროგრამის განმახორციელებლის პროგრამების მონიტორინგის განყოფილება, მოთხოვნის კონტროლზე უფლებამოსილი პირი; ი) მოთხოვნის უნიკალური კოდი – სმს შეტყობინების სახით მიღებული უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელიც უნდა წარადგინოს მოსარგებლე პირმა მიმწოდებელ დაწესებულებაში; კ) ელექტრონული რეესტრი – გააქტიურებული შემთხვევების აღწერა“; ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს. გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისთვის ქვეპროგრამის განმახორციელებელს მოთხოვნას წარუდგენს მოდულში“; დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს მომსახურების შესაბამის მიმწოდებელს.“; ე) მე-5 მუხლს: ე.ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,11“ პუნქტი: „11. დაფინანსების საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტაციას, მომსახურების მიმწოდებელი მოდულის მეშვეობით, ელექტრონულად წარუდგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელს. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მოდულის მეშვეობით ელექტრონულად წარმოადგინოს: ა) მოსარგებლის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, სამუშაო ადგილი, იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, ასევე, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი ინფორმაცია); ბ) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა№IV-100/ა), რომელიც გაცემული უნდა იყოს მოდულში დაფინანსების მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღამდე არაუმეტეს 3 თვით ადრე; გ) წინასწარი კალკულაცია (ინვოისი).“. ე.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის მე-3 პუნქტი: „3. მოსარგებლემ/მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მიმწოდებლის მიერ მოდულში მოთხოვნის წარდგენის შემდგომ, ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა წარუდგინოს ცნობა კერძო სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“; ე.გ) დაემატოს შემდეგი შინაარის ,,51“ მუხლი: ,,მუხლი 51. მოთხოვნის განხილვის პროცედურები და დაფინანსების მოქმედების ვადები 1. მომსახურების მიმწოდებლის მიერ მოდულის მეშვეობით წარმოდგენილი მოთხოვნის მიღების შემდგომ ქვეპროგრამის განმახორციელებელი ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულეს და იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების გაცემის/არ გაცემის შესახებ. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოსარგებლე ან მისი წარმომადგენელი მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ავტომატურად იღებს მოთხოვნის უნიკალურ კოდს, რომელიც უნდა წარუდგინოს მომსახურების მიმწოდებელს, რათა მოხდეს გადაწყვეტილების გააქტიურება. 3. დაფინანსების მოქმედების ვადები: ა) დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გააქტიურება უნდა განხორციელდეს მისი გაცემიდან არაუმეტეს 60 (სამოცი) დღის ვადაში; ბ) დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გააქტიურების ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული გადაწყვეტილება ითვლება გაუქმებულად, თუ მოთხოვნის შესწავლისას დადგინდა, რომ მოსარგებლეზე უკვე გაცემულია სახსრების ენდოპროთეზირებისათვის საჭირო დაფინანსება, თუმცა ამოწურულია გადაწყვეტილების გააქტიურების როგორც პირვანდელი, ასევე (მოთხოვნის შემთხვევაში) ერთჯერადად გაგრძელებული ვადა. 4. დაფინანსებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების თაობაზე ცვლილებები ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ხორციელდება მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე, თუ მოთხოვნილია: ა)სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების ვადის გაგრძელება ერთჯერადად, იმ შემთხვევაში, თუ ვადის გაგრძელება მოთხოვნილია დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების ვადის გასვლამდე; ბ) მოდულში ტექნიკური ხარვეზის გასწორება. 5. ვადის გაგრძელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უთანაბრდება პირვანდელ გადაწყვეტილებას და მის მიმართ მოქმედებს იდენტური ვადები და პირობები. 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ერთი და იგივე მოსარგებლის შესახებ მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ ახალ მოთხოვნას განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას, თუკი დადასტურდება, რომ მოსარგებლის მიერ არ მომხდარა უკვე დაფინანსებული თანხის გამოყენება, მათ შორის ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც მოხდა დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების გააქტიურება მიმწოდებლის მიერ, თუმცა მოსარგებლეს სამედიცინო მომსახურებით ამ მიმწოდებლისგან არ უსარგებლია.“; ვ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 პუნქტები: „2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია თვის პირველიდან რიცხვიდან 11 რიცხვამდე, მომსახურების სრულად მიწოდების საანგარიშგებო თვის მომდევნო ორი თვის განმავლობაში. მიმწოდებლის მიერ ანგარიშგებისას წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა)წერილობითი ინფორმაცია მოსარგებლეთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით; ბ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, შემთხვევათა ელექტრონული რეესტრი; დ) შესრულებული სამუშაოს შესაბამისი ფორმა №IV-100/ა. 3. მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ მუხლით დადგენილი შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის ვადის ან/და წესის 51 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დაფინანსების გადაწყვეტილების გააქტიურების ვადის დარღვევის შემთხვევაში ან/და მონიტორინგის განყოფილების უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში შესრულებული სამუშაოს შესაბამისი თანხა არ ექვემდებარება ანაზღაურებას.“; ზ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ანაზღაურება 1. ანაზღაურების ეტაპზე ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურში აგზავნის წერილს, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, შესაბამის სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე თანხის გადარიცხვის მოთხოვნით. 2. შესრულებული სამუშაოს შესაბამისი თანხის ანაზღაურება მოხდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ინფორმაციის დოკუმენტური ინსპექტირების შემდეგ, რომლის საფუძველზეც ხორციელდება მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისათვის ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ წერილის მომზადება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, შესაბამის სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე თანხის გადარიცხვის მოთხოვნით. 3. მოსარგებლის მხრიდან თანხის წინასწარი გადახდისას, აღნიშნული შემთხვევა აღარ ექვემდებარება ანაზღაურებას;“; თ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება და კონტროლის განხორციელება 1. შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ინსპექტირებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი, რომლის დროსაც ხდება: ა) წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის შედარება ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მომსახურების მოცულობასთან; ბ) ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარება დამტკიცებული ბიუჯეტის პარამეტრებთან; გ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 2. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში ქვეპროგრამის მოცულობასთან შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებელს და წერილობით აცნობოს ხარვეზის არსებობის შესახებ; 3. წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოს ანგარიშზე მიმწოდებელსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელ პირს შორის ფორმდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული ფორმის მიღება-ჩაბარების აქტი; 4. ქვეპროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ანგარიშები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. 5. წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესრულების კონტროლი ხორციელდება პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მიერ, წინასწარ შერჩეული შემთხვევების ინსპექტირების გზით. 6. შემთხვევის შემოწმებისას ხორციელდება მომსახურების მიმწოდებელთან მონიტორინგის განყოფილების წარმომადგენლის ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში მოსარგებლესთან ან/და მომსახურების/საჭიროების მიმწოდებელთან გასაუბრება. 7. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მიმწოდებელთან განხორციელდეს კონტროლზე უფლებამოსილი პირის განმეორებითი ვიზიტი. 8. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები და შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ ემთხვევა შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმეტაციაში წარმოდგენილ ინფორმაციას, მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს თანხის დაბრუნება. 9. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებისას გამოვლინდა, რომ მომსახურების მიმწოდებელმა მერიის მიერ ჩარიცხული თანხა (დაფინანსებული თანხა) გადაახდევინა მოსარგებლეს, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უკან დააბრუნოს აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში ქვეპროგრამიდან გამოყოფილი თანხა და გადაიხადოს ჯარიმა მიღებული დაფინანსების სამმაგი ოდენობის სახით. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას, ქვეპროგრამიდან გამოყოფილი თანხის დაბრუნებისა და ჯარიმის გადახდამდე, მიმწოდებელს შეეზღუდება მოდულის მეშვეობით ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის მიმართვის უფლება.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები