„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3763-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.102039
3763-XIIIმს-Xმპ
29/11/2023
ვებგვერდი, 11/12/2023
300280000.05.001.102039
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.05.001.019734) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო;“.

2. 51-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს, რომ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისთვის, მათ შორის, კომისიისა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ხელმისაწვდომი იყოს ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა ინფორმაცია, აგრეთვე სისტემით მოსარგებლეების ქსელთან ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაცია და გამჭვირვალობის მოთხოვნებთან დაკავშირებული ინფორმაცია არანაკლებ 5 წლის განმავლობაში.“.

3. 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უზრუნველყოს ამ კანონის 86-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის 5 წლის ვადით შენახვა და კომპეტენტური სახელმწიფო უწყებებისთვის, მათ შორის, კომისიისა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ხელმისაწვდომობა;“.

4. 92-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უზრუნველყოს ამ კანონის 93-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის 5 წლის ვადით შენახვა და კომპეტენტური სახელმწიფო უწყებებისთვის, მათ შორის, კომისიისა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ხელმისაწვდომობა;“.

5. 107-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიმწოდებელი უზრუნველყოფს ტრეიდერებთან, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებთან და შესაბამის შემთხვევაში ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერატორებთან გაფორმებული მიწოდების ხელშეკრულებების ფარგლებში და ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის დერივატივებით განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის არანაკლებ 5 წლის ვადით შენახვას და სახელმწიფო ორგანოებისთვის, მათ შორის, კომისიისა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ხელმისაწვდომობას.“.

6. 117-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მთავრობის, სამინისტროს, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოთხოვნით;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 ნოემბერი 2023 წ.

N3763-XIIIმს-Xმპ