დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 949 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.027.017437 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016524) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) არ არის გათვალისწინებული დებულებით განსაზღვრული (დებულების №2 და №3 დანართები) იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს, კანონიერად გამოიყენოს ან შეიძინოს მაღაზიაში; დ) აჭარბებენ საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, სხვა ნივთებისა და იმ დოკუმენტთა ოდენობას, რომელიც დადგენილია ამ დებულების №1 დანართის მე-15 პუნქტითა და №2 დანართით.“. 2. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ამოწმებს განცხადებაში მითითებული ნივთების შესაბამისობას იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალთან, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად (დებულების დანართი №2) უზრუნველყოფს ამანათების გადაცემის რიგითობის დაცვას.“. 3. 34-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) შეინახოს და გამოიყენოს ამ დებულების №2 და №3 დანართებით გათვალისწინებული ნივთები და საგნები;“; ბ) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) შეინახოს და გამოიყენოს ამ დებულების №2 და №3 დანართებით გათვალისწინებული ნივთები და საგნები;“. 4. 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეინახოს და კანონიერად გამოიყენოს იმ რაოდენობის ნივთები და საგნები, რაც განსაზღვრულია ამ დებულების №2 და №3 დანართებით.“. 5. №1 დანართის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ფოტოაპარატები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.“. 6. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №2
ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად
1. კვების პროდუქტები (ხილი): ვაშლი, მსხალი, ატამი, ვაშლატამა, მანდარინი და ფორთოხალი (ერთდროულად, ერთობლიობაში არაუმეტეს 5 კილოგრამისა). 2. სეზონური ტანსაცმელი: გრძელი შარვალი („ბრიჯის“ და „შორტის“ გარდა) არაუმეტეს 3 ცალისა, ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, „დუტის" და ტყავის გარდა) არაუმეტეს 1 ცალისა, სეზონური მაისური და სვიტრი (თავსაფრის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 4 ცალისა, ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, პერანგი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონარის გარეშე („ჩუსტი“, „კედი“, „ბოტასი“) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 3. სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრისა და სარჩულის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა. 4. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის შესაბამისი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის ღია ფერის მოთეთრო თეთრეული – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა. 5. საცვალი („ტრუსი“) და წინდა (სეზონური) ერთდროულად არაუმეტეს 8 ცალისა. 6. პირსახოცი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ღია ფერის მოთეთრო, ზომით არაუმეტეს 70/40 სმ-ისა) და ცხვირსახოცი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 7. კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 8. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ექიმის ნებართვით). 9. წიგნი (ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ერთდროულად შეიძლება იქონიოს არაუმეტეს 3 წიგნისა, გარდა იმ წიგნებისა, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებას და დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას). 10. ფოტოსურათი, ერთდროულად არაუმეტეს 10 ცალისა, ზომით არაუმეტეს 9/13 სმ-ისა. 11. ხისგან დამზადებული ჯვარი და არამეტალის საკულტო საგანი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 12. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროთეზები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეტლები (ექიმის ნებართვით).
შენიშვნები: 1. ამ დანართით გათვალისწინებული პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნების ამანათის სახით მიღება ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია თვეში ორჯერ. 2. ამ დანართის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების ამანათის სახით მიღება ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია ფოსტის მეშვეობითაც.“. 7. დანართი №4 ამოღებულ იქნეს. 8. №5 დანართის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. ფოტოაპარატები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები