„სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3856-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 430080000.05.001.102083
3856-XIIIმს-Xმპ
30/11/2023
ვებგვერდი, 15/12/2023
430080000.05.001.102083
„სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
„სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 430080000.05.001.018149) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, გარდა მინდობით აღზრდისა, სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებისა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული სკოლა-პანსიონისა, აგრეთვე ისეთი დაწესებულებისა, რომელშიც ბავშვი იმყოფება წელიწადში არაუმეტეს 3 თვისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ნოემბერი 2023 წ.

N3856-XIIIმს-Xმპ