დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1575 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/09/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 26/10/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).026.101998 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ. №1, მუხ. 10) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1712 მუხლი:
„მუხლი 1712. ძვირფასი ლითონის სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის დამზადების ან გამოყენების წესის დაღვევა
ძვირფასი ლითონის სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის უნებართვო დამზადება, გამოყენება ან გასაღება, ანდა სახელმწიფო დამღის ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით გაყალბება –
ისჯება ჯარიმით 500-დან 1000 ლარამდე.
იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით 1000-დან 5000 ლარამდე
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 17 სექტემბერი
№1575-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები